ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის შეფასებით, აშშ–ში ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად უკიდურესი ე.წ. ლიბერალური კლანი დამკვიდრდდა. პარალელურად, ისევ გააქტიურდა ტრამპი და კონსერვატიული ფრთა, რომლებიც აცხადებენ, რომ ამერიკა დაღუპვის წინაშეა და სასწარაფოდ არის გადასარჩენი. როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, აშშ–ის კონსერვატიული ფრთა „იმ პოლიტიკას და სიგიჟეს უპირისპირდება, რომლის გატარებასაც ეს ძალები ცდილობენ საქართველოში“.
for.ge სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.
უნგრეთის პარლამენტმა მიიღო სადავო კანონპროექტი, რომელიც კრძალავს სკოლებში ისეთი ინფორმაციის განხილვას და გავრცელებას, რომელიც, ხელისუფლების აზრით, ჰომოსექსუალობას და სქესის შეცვლას უწყობს ხელს. 5–6 ივლისის მოვლენების შემდეგ, გაჩნდა ასეთი მოსაზრება, რომ საქართველოშიც რომ მსგავსი კანონი ყოფილიყო, ავიცილებდით ამ დაპირისპირებას...
სოსო მანჯავიძე: ზოგიერთი პოლიტიკური „მოღვაწეები“ გამოდიან და მაგალითად მოჰყვათ უნგრეთის მაგალითი, რომ უნგრეთის მსგავსად მიგვეღო კანონი, მაშინ ასეთი ექსესები ქუჩაში არ იქნებოდაო. უნგრეთმა მიიღო ეს კანონი, მაგრამ შეიკრიბა ევროკავშირის 14 ქვეყანა და მოითხოვეს უნგრეთის ევროკავშირიდან გარიცხვა, შესაბამისი სანქციების დაწესება.
ანუ, საუბარი იმაზე, რომ კანონს თუ მივიღებდით ავიციელებდით ამ ზეწოლას, რომელიც მოდიოდა იგივე დასავლეთის მხრიდან, თვლით რომ არასწორია?
– არამართებულია, იმიტომ, რომ თვითონ უნგრეთი, რომელსაც ასეა თუ ისე, მხარს უჭერს ევროპის კონსერვატიული მოძრაობა და კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, წარმოიდგინეთ, რომ თავად აღმოჩნდა ევროკავშირის გაერთიანებული ძალის წინაშე, როგორც ამის შესახებ თქვა მარია კალიურანტმა. ვითარება არის ასეთი: რას ედავებიან უნგრეთს? კანონის ძალით, რომელიც უნგრეთმა მიიღო, სკოლებში იკრძალება ლგბტ+ თემის პროპაგანდა და აი, ამაზე თქვეს, რომ ეს არის დისკრიმინაციის უკიდურესი ფრომა. აქედან გამომდინარე, ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ, რა უბედურებასთან გვაქვს საქმე. აშშ–ის ადმინისტრაცია მისი პრეს–მდივნის პირით გვეუბნება, რომ აშშ–ის მთავარი პრიორიტეტი არის სწორედ ეს თემა, რომ ისინი ამაყად იცავენ მთელს მსოფლიოში ლგბტ+ ინტერესებს. ეს ინტერესები რაც არის, აგერ გვეუბნება ევროკავშირი – სკოლებში აუცილებლად უნდა იყოს ლგბტ+ პროპაგანდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ სანქციებსო.
ამიტომ, გასაგებია, ამ შემთხვევაში მოხერხებულია საქართველოს მთავრობის ლანძღვა და გინება, მაგრამ ეს არის უნამუსობა. ნებისმიერი ადამიანი, ვინც მოხვდებოდა საქართველოს მთავრობაში, ანალოგიური არჩევანის და დილემის წინაშე აღმოჩნდებოდა. იმის ლაპარაკი, რომ მთავრობამ გამოიყვანა კუნთმაგარი ბიჭები და გამოიწვია ძალადობა, უბრალოდ, უნამუსობა და უსინდისობაა. უნდა რცხვენოდეთ მათ ამისი, რადგან გასაგებია, რაც მოხდა.
