კონფლიქტოლოგ ირაკლი კაკაბაძის განცხადებით, დავით ზვიადაური, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, იარაღის ერთ–ერთი მთავარი გადამზიდავია და სარგებლობს საქართველოს ტერიტორიით. ის პირდაპირ დაკავშირებულია გია უდესიანთან და დავით კეზერაშვილთან. მათ ქსელს კი, საბოლოო ჯამში, მივყავართ დავუდ იბრაჰიმამდე, რომელთანაც 2013 წელს კავშირი დაამყარა მიხეილ სააკაშვილმა - დავუდ იბრაჰიმს სჭირდებოდა ტრასა იარაღისათვის, ხოლო სააკაშვილს სჭირდებოდა ფული.
for.ge ირაკლი კაკაბაძეს ესაუბრა.
იარაღის ბიზნესი საქართველოში – ყოფილი პრემიერ–მინისტრის, ზურაბ ჟვანიას მკვლელობის შემდეგ, თქვენ პირველმა ისაუბრეთ უმძიმეს საქმეზე, როგორიც არის იარაღით ვაჭრობა, ტერორიზმი და ამ ბიზნესში ამხილეთ ქვეყნის მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი და თემურ ალასანია. დღეს ისინი არ არიან ხელისუფლებაში, მაგრამ რჩებიან თუ არა ისინი იარაღის ბიზნესში და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საფრთხე არ მოხსნილა საქართველოსთვის?
ირაკლი კაკაბაძე: იარაღის ბიზნესი უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი მთავრობა. იარაღის ბიზნესი იყო და, ალბათ, იქნება მანამ, სანამ ადამიანები ომობენ. ომის საშინელ ჩვევას უნდა გადაეჩვიოს ადამიანი, რომ იარაღის ბიზნესი აღარ იყოს. ნავთობთან და ფინანსებთან ერთდ, სამხერდო ინდუსტრიული კოპლექსი ერთ–ერთი ყველაზე მდიდარი ბიზნესია დღეს მსოფლიოში. პირველ ადგილზე დგას ფინანსების ბიზნესი, მეორე–მესამე ადგილს იყოფენ იარაღის ბიზნესი და ნავთობი. ნავთობი, ჯერჯერობით, ძირითადად, ენერგეტიკული საშუალებაა, თუმცა მისი ხვედრითი წილი ქვემოთ მიდის და აქედან გამომდინარე, ცოტა ხანში ნავთობი არ იქნება მეორე–მესამე ადგილზე. რაც შეეხება იარაღის ბიზნესს, ის კაცობრიობის მთავარი ჭირია მთელს მსოფლიოში და არა მარტო საქართველოში. ვერ ვიტყვით, რომ აქ ქართველები მარტო ვართ. ეს ყველაზე დანაშაულებრივი ბიზნესია მთელს მსოფლიოში.
დეივიდ კაპლანის ანალიტიკურ სტატიაში ლაპარაკია საერთაშორისო ტერორის ბიზნესზე, რომელსაც სათავეში უდგას ბომბეიში დაბადებული დავუდ იბრაჰიმი, რომელიც ისლამური სახელმწიფოს წარმომადგენელი და იარაღის ვაჭრობის მთავარი დამფინანასებელია. ტერორიზმის საკითხში ექსპერტის, დავით იორამაშვილის ცნობით, დაუდ იბრაჰიმის ჯგუფი უკვე დიდი ხანია რაც საქართველოს ტერიტორიას იყენებს ტრანზიტისთვის. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამ საქმის გარშემო?
– ისლამური სახელმწიფოს ეს ჯგუფი სარგებლობს ეკონომიკური ბიზნეს ჯგუფების მხარდაჭერით. საქართველოში პირველად 90–იანი წლების ბოლოს შემოვიდნენ, რეალურად მათ ჰქონდათ ასეთი შეფარვითი მიზანი, რომ თითქოს ისინი ეხმარებოდნენ სხვადასხვა ომებში დაჩაგრულ ადამიანებს, მაგრამ მერე კარგად გამოჩნდა, რას და რანაირად აკეთებდნენ, საერთოდ როგორ მოქმედებდნენ და გამოვლინდა მათი მთავარი მოქმედების მიზანი, რასაც დიდი ხანია ვხედავთ.
დიახ, დიდი ხანია ვხედავთ მათ მოქმედებებს მთლიანად საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში. ძირითადად, ამ ჯგუფებისთვის საქართველო იყო ძირითადი ტრანზიტი და მათთვის ფული იკრიბებოდა ე.წ. სათემოში. ეს თანხა იკრიბებოდა იმისათვის, რომ ისლამისტ ბოევიკებს დახმარებოდნენ, რომ მათ მთელს მსოფლიოში მოეხდინათ ტერორისტული აქტები. ეს ძალიან დიდი ქსელია.
ერთი პერიოდი ამ ფულის გადანაწილება ხდებოდა რომან აბრამოვიჩის მეგობრის მონაწილეობით, რომელიც გახლავთ ერთ–ერთი სასტუმროს მფლობელი საქართველოში და 2009 წლიდან ეს ოჯახი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაში. თუმცა, რადგან მათ აქვთ საკმაოდ მაღალი სახელმწიფო სტატუსი არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ისინი არიან პირდაპირი გადამანაწილებელი ამ ყველაფრის და მოქმედებს, როგორც საკმაოდ ორგანიზებული წრე, რომელსაც საქართველოში წარმოადგენს ბატონი ზვიადაური და, რომელსაც გააქვს ეს ტვირთები.
რა ტვირთები გააქვს და ვის ეკუთვნის იგი?
– ეს არის ისლამისტი ტერორისტების ტვირთები, მათ შორის ყურანი, რომელიც სხვათა შორის რამდენჯერმე აღმოუჩინეს. ორი წლის წინ სომხეთში დააკავეს, აღმოუჩინეს ყურანები და გაუჩერეს ტვირთი, რასაც მთელი სკანდალი მოჰყვა.
დავაკონკრეტოთ ვინ არის ზვიადაური?
– დავით ზვიადაური, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, იარაღის ერთ–ერთი გადამზიდავი გახლავთ, მაგრამ სარგებლობს საქართველოს ტერიტორიით. იგი პირდაპირ დაკავშირებულია გია უდესიანთან და დავით კეზერაშვილთან, მათ ქსელს წარმოადგენს და