გივი მიქანაძე: ოპოზიციას, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოვიდა, დესტრუქციის გარდა არაფერი გაუკეთებია

გივი მიქანაძე: ოპოზიციას, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოვიდა, დესტრუქციის გარდა არაფერი გაუკეთებია

საზოგადოება ყოველდღიურად რწმუნდება იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოვიდა, დესტრუქციის გარდა არაფერი გაუკეთებია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები ცდილობენ ახალგაზრდა პირის გარდაცვალებით გარკვეული სცენარი დადგან და საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ ეს.

„მგონი საზოგადოებისთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შს მინისტრი პარლამენტის შესაბამისი რეგლამენტიდან გამომდინარე მოვიდა მოწვევით, იმისთვის, რომ კონკრეტული ინფორმაცია მოგვაწოდოს ორიოდე კვირის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მაღალი ინტერესის ღონისძიება, რომელთან დაკავშირებითაც არაერთი შეკითხვა გვაქვს. ეს მხოლოდ პარლამენტისთვის არ არის მნიშვნელოვანი, არამედ საზოგადოების ინტერესის საგანია, რომლის ჩატარების საშუალებასაც ოპოზიცია არ იძლევა. ცდილობენ დესტრუქციის შემოტანას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ უფლებას, რომ მათი დღის წესრიგით მართონ აქ ვითარება. საზოგადოება ყოველდღიურად რწმუნდება იმაში, რომ რადიკალურ ოპოზიციას, განსაკუთრებით „ნაციონალურ მოძრაობას“ მას შემდეგ, რაც პარლამენტში შემოვიდა, დესტრუქციის გარდა არაფერი გაუკეთებია. არც ერთი კანონ-პროექტი თუ საქმიანი შემოთავაზება მათი მხრიდან არავის მოუსმენია, სამაგიეროდ ერთ-ერთ შეხვედრაზე მოვისმინეთ საბჭოთა ჰიმნი, ვისმენთ შეურაცხყოფასა და უსაფუძვლო ბრალდებებს. ეს ადამიანები ცდილობენ ახალგაზრდა პირის გარდაცვალებით გარკვეული სცენარი დადგან და საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ ეს. ამის უფლებას მათ არავინ არ მისცემს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

Katana : და თქვენ რამე სხვა მოლოდინი გქონდათ მათგან?
3 წლის უკან