სხვა გამოსავალი არ ჰქონდა ხელისუფლებას? ფაქტია, რომ წარმოუდგენელი ძალადობა მოხდა, მაგრამ ხელისუფლების და ეკლესიის ჩართულობა სად ჩანს 5–6 ივლისის მოვლენებში, რის გამოც 3 ტელევიზიის მენეჯმენტი ითხოვს მთავრობის გადადგობას და უწმინდესის დაპატიმრებას?
– ეს ელექტორნული მედია ჩამოყალიბდა როგორც მეხუთე კოლონა და პირდაპირ მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ. დააკვირდით, რას ითხოვდნენ ისინი? – სპეცრაზმის გამოყვანას ხალხის წინააღმდეგ! რისთვის იყო ხალხი გამოსული? არ ერთანხმებიან პრაიდის ჩატარებას რუსთაველზე და საერთოდ, ამ ლგბტ+ აგრესიულ პროპაგანდას, რომელსაც აღნიშნული მედიები ეწევიან. ამის გარდა, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული საქმიანობით არიან დაკავებული.
ყოველდღიურად, პირდაპირ სახეში აფურთხებენ ქართველ ხალხს. ძალადობა გამოიწვია სწორედ იმან, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობისთვის აღნიშნული მედია არის მიუღებელი და იდენტიფიცირებულია როგორც საფრთხე მისი არსებობისთვის. ამიტომ, როდესაც ისინი რაღაცას ითხოვენ ვიღაცისგან, ეს არის ტრაგედია. ისინი საერთოდ არავის და არაფერს არ წარმოადგენენ. მხოლოდ და მხოლოდ იმ ძალებს წარმოადგენენ, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ და, რომლებიც მათ აფინანსებენ არასამთავრობო სექტორთან და ამ გეი პარტიებთან ერთად, რომლებმაც იმდენად ფეხებზე დაიკიდეს ქართველი ხალხი, რომ ხელი მოაწერეს ამ სამარცხვინო განცხადებას, რომლის შემდეგ, მათ ელემენტარული მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. შესაბამისად, მთელი ამ ე.წ. პოლიტიკური კლასის, მედიის და არასამთავრობო სექტორის ანტიეროვნული და მტრული დამოკიდებულების განსახიერება დაინახა ხალხმა 5 ივლისს. გარდა ამისა, ისინი იქცეოდნენ პროვოკაციულად. მოგეხსენებათ, რომ იქ ვიყავი და რამდენიმე მათგანი გადავარჩინე.
იქცოდნენ პროვოკაციულად – გავშალოთ ეს თემა, რას აკეთებდნენ იმისათვის, რომ გამოეწვიათ ეს აგრესია, ძალადობა, დაპირისპირება?
– ყველა ის ჩოჩქოლი, აღელვება და შემდეგ დაპირისპირება გამოიწვია ასეთმა ტიპის მოქმედებებმა – ვიღაცამ, ბავშვებს ლგბტ–ს დროშა დააჭერინა და გამოუშვა. დაინახეს ვინ მისცა ბავშვს ეს დროშა და იმას გაეკიდა ხალხი. „ტვ პირველის“ „ფორმულას“ და „მთავარის“ ჟურნალისტები პირდაპირად ეთერში გადასცემდნენ შეურაცხმყოფელ რეპორტაჟებს და ამას უყურებდა იქ მდგომი ხალხი, რომელთაც ეძახდნენ ბნელებს, პრორუსს, პუტინის მონებს და ა.შ. ეს იწვევდა საშინელ აგრესიას. პირდაპირ ლანძღავდნენ ადამიანებს და ისინი რომ რეაქციას აძლევნენ, აი, მათ ეძახდნენ მოძალადე ჯგუფებს. ასეთი მიზანმიმართული პროვოკაცია იყო.
რატომ არის გამორიცხული, რომ ძალადობა, რაც ჩვენ ვიხილეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეგზავნლი ჯგუფების მიერ ყოფილიყო პროვოცირებული?
