ირაკლი ღარიბაშვილი: შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული და მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ მართლმსაჯულების რეფორმას

ირაკლი ღარიბაშვილი: შარლ მიშელს ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული და მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ მართლმსაჯულების რეფორმას

შარლ მიშელს ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში ჩვენ უკვე დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მუშაობენ მართლმსაჯულების რეფორმაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

მთავრობის მეთაურის თქმით, მუშაობენ მართლმსაჯულების რეფორმაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოწადინებული და მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ და ვმუშაობთ მართლმსაჯულების რეფორმაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მე შარლ მიშელს ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში ჩვენ უკვე დიდ პროგრესს მივაღწიეთ სასამართლოში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი, ჩვენ ვაკეთებთ უფრო მეტს და ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე, ეს არის ძირითადად ის მესიჯები, რაზეც ვისაუბრეთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერამდე, შარლ მიშელს ოპოზიციონერებთან და საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ჰქონდა შეხვედრები.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 18 ივლისს ეწვია. დღეს ის ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

გარდა ოპოზიციისა, საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისა, ის ბათუმში მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება.

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციის პანელის წევრები ფიზიკურად დაესწრებიან, ხოლო აუდიტორია ვირტუალურად შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობას. კონფერენციის მონაწილეთა სია იხილეთ ამ ბმულზე.