5 ივლისის მოვლენები დაგეგმილი პროვოკაცია იყო და მასში ჩართულები იყვნენ, როგორც ლგბტქ ჯგუფის, ასევე მედიის წარმომადგენლები და სასულიერო პირების ნაწილი“

5 ივლისის მოვლენები დაგეგმილი პროვოკაცია იყო და მასში ჩართულები იყვნენ, როგორც ლგბტქ ჯგუფის, ასევე მედიის წარმომადგენლები და სასულიერო პირების ნაწილი“

შესაძლოა, 5 ივლისის მოვლენებზე დაკავებულთა და ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს. 16 ივლისს ჩხრეკა ერთდროულად რამდენიმე სახლში მოხდა. პოლიციამ „ალტ-ინფოს“ და „ალტერნატიული საქართველოს“ ხელმძღვანელების სახლებში 2-საათიანი ჩხრეკა ჩაატარა. „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლის,ზურაბ მახარაძის სახლიდან სამართალდამცავებმა ტექნიკა და დოკუმენტაცია წაიღეს. ამის პარალელურად კი „ფეისბუქმა“ „ალტ-ინფოს“ გვერდი წაშალა.

პოლიციაში იყო გადაყვანილი თავად ზურა მახარაძეც, რომელიც „ალტ-ინფოს“ საშუალებით სექსუალური უმცირესობების და მედიის მიმართ გარკვეულ ძალოდობრივ მოწოდებებს აკეთებდა. ის ასევე 5 ივლისის აქციაში მონაწილეობდა, როცა 53-მდე ჟურნალისტმა სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს.

სამართალდამცავებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს გურამ ფალავანდიშვილი შვილთან ერთად. პოლიციელები ჩხრეკაზე შევიდნენ „ალეტრნატიული საქართველოს“ ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას სახლშიც.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა გადაყვანილი ანტი-ლიბერალური ჯგუფის, „ქართული იდეის“ ლიდერი ლევან ჩაჩუაც.

მედიაზე ძალადობისთის მეათე დღეს გამოკითხვაზე პირველად დაიბარეს სასულიერო პირი. დეკანოზმა ცქიფურიშვილმა 5 ივლისის, ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის დაწყებისას, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს უთხრა, რომ ღმერთისთვის ძალადობა ვალდებულებაა, თუმცა ახლა ის ამბობს, რომ მსგავსი რამ არ უთქვამს და მისი განცხადება კონკრეტულმა მედია საშუალებებმა დამახინჯებულად გააშუქეს.

„ალტ-ინფოს“ დამფუძნებელმა ზურაბ მახარაძემ საგამოძიებო უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ მან გამომძიებლების ყველა შეკითხვას უპასუხა.

ზურაბ მახარაძე არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელჩებისგან, ამერიკიდან და ევროპიდან ზეწოლა იქნება, ის დააკავონ.

„გამოძიებას ყველა კითხვაზე ვუპასუხე. როგორც გამოძიება გადაწყვეტს, ისე მოხდებდა. თუკი მათზე იმხელა ზეწოლა იქნება, რომ დამაკავებენ, მაშინ დამაკავონ. ელჩებისგან, ამერიკისგან, ევროპისგან მოდის ზეწოლა“, - განაცხადა ზურაბ მახარაძემ.

მანამდე „ალტ ინფოს“ ფეისბუქ გვარდზე გავრცელდა ვიდეოჩანაწერი სახელით „ამერიკის სახელმწიფოს დეპარტამენტი ალტ-ინფოს დაპატიმრებას ითხოვს“, სადაც გადაცემის წამყვანები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას განიხილავენ.