– დარწმუნებული ვარ, რომ ამ საქმეში თავისი ღვაწლი შეიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეგზავნილმა ჯგუფებმა. როდესაც, შენ წინასწარ იცი, რომ ხალხი არის აღელვებული იმის გამო, რაც ხდება - სიმშვიდისთვის კი არა, შენი გარეწრული მოქმედებით რომ ააღელვე, იმიტომ მოვიდა და ამ დროს მიდიოდნენ ადამიანებთან და ეკითხებოდნენ –„თქვენ მოძალადეები ხართ?“. შენ, როდესაც მიზანმიმართულად ცეცხლზე ნავთს ასხამ, რა თქმა უნდა, შენ ხარ პროვოკატორი.
მიზანმიმართულ პროვოკაციაზე საუბრობთ, როგორ ფიქრობთ, ჟურნალისტებს, იმ ოპერეტორებს დავალება ჰქონდათ მედია მენეჯმენტისგან?
– რა თქმა უნდა. სკანდალურ და ე.წ. რეიტინგის ასამაღლებელ მასალებს თუ მიიტანენ, ამაში შექებას და ფულად წახალისებას იღებენ. ამიტომ არიან ასეთი დაგეშილები! დატრენინგებული არიან ამისთვის, რომ მაქსიმალურად მოახდინონ ადამიანის ფსიქოლოგიური ტერორი. იმ დონეზე მიიყვანეს საქმე, რომ ხალხში გამოჩენის ეშინიათ და საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს მოძალადე ჯგუფებს ეძახიან. წარმოიდგინეთ ეს პარადოქსი, კიდევ არ ტყდებიან და იმაზე კი არ ფიქრობენ, რომ რაღაცას აშავებენ, არამედ პირიქით, მეტი აგრესიით ცდილობენ თავისის გატანას.
რა არის ეს თავისი, რის გატანასაც ცდილობენ?
– ეს არის საქართველოში რევოლუციის მოწყობა. და, ვინ უნდათ მოიყვანონ ხელისუფლებაში? – კვლავ ეს კონგლომერატი, ეს გეი-პარტიები, ვინც ხელი მოაწერა ლგბტ+ მხარდაჭერას. მათ ლობიერებს აშშ და ევროკავშირი, ეს არის რელობა. რაც არ უნდა პარადოქსი იყოს, მათთვის მთავარი დღის წესრიგი არის – მონობა; სასამართლო სისტემის და საარჩევნო სისტემის სრული დამონება; მათივე ლობირებულია საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც იწვევს მთლიანად დაუბალანსებელი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც იწვევს ქვეყანაში მუდმივ ქაოსს. ეს არის მათი მიზანი.
თუმცა, ზოგიერთი ადამიანი ცდლობს აქ დაინახოს პრაგმატიზმი...
– აქ არ არის პრაგმატიზმი. ეს არის აბსოლუტურად არარაციონალური მოქმედება, უბრალოდ, დასავლეთში სერიოზული პრობლემებია. როგორც თავის დროზე ყოფილი საბჭოთა კავშირის იმპერიაში ბოლშევიზმა და მისი უკიდურესი ფორმით ტროცკიზმა გაიმარჯვა და მივიღეთ ის ბაქჰანალია, რომელიც მივიღეთ, იგივე სიტუაცია არის ზუსტად. აშშ–ში ბაიდენის ადმინისტრაციასთან ერთად უკიდურესი ე.წ. ლიბერალური კლანი დამკვიდრდა და ამის გამო უმძიმესი დაპირისპირებაა თავად ამერიკაში, რომელიც მწვავდება.
კონსერვატული და დემოკრატიული შტატები ერთმანეთთან დაპირისპირებაში მოვიდნენ. ისევ გააქტიურდა ტრამპი და კონსერვატული ფრთა, რომლებიც აცხადებენ, რომ ამერიკა დაღუპვის წინაშეა და სასწარაფოდ არის გადასარჩენი! ისინი უპირისპირდებიან იმ პოლიტიკას და იმ სიგიჟეს, რომლის გატარებასაც ეს ძალები ცდილობენ საქართველოში.
