„ლგბტ თემის წარმომადგენლები საკუთარი ოჯახის წევრებსაც უმალავენ საკუთარ ორიენტაციას და რატომ აიძულებენ ამ ადამიანებს ამის გამომზიურებას?“

„ლგბტ თემის წარმომადგენლები საკუთარი ოჯახის წევრებსაც უმალავენ საკუთარ ორიენტაციას და რატომ აიძულებენ ამ ადამიანებს ამის გამომზიურებას?“

ოპოზიცია ირწმუნება, რომ 5 ივლისს, „პრაიდთან“ დაკავშირებული მოვლენების კვალდაკვალ, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო გზავნილი გაუგზავნა ელექტორატს, რომ უმცირესობების უფლებები მათთვის ფასეული არაა. ამ აზრს იზიარებენ პოლიტოლოგებიც. მათი მოსაზრებით, მმართველმა გუნდმა ძალიან კარგად გათვალა, რომ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ლგბტ-ეობა მიუღებელი იქნებოდა, ამიტომაც ჯერ კობახიძე, შემდეგ ღარიბაშვილი და კალაძე „პრაიდის“ მონაწილეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ და შეახსენებდნენ, რომ მათი გამოხატვის თავისუფლებას სხვების უფლებები არ უნდა შეელახა.

პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, სწორედ რადიკალურ ჯგუფებს განიხილავს „ოცნება“ არჩევნებზე საკვანძო მოკავშირედ. მისი თქმით, „ეს საკითხიც არჩევნებს უკავშირდება, ანუ სასოწარკვეთას ხელისუფლების მხრიდან. იმ ხალხს, ვინც სცემა ჟურნალისტები, ან შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლებამ აცემინა ისინი, ხელისუფლება განიხილავს, როგორც საკვანძო მოკავშირეებს ისევე, როგორც გარკვეულ საეკლესიო ჯგუფებს. ამიტომ ხელისუფლებამ ვერ გაბედა მოკავშირეების წინააღმდეგ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა“.

ანალიტიკოსი გიორგი რუხაძეც მიიჩნევს, რომ „პრაიდის“ წინააღმდეგ გალაშქრება „ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასაწყისია, რომელიც მმართველმა გუნდმა საარჩევნო საკითხად გამოიყენა. გიორგი რუხაძე იმედოვნებს, რომ კახა კუჭავას და კახა კალაძის ღირებულებები ამისგან განსხვავებულია.

„ყველამ დავინახეთ ღარიბაშვილის და კალაძის განცხადებები, როდესაც ისინი პირდაპირ იძახიან, რომ უმცირესობების ამ მარშის უკან ოპოზიცია დგას. მარტივი გათვლაა-საქართველოში კონსერვატიული საზოგადოება მტრულად არის განწყობილი სექსუალური უმცირესობების მიმართ და მათ უნდათ, ოპოზიციის მარგინალიზაცია მოახდინონ“, - მიიჩნევს გიორგი რუხაძე.

რა დივიდენდები მიიღო მმართველმა გუნდმა ამ დღეებში, როცა მათი და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრი ლგბტ თემთან დაკავშირებით სრულ თანხვედრაში აღმოჩნდა?!

„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ, რა თქმა უნდა, ღარიბაშვილის და კალაძის, მთლიანობაში, მმართველი გუნდის რეიტინგი აიწევდა 5 ივლისის შემდეგ, რადგან ამ ქვეყანაში მოსახლეობის 99%-ზე მეტისთვის (და ამაში მარტო მართლმადიდებლები არ იგულისხმება, არამედ ყველა სხვა კონფესიის წარმომადგენელიც) მიუღებელია ლგბტ ორგანიზაციების პროპაგანდა.

„არავითარ შემთხვევაში, ეს არ ნიშნავს ლგბტ თემის უფლებების შელახვას. ამ ჯგუფის წარმომადგენლების აბსოლუტურ უმრავლესობას არაფერში არ სჭირდება ის, რომ ვიღაცა მათი სახელით ფულს აკეთებდეს გინდა დასავლეთიდან, გინდა ჩრდილოეთიდან. ჩემთვის გაუგებარია, რომელი კუთხიდან ღებულობენ ფულს და ფინანსდებიან დღეს ეს ორგანიზაციები, რომლებიც, პირდაპირ გეუბნებით, კი არ იცავენ ლგბტ ჯგუფის ინტერესებს, არამედ არღვევენ მათ უფლებებს, როდესაც მათ პირად ცხოვრებას საჯაროდ გამოამზიურებენ და აიძულებენ ამ ჯგუფის წარმომადგენლებს პირადი ცხოვრება გამოფინონ და თქვან, მე ვარ მამათმავალი, მე ვარ ლესბოსელი. ვინ ეკითხებათ ამ ორგანიზაციებს, რომ ისინი ეხებიან სხვა ადამიანთა პირად ცხოვრებას? ლგბტ პირებს თავად რომ ჰქონდეთ ამის სურვილი, როგორმე ამ დაფინანსებული ჯგუფების აქტივობის გარეშეც მოახდენდნენ ამის აფიშირებას“, - აცხადებს ნანა კაკაბაძე for.ge-სთან საუბრისას.

