მუსიკალური გამოცემა “Rolling Stone”-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის აგვისტოში ან სექტემბერში, ჯგუფი “Radiohead”-ის წევრები ახალ ალბომს წარმოგვიდგენენ.
სექტემბერში ჯგუფმა ახალ მსოფლიო საგასტროლო ტურნეში უნდა მიიღოს მონაწილეობა. მუსიკოსებს სურთ, რომ ახალი დისკი დაგეგმილ კონცერტებამდე გამოუშვან.
ახალი დისკის მომზადებაში “Radiohead”-ს დროებით, ჯგუფი “Portishead”-ის მედოლე კლაივ დიმერი შეუერთდა.
დიმერი კოლეგებს თავდაპირველად ალბომის მომზადებაში დაეხმარა, სექტემბერში კი ჯგუფის წევრებს მსოფლიო საგასტროლო ტურნეში გაჰყვება.
დღეისათვის “Radiohead”-ის ბოლო სტუდიური ნამუშევარი „The King of Limbs” 2011 წლის თებერვალში გამოვიდა.