ხშირად მოისმენთ 5–6 ივლისის მოვლენებთან ლევან ვასაძის კავშირს, რომ სწორედ „ვასაძის მოძალადე ჯგუფებმა იძალადა ჟურნალისტებზე“. რა კავშირი ჰქონდა ამ ძალადობრივ აქციასთან ვასაძეს, რატომ საუბრობენ ამ კავშირებზე? ოპონენტები აცხადებენ, რომ ვასაძე გაიქცა მოსკოვში და დატოვა თავისი აგრესიული რაზმი. სინამდვილეში კი მას ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, წავიდა იმიტომ, რომ განრიდებოდა ამ მოვლენებს...
– არ გეთანხებით მოსაზრებაში, რომ ეს იყო ძალადობრივი აქცია. ეს ძალადობრივი აქცია არ ყოფილა. აქციაზე მოხდა კონფლიქტი, რომელიც პროვოცირებული იქნა სწორედ მათი მხრიდან. ლევან ვასაძე არის ავად, ის არის კლინიკაში, მაგრამ სანამ წავიდოდა თქვა, რომ არ იქნებოდა ამ აქციის ორგანიზატორი. გარდა ამისა, ლევან ვასაძეს თავისი მნიშვნელოვანი პოზიცია აქვს საქართველოში და მის პოზიციას აქვს გავლენა.
და, როგორია მისი პოზიცია?
– ლგბტ+ აქციის ჩატარება საქართველოში არის მიუღებელი, ეს პოზიცია აქვს ლევანს, მე და საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას! როგორი პოზიცია და შეხედულებაც არ უნდა ჰქონდეს აშშ–ის პრეზიდენტს, ჯობ ბაიდენს, ლგბტ თემის პროპაგანდა რომ უნდა აიკრძალოს, ეს არავისთვის საიდუმლო არ არის. ლევან ვასაძის ერთგვარ ობობის ქსელის მეთაურად წარმოჩენაც, რომელიც სადღაც მოსკოვში, კრემლის არეალში ზის და იქიდან მართავს პროცესებს, ეს ამათ ავადმყოფ ტვინებში მომწიფდა, ვინაიდან ლიდერი ვერ უპოვეს ამ მოძრაობას. ხალხი გამოვიდა, ხოლო მთლიანად ხალხის დასჯა, ცოტა რთული ამბავია და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ლიდერად გამოაცხადონ ლევან ვასაძე, მიუხედავად იმისა, რომ ის საქართველოში არ არის. ეს მეტყველებს ამ ვერსიის ავტორის გონებრივ შეზღუდვასთან და უნამუსობასთან შეზავებულ უვიცობაზე.
საუბრის დასაწყისში ახსენეთ უნგრეთის გადაწყვეტილება. 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო გამოვიდა ინიციატივით, რომ იმისათვის ეს აღარ განმეორდეს, დროა, ერთად დავიწყოთ ფიქრი, რათა კანონმდებლობაში აისახოს რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის ცნება. როგორც მეუფე ამბობს, რამდენჯერაც იქნება მცდელობა მსგავსი ღონისძიების ჩატარების, ერი ყოველთვის გამთლიანდება ამის წინააღმდეგ. როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოში უნგრეთის მაგალითის განმეორება? უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საკმაოდ გავლენიანი და ამის მიუხედავად ევროკავშირმა ფინანსურ სანქციებზე დაიწყო საუბარი...
– უნგრეთიც კი, რომელიც ერვოკავშირის გავლენიანი წევრი ქვეყანაა, მის წინააღმდეგ ფინანსური სანქციების შემოღებას აპირებენ და საერთოდ მისი ადგილი არ არის ევროკავშირშიო – ეს არის ევოკავშირის 14 ქვეყნის პოზიცია. ამ დროს ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ევროკავშირისკენ მივისწრაფვით. მართალია, იქ არავინ არ მიგვიღებს, ეს კომუნიზმის მშენებლობის ვარიანტია, მაგრამ რთულია ეს ყველაფერი. მარტივი არ არის, რომ ჩვენ მივიღოთ კანონი და მორჩება ამით ყველაფერი. არ მორჩება. ყველანი ვხედავთ იმ ინსტრუმენტებს, რომელიც აქვთ მათ თავიანთ არსენალში.
