ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში შოთა დიღმელაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომ საქართველოში თუ იქნება მაიდანი ისინი გაიმარჯვებენ. ქადაგიძის თქმით, რომ აპროტესტებ ძალადობას და მერე აცხადებ მინიმალური მსხვერპლით - მაიდანიო, არანაირი განსხვავება შენს და 5 ივნისს ჟურნალისტებზე მოძალადეებს შორის არ არის.
,,ტიპი არის ჩვეულებრივი სტალინელი- ერთი ადამიანის სიკვდილი ტრაგედიაა, ათასების სტატისტიკაო, რომ ამბობდა. ლექსოსთვისო.. არა ძალადობასო და მერე აყოლებს მინიმალური მსხვერპლიო.. მაიდანიო.. ესენი აპროტესტებენ ძალადობას? ამათ უნდათ მშვიდი და "ფერადი" ცხოვრება? არანაირი განსხვავებაა მოძალადეს, რომელიც 5 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობდა და ფსევდო ლიბერალებს შორის,რომელთაც "მაიდანი" უნდათ. 4 ტელევიზია, 15 პარტია, არასამთავრობო სექტორის უმრავლესობა მობილიზებული გყავთ და 1000 კაცს ვერ კრიბავთ. იმიტომ რომ არ ხართ ხალხის სურვილების გამხმოვანებლები. შენ, მაქარაშვილმა და მშვილდაძემ უნდა მოაწყოთ მაიდანი?’’ წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.