პარლამენტთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი დააკავა

პარლამენტთან კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა - პოლიციამ გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი დააკავა

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები აქციას მართავენ, „ლელოს“ წევრები გრიგოლ გეგელია და თაზო დათუნაშვილი დააკავეს.

დაკავებას წინ სამართალდამცველებსა და „ლელოს“ წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

პარლამენტში შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება.