ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს პარლამენტში განვითარებული მოვლენები შეაფასა. უმრავლესობის წევრის თქმით, ოპოზიციის დღის წესრიგი მხოლოდ დესტრუქციით შემოიფარგლება.
„ოპოზიციის ძირითადი დღის წესრიგი არის მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქცია. ნებისმიერი საკითხი რომ ავიღოთ, საგნობრივ განხილვაზე, საკითხის საგნობრივ გამოკვლევაში, კანონპროექტი იქნება ეს თუ მინისტრის მოსმენა, არ შემოდის ეს ხალხი. მათთვის მთავარი არის დესტრუქციული ფონის შექმნა“, - განაცხადა დეპუტატმა.
პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, ვახტანგ გომელაურისთვის უნდა მოესმინათ, ჩაიშალა.