რაც შეეხება სანქციების შემოღების საკითხს, რაც არის ძალიან მძიმე, საქართველო მოწყვლადია, მისი ეკონომიკა არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ამ სანქციებს გაუძლოს. სანქციებს გაცილებით უფრო ძლიერი ქვეყნები რთულად იტანენ. ზნეობრივი არჩევანის წინაშე დაგვაყენეს – შეიცვლით იდენტობას, შეიცვლით შეხედულებებს, ან დაგიწესებთ სანქციებს და დაგტოვებთ მშიერსო.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ 2014 წელს მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, რომლითაც დაცულია საქართველოში ყველა ადამიანის უფლება, მათი პიროვნული უსაფრთხოება, სამსახურეობრივი, სოციალური ინტეგრაცია და ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანისთვის და მისი უფლებების დაცვისთვის, განურჩევლად მისი ორიენტაციისა. როგორ გესახებათ ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება, რაზეც მეუფე შიომ ისაუბრა?
– იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით უნდა მივუდგეთ ამ საკითხს, მაგრამ მთავარია, პოლიტიკური ნება. ყველასათვის გასაგებია, რომ საქართველოში ამ თემის ასე დატოვება არ შეიძლება. ეს დამოკლეს მახვილივით იქნება ჩვენს კისერზე ყოველ წელს. ამავე დროს, ხელისუფლებამ და საზოგადოებამ უნდა გამოვნახოთ ფორმები და მოვიფიქროთ როგორ აღვუდგეთ წინ, არ შევიდეთ ასეთ ფრონტალურ და იდეურ დაპირისპირებაში, როგორც არაერთხელ მომხდარა წლების მანძილზე. ეს არის ძალიან რთული ამოცანა. ძალიან მძიმე გამოწვევის წინაშე დგას ხელისუფლება, რომელსაც მოუწევს გადაწყვეტილებების მიღება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მწვავედ ვეუბნები ჩემს სათქმელს ხელისუფლებას და უამრავი რამე არ მომწონს, ამ შემთხვევაში არ მიმაჩნია სწორად, რომ ჩვენ შიგნიდან უნდა გავტეხოთ ციხე.
რაც შეეხება ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეს. მისი გარდაცვალების მიზეზის მიუხედავად, ფიქრობთ, რომ უნდა გადადგეს საქართველოს ხელისუფლება?
– რაზეა საერთოდ ლაპარაკი?! ქვეყანაში ძალადობის მაპროვოცირებელი არის სწორედ ეს ფეიკმედია. აშშ–ში გამოკითხული მოსახლეობის 70%–მა თქვა, რომ ელექტრონული მედია არის ხალხის მტერი. აქ რომ ჩავატაროთ გამოკიხვა, მივიღებთ 90%-ს. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა თვლის, რომ ელექრონული მედია არის ხალხის მტერი, რომელიც მოქმედებს საკუთარი აგრესიით და საკუთარი ქვეყნის მიმართ ზიზღით, სიძულვილის გამოხატვით. სოროსის ქსელმა და ამ ლიბერალურმა იდეოლოგიამ დააავადმყოფა ეს ადამიანები - რას სჩადიან პირდაპირ ეთერში...
კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ პროვოცირება მოხდა სწორედ მათ მიერ და დამნაშავე არიან ისინი. რა თქმა უნდა, ადამიანს რომ მწყობრიდან გამოიყვან, ის რეაგირებს. მოდიხარ, მიკროფონს თხრი ადამიანს პირში და მიზანმიმართულად გამოგყავს მდგომარეობიდან, მერე ის ადამიანი რომ რეაგირებს, შეიძლება გადავიდეს რთულ მდგორმარეობაში.
მაგრამ ეს უკვე აფექტის მდგომარეობაა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი აფექტს იცნობს და მას განიხილავს როგორც გამამართლებელ გარემოებას. სწორედ აფექტის მდგომარეობაში აგდებს ეს მედია მთელ ქართულ საზოგადეობას და იმ კონკრეტულ მომენტში სწორედ ასე იყო. მთელი საქართველო არის აფექტის მდგომარეობაში და ეს უნდა გავითვალისწინოთ.