„მარტო ამ განცხადების გამო ღირდა ყველაფერი, ყოველგვარი შეფუთვის გარეშე ითქვა, რომ ესენი მხარს უჭერენ და ახალისებენ ამ მოძრაობებს, პირდაპირ მოითხოვენ ჩვენს დაჭერას და პირდაპირ გააფორმეს ლაშქარავას სიკვდილი, როგორც პირდაპირი შედეგი, ანუ ფეხზე დაიკიდეს გამოძიების თემა, ფეხზე დაიკიდეს ფაქტები, ნებისმიერი ჭკუადმყოფელი ადამიანი, ვინც ნახავს იმ მასალებს, რაც გაჟღერდა და მოუსმენს არა სამთავრობო, არამედ სადაც ლაშქარავა მუშაობდა, იმ ტელეკომპანიის დაქირავებულ დამოუკიდებელ ექსპერტს, კადრებს ვინც ნახავს, მაგის მერე რომ კიდევ ლაპარაკობს, რომ ეგ ადამიანი იმიტომ მოკვდა, რომ ხუთში იქ ჩხუბში მოჰყვაო, ეგ ნიშნავს, რომ ფეხზე ჰკიდიათ იმ ადამიანის სიცოცხლე, გამოყენებულია, როგორც აგიტაცია პროპაგანდის საშუალება.

„ეგენი ჩვენს დაჭერას პირდაპირ ითხოვენ და ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენი აყვანა თუ მოხდა, მოხდება ამათ გამო, ანუ ჩვენი აყვანა კი არ მოხდება, ვიღაც ნანუკა ჟორჟოლიანის, ვახო სანაიას და ვიღაცა ჩმორების გამო... ესენი ითხოვენ. ყველა ვინც ზის, არის ჩვეულბივად სინდისის პატიმარი“, - აცხადებს გადაცემაში ზურაბ მახარაძე.

23 დაკავებული და 41 დაზარალებული - ასეთია 5 ივლისის ძალადობის ფაქტებზე ძიების ამ ეტაპზე არსებული შედეგი. დაკავებულებს შორის არიან მოძალადეები, რომლებიც მიზანმიმართულად უსწორდებოდნენ ჟურნალისტებს და აქციაზე მყოფ სხვა მოქალაქეებს. ერთ-ერთი ბოლო ბრალდებულია ვანო ბურდული, „TV პირველის“ ოპერატორზე თავდამსხმელი. მასთან ერთად ბრალი წარედგინა დავით ქოჩიაშვილს, რომელიც თავს დაესხა მოქალაქეს.

დღემდე იდენტიფიცირებულ მოძალადეებს, ვის მიმართაც სასამართლომ უკვე იმსჯელა, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდეს, მათ შორის - პირველი არხის ოპერატორზე თავდამსხმელ გიორგი მაღრაძეს. სხვა ბრალდებულების მსგავსად, მანაც თქვა, რომ ბრალს არ აღიარებს და მოძალადეების აქციაზე დმანისიდან შემთხვევით ჩამოვიდა.

ვინ არიან ან საიდან შეიძლება ალტ-ინფოს თანამშრომლები იმართებოდნენ და მათი იდეოლოგია არის თუ არა რუსული ე.წ. რბილი ძალის ნაწილი, რომელსაც კრემლი ჰიბრიდული ომის სახით იყენებს? - უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსი ბესიკ ალადაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ დაბეჯითებით და მტკიცებულებების სახით რაიმეზე საუბარი რთულია, მაგრამ ის რაც 5 ივლისს ხდებოდა, ამის ანალიზის ფონზე ბევრი რამის თქმა შეიძლება. ალადაშვილი ამბობს, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა და მათი ცემა, ეს იყო კარგად ორგანიზებული და დაგეგმილი გეგმის ნაწილი, რომელსაც ეს ადამიანები მიყვებოდნენ.

დაკვირვების შედეგად ჩანდა, რომ მოულოდნელად 10-დან 20-მდე ადამიანი ვიღაცისგან დავალებას იღებდა, რომლებიც ორგანიზებულად მედიის წარმომადგენლებს ალყას არტყამდნენ და თავდასხმას იწყებდნენ. მათ ჰქონდათ კონკრეტული მისამართები სად და როდის უნდა მისულიყვნენ. იყო ეს „სირცხვლიას“ ოფისი თუ ლგბტქ ადამიანების ოფისები. ამიტომაც უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი ეჭვობს, რომ აქ კონკრეტული სპეცსამსახურების ხელი ურევია და არ გამორიცხავს, რომ ორივე მხარეს, როგორც სექსუალური უმცირესობებში, ასევე ამ ჯგუფებში კონკრეტული სპეცსამსახურები მუშაობენ. ორივე მხარე მიზანმიმართულად და ერთროულად პროვოკაციულად მოქმედებდნენ.

„ალტ-იფნოსათან“ დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, მაგრამ იგივე კითხვები სექსუალური უმცირესობების მიმართაც არის. არაა გამორიცხული, რომ როგორც ერთ ისე მეორე მხარეს არიან დაინტერესებული ადამაინები, რომლებიც კარგად დაგეგმილ პროვოკაციას ხორცს ასხამენ. ანუ ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში ეს თემა ძალიან სენსიტიურია. ამიტომ ორივე მხარე ყოველ წელს ჯიუტდება და ეს თემა ლამის ქვეყნის რყევად და დაპირისპირებამდე გვიჯდება. მით უმეტს სექსუალური უმცირესობების დაშანტაჯება და მათი მართვა ძალიან ადვილია. რაც შეეხება „ალტ-ინფოს“ მათ აქვთ თავიანთი იდეოლოგია, რომელსაც ასევე რუსული სპეცსამსახურები თავისი ინტერესებისთვის გამოიყენებს. შესაძლოა, ბევრი მათგანი ვერც ხვდება რას ემსახურება და ნებსით თუ უნებლიედ, ამ დიდი პროვოკაციის იარაღები ხდებიან. ევროკავშირის დროშის ჩამოხსნა და დემონსტრაციულად მისი დაწვა შემთხვევითი არ არის. ეს არის ე.წ. რუსული რბილი ძალის ხელწერა, რომელსაც ისინი ჰიბრიდული ომის დროს იყენებენ. აბა დააკვირდეთ, რა მოჰყვა ამ ყველაფერს, ამერიკამ და ევროპამ ერთროულად ხელისუფლებაზე თავდასხმა მოახდინა. შედეგი მიღწეულია და ამაში ორივე მხარე დამნაშავეა“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.

რაც შეეხება პოლიციის და სპეცასმსახურებსი მოქმედებას 5 ივლისს და რატომ არ მოხდა ამ რისკების ანალიზი ალადაშვილი ამბობს, რომ ეს იყო დიდი შეცდომა, რომელზეც პასუხისმგებლობა ორივე უწყებას ეკისრება. მისი თქმით, დაუშვებელია, როცა ტელევიზორით ვხედავთ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ რაღაცა მიზანმიმართული პროვოკაცია ხდება და ამის აღმოსაფხვრელად ხელსაც არ ატოკებენ. ამიტომ ვიღაცის პასუხისმგებლობა უნდა გამოიკვეთოს. როცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მისთვის ჟურნალისტებზე თავდასხმა ასე ერთობლივად და ორგანზიებულად მოულოდნელი იყო, რა თქმა უნდა, ჩავარდნაა. მაშინ ამ ყველაფრის პრევენცია უსაფრთხობეის სამსახურს უნდა მოეხდინა, რადგან არაა გამორიცხული, პროვოკატორები იყვნენ, როგორც სექსუალურ უმცირესობებში, ასევე მოწინააღმდეგე მხარეს, ჟურნალისტებში და სამართალდამცველებში, რომლებიც ძალადობაზე არ რეაგირებდნენ.

„რაც შეეხება პოლიციის ქმედებას, რა თქმა უნდა, ამ ადამიანების დაკავება ასე ადვილი არაა. ყველაფერს მტკიცებულება უნდა. ახლა ქვეყანაში სიტყვის თავისუფლება გვაქვს და ზოგი ნატოს მოწინააღმდეგეა და ზოგიც მომხრე. ამის გამო ხალხს ხომ ვერ დავიჭერთ. როგორც ჩანს, ახლა მათ ქმედებებში გარკვეული ეჭვები გაჩნდა და ამიტომაც რეაგირება დაიწყეს. სამწუხარო ისაა, რომ აქამდე რომ მივედით. ორივე უწყებას შესაბამისად რომ ემოქმედა, ამხელა აჟიოტაჟი არ მოხდებოდა. ამიტომაც აუცილებელია, რომ მოსადის მსგავსად სპეცსამსახურებში კადრების შევსება სიცრუის დეტექტორზე შემოწმებით ხდებოდეს. არანაირი პარტიული და ახლობლობის ნიშნით ადამიანები ამ საპასუხისმგებლო უწყებაში არ უნდა ინიშნებოდნენ. ქვეყნის ასეთი რყევები დიდი რისკის შემცველია და მეტი სიფრთხილე გვჭირდება. ბელორუსივით არ მოგვივიდეს და ამერიკამაც და ევროპამაც ჩვენზე საბოლოოდ ხელი არ ჩაქინიოს“, - ამბობს ალადაშვილი for.ge-სთან.