ამასთან, განმარტავს, რომ ლგბტ თემის წარმომადგენლები საკუთარი ოჯახის წევრებსაც უმალავენ საკუთარ ორიენტაციას და არ სურთ ამის პროპაგანდა. ამიტომ, თუ ადამიანს არ სურს ამის აფიშირება, რატომ აიძულებენ, მოახდინონ ამის გამომზიურება? ეს ხომ არ არის ლგბტ პირთა უფლებების დაცვა, ეს არის საკუთარი ბიზნესისთვის ამ ადამიანების მიზანმიმართული გამოყენება.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი დარწმუნებულია, რომქართული ოცნების“, კონკრეტულად კი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის რეიტინგები 5 ივლისის მოვლენების შემდეგ აიწია იქიდან გამომდინარე, რომ დაიწია და მიწასთან გასწორდა ლიბერასტული მიმართულების 15 პარტიის პოლიტიკური რეიტინგი.

„ღარიბაშვილის, კალაძის, „ქართული ოცნების“ მეტოქეები ვინც არიან, მიწასთან არიან გასწორებულნი ამ მოვლენების შემდეგ. კონსტიტუციაში ქორწინება განისაზღვრება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, სწორედ „ქართული ოცნების“ ინიციატივით მოხდა ამ ჩანაწერის კანონმდებლობაში შეტანა, ღარიბაშვილის პირველი პრემიერობის დროს დაიწყო ამაზე საუბარი, მოგვიანებით ახალი რედაქცია ღარიბაშვილის შემდგომ პერიოდში მივიღეთ, რა თქმა უნდა, ამ საქმეში ღარიბაშვილის როლი მნიშვნელოვანია და ის განასახიერებს ჩვენი საზოგადოების კონსერვატიულ ნაწილს. მე არ ვიცი, ხმების რა რაოდენობას მიიღებენ არჩევნებში ევროპატრიოტული ძალები, მაგრამ დაპირისპირების ძირითადი ხაზი გავა ისევ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის. დღეს აინტერესებთ, ვინ დარჩა მომხდარით მოგებული - რუსეთი? სააკაშვილი? ვერ ვიტყვი, რომ რუსეთი ამით მოგებულია, მაგრამ ერთი რამ მოხდა, ქართველი ხალხის უმრავლესობის თვალში ლიბერასტობას მხარდაჭერა არანაირად არ ექნება. მეორე დასკვნა ის არის, რომ ამ სტიქიას მართვა სჭირდება. ქართველი ერის სინდისიერი ნაწილის პირდაპირი ვალია, კონსოლიდაცია მოახდინოს, რადგან ამ ენერგიას სწორი მიმართულებით წაყვანა სჭირდება. ეს ენერგია ეროვნული საქმეების კეთებისკენ უნდა წარიმართოს და პოზიტიური მიმართულებით განვითარდეს“, -აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა for.ge-სთან საუბარში.

Katana . პოლიტოლოგი გია ნოდია :
" სწორედ რადიკალურ ჯგუფებს განიხილავს „ოცნება“ არჩევნებზე საკვანძო მოკავშირედ. მისი თქმით, „ეს საკითხიც არჩევნებს უკავშირდება, ანუ სასოწარკვეთას ხელისუფლების მხრიდან."
?
კონკრეტულად, რანაირად უკავშირდება ეს საკითხი არჩევნებს და "სასოწარკვეთას"?
ხელისუფლებამ წააქეზა ლგბტ ამ "პრაიდის" ჩასატარებლად? - არა, ხომ?
ხელისუფლებამ მოიწონა პრაიდის ჩატარება და მერე ხალხი მიუგზავნა გასალახად? - არა!
ხელისუფლებამ ხომ არაერთხელ მიანიშნა, რომ არ ემხრობოდა პრაიდის ჩატერებას, რადგან იცოდა ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის უარყოფითი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი, - არ იყო ეს იმის პრევენციისკენ მიმართული, რაც მოხდა?! - იყო, ხომ?!

აბა, თქვენი ჭკუით, როგორ უნდა მოქცეულიყო ხელისუფლება, რომ თქვენი მოწონება დაემსახურებინა? - უნდა მოეწოდებინა ლგბტ თემისთვის, მობრძანდით რუსთაველზე და იზეიმეთ თქვენი ჰომოსექსუალობაო, ხოლო ხალხისთვის გამოეცხადებინა: ფეხებზე გვკიდია, 97 პროცენტი თუ წინააღმდეგი ხართ, - ვინც მაგათ ხელს შეუშლის, ადგილზევე დაიხვრიტებაო?
ჯარი უნდა გამოეყვანა ლგბტ-ს დასაცავად და ტანკები უნდა დაეყენებინა რუსთაველზე?!

ნამუსგარეცხილობასაც ხომ აქვს საზღვარი?!
თუმცა, ვინც ზვიადს მოუგონა და გაუვრცელა - ასე თქვაო, საქართველო მხოლოდ ქართველებისთვისო! - იმისგან რა უნდა გაგიკვირდეს საერთოდ?!
3 წლის უკან