"ძალადობა ის იყო, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში"

"ძალადობა ის იყო, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში" - წერს სოციალურ ქსელში, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი

“დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?

ძალადობა ის იყო, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში. 

ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე, ძალადობა პარლამენტზე.

ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები.

სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ.

თინასთან ვწუხვარ”