საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 15 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 15 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 566 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 848 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 194 ტესტი ჩატარდა.