კავკასიოლოგი და კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ საქართველოში ასეთი წესია, ვინც მათ მხარეს არ არის, ყველას რუსეთისგან მართულს და დაფინანსებულს უწოდებენ. ამიტომაც „ალტ-ინფოს“ ირგვლივ შეიქმნა მოსაზრება, რომ ეს ადამიანები მართულები კრემლიდან არიან. რა თქმა უნდა, თავის დადება არავიზე შეიძლება, მაგრამ რუსული სპეცსამსახურები ასე ღიად და გახსნილად არასდროს მოქმედებენ. ანალიტიკოსის განცხადებით, რუსული ე.წ. რბილი ძალის პრინციპიც სწორედ ის არის, რომ ნაკლებად შესამჩნევი და აგრესიული იყოს.

„ალტ-ინფო“ არის ადამიანების ჯგუფი, როემლსაც თავის შეხედულებები და მოსაზრებები აქვთ. კარგია თუ ცუდი, ამას საზოგადოება გადაწყვეტს. მათი მიდგომის ფორმა შეიძლება მიუღებელი იყოს, მაგრამ შინაარსი დაკავშირებულია იმასთან, რომ ისინი წიანაღმდეგები არიან იმ ღირებულებების, რომელსაც საქართველოში მყოფი ლიბერალები დასავლურს უწოდებენ. მე არ მიმაჩნია, რომ დასავლეთში საზოგადოების მთავარი თემა უმცირესობების უფლებებია. კი ბატონო, მათი უფლებები დაცული უნდა იყოს, მაგრამ ამ ყველაფერს პროვოკაციის ელფერი არ უნდა ჰქონდეს. „ალტ-ინფოს“ წარმოამდგენლები ფიქრობენ, რომ სექსუალურ უმცირესობებს ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებულ უფლებებს ანიჭებენ და ეს ასე არ უნდა იყოს. კი ბატონო, თუ ამ ადამიანებმა ვინმე დანაშაულისკენ წააქეზეს, პასუხიც უნდა აგონ. თუკი ევროკავშირის დროშის დაწვა და ასე საჯაროდ განადგურება ვინმემ ამ ხალხს მოუწოდა, ესეც გამოვლენილი და დასჯილი უნდა იყოს. ამ ჯგუფს უფრო რადიკალური დამოკიდებულება აქვს იმ თემის მიმართ, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში გაღიზიანებას იწვევს. ასეთი ჯგუფი საქართველოში რამდენიმეა. ხოლო ამ ჯგუფების სიცოცხლისუნარიანობა საზოგადოების ხელშია. თუ ვიღაც მას საზოგადოებიდან მხარს უჭერს, ესე იგი მათ არსებობის უფლება აქვთ. ის რაც 5 ივლისს მოხდა, აბსოლუტურად მიუღებელია. ქვეყანაში ტოტალური ძალადობის პრეცედენტი არ უნდა შეიქმნას. ის რაც ამ დღეს ხდებოდა, ეს ორივე მხრიდან მიზანმიმართული პროვოკაცია იყო“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ამ პროვოკაციაში ჩართულები იყვნენ, როგორც ლგბტქ ჯგუფის წარმომადგენლები, ასევე მათი მოწინააღმდეგე ჯგუფები, მედიის წარმომადგენლები და სასულიერო პირების ნაწილი. არეშიძე ამბობს, რომ ზოგიერთი ჟურნალისტი სანამ ძალადობა დაიწყებოდა ამ ადამიანებს მიზანმიმართულად აღიზიანებდა და ბრბოს უწოდებდა, რაზეც მათ რეაქცია ჰქონდათ. ასევე იყვნენ სასულიერო პირები, რომელთა ერთი ნაწილი აქციის მონაწილეებს აგრესიისგან თავის შეკავებას თხოვდნენ, ნაწილი კი პირიქით, მათ აქეზებდა. ამიტომ მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ ამ პროვოკაციაში ყველა მხარე ჩართული იყო. ხოლო ხელისუფლების და ძალოვანი უწყებების შეცდომები ცალკე საუბრის თემას წარმოადგენს.