ლევან იოსელიანი: მნიშვნელოვანია, რომ მიშელი ჩამოვიდა საქართველოში და ცდილობს, დაეხმაროს პოლიტიკურ სპექტრს, საქართველოში კრიზისის შემდეგ ჩამოყალიბებული ვითარება, დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს

ლევან იოსელიანი: მნიშვნელოვანია, რომ მიშელი ჩამოვიდა საქართველოში და ცდილობს, დაეხმაროს პოლიტიკურ სპექტრს, საქართველოში კრიზისის შემდეგ ჩამოყალიბებული ვითარება, დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელი ისევ ჩამოვიდა საქართველოში და ცდილობს,კიდევ ერთხელ დაეხმაროს პოლიტიკურ სპექტრს, რომ ვითარება, რაც საქართველოში კრიზისის შემდეგ ჩამოყალიბდა, დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს.

მისი თქმით, მისი მთავარი გზავნილი და სათქმელი უკავშირდება შეთანხმების შესრულებისა და არშესრულების იმ ნაწილს, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შარლ მიშელი ისევ ჩამოვიდა საქართველოში და ცდილობს,კიდევ ერთხელ დაეხმაროს პოლიტიკურ სპექტრს, რომ ვითარება, რაც საქართველოში კრიზისის შემდეგ ჩამოყალიბდა, დაუბრუნდეს ნორმალურ კალაპოტს. რა თქმა უნდა, ამისთვის მას მადლობა. ჩემი მთავარი გზავნილი და სათქმელი უკავშირდება შეთანხმების შესრულებისა და არშესრულების იმ ნაწილს, რაც დაკავშირებულია სასამართლოსთან“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, ბათუმში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება.

შარლ მიშელი საქართველოს 18 ივლისს ეწვია. დღეს ის ბათუმის მე-17 ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის ცენტრალური საკითხი ევროკავშირის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის გაღრმავებული თანამშრომლობა იქნება, რომლებმაც, ცოტა ხნის წინ, ასოცირებული სამეულის ფორმატი შექმნეს.

გარდა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრისა, ის ბათუმში მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება.

ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციის პანელის წევრები ფიზიკურად დაესწრებიან, ხოლო აუდიტორია ვირტუალურად შეძლებს ღონისძიებაში მონაწილეობას. კონფერენციის მონაწილეთა სია იხილეთ ამ ბმულზე.