რაც შეეხება ლაშქარავას ტრაგედიას – არის თუ არა პირდაპირი შედეგი მისი გარდაცვალება იქ მიღებული ტრამვებთან – შეიძლება იყოს და შეიძლება არა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ვინ არის ამაში დამნაშავე, ეს უნდა ვთქვათ - დამნაშავეა ის, ვინც მიზანმიმართულად ხელს უწყობს ძალადობას, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ მიზანმიმართულად თავს ესხმიან ეკლესიას? არ იციან, რომ ეს რეაქციას გამოიწვევს ადამიანებში?
ოფიციალურად ითხოვენ უწმინდესის დაპატიმრებას. ჟურნალისტმა ეკა მიშველაძემ ასეთი ფრაზით მიმართა სასულიერო პირებს: „გაიპარსეთ წვერი, თქვენ არ გაქვთ უფლება გეცვათ ანაფორა და ქადაგებით მიმართოთ საზოგადოებას“...
– თანამედროვეოების მთავარი ტრაგედია არის ის, რომ არის ცენტრები, რომლებიც მესამე ქვეყნებში – მედიის, არასამთავრობო სექტორის და პარტიების სათავეში მიზანმიმართულად ლობირებენ საზოგადოებაში ყველაზე უფრო დისკრედიტირებულ ადამიანებს. ყველა მათ მიმართ, ვინც ახლა იქ დგას, საზოგადოებაში არსებობს ინფორმაცია ყოვლად უზნეო, გათახსირებულობის ქსელის შესახებ. ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბრობთ. რატომ არის ისე, რომ პოლიტიკური მედიის და არასამთავრობო სექტორის სათავეში ამ ბიოგრაფიის და ქცევის ადამიანები არიან წარმოდგენელი, საზოგადოების ყველაზე უარესი ნაწილი? ვის წინააღმდეგ იბრძვიან? – საზოგადოების ყველაზე უკეთესი, ნიჭიერი და წინ წასული ადამიანების წინააღმდეგ. გავიხსენოთ ბასილაშვილის ეპიზოდი, გავიხსენოთ ტალახაძის ეპიზოდი, ესენი ებრძვიან ყველაფერ კარგს, ნიჭიერს, რისკენაც ადამიანები მიისწრაფვიან. ესენი ებრძვიან ადამიანობას. მიშველაძე რომ ილაპარაკებს პატრიარქზე, მიშველაძე, ეს არარაობა თავის დაქალებთან ერთად, რაზეა საერთოდ საუბარი! მერე ლაპარაკობენ რატომ არიან აგრესიულებიო. საზოგადოებას აქვს მათ მიმართ აგრესია.
for.ge–ს ინფორმაციით, მედიის წინააღმდეგ არსებული აგრესია იყო უწმინდესისა და აშშ–ის ელჩის შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი საკითხი. კელი დეგნანმა დაამშვიდა პატრიარქი - პროცესი, რომელსაც ახლა ჩვენ გავდივართ, იგივე გაიარა აშშ–მაცო. როგორც შევიტყვეთ, უწმინდესი 260 მილიონ გრანტების თემასაც შეეხო, რომელიც მთლიანად მიმართული იყო ეკლესიისა და სასულიერო პირების დისკრედიტაციისათვის...
– აშშ–ის ელჩი ცრუობს. არაფერი აშშ–ს არ გადაულახვას, იქაც იგივე პრობლემებია და უარესიც. აშშ–ის მოსახლეობის დიდი უმრავლესობა არათუ ნეგატიურად აფასებს, არამედ პირდაპირ თვლის, რომ ელექტრონული მედია არის ხალხის მტერი. ამიტომ ელჩის განცხადება არის სიცრუე, გასაგებია, რომ თავიდან აიცილა პასუხი.
რაც შეეხება 260 მილიონს, რომელიც დახარჯეს ეკლესიის დისკრედიტაციის ამოცანებისთვის, რა თქმა უნდა, ეს არის სპეციალური ოპერაცია იმისთვის, რომ გაანადგურონ იდენტობა და ეკლესია, როგორც ამ იდენტობის მთავარი ინსტიტუცია! შესაბამისად ხარჯავენ ფულს ამ „დიადი“ მიზნისთვის და მსოფლიოს ლგბტ-ციისთვის ფულს არ იშურებენ. სწორად უნდა შევძლოთ იდენტიფიცირება – რასთან გვაქვს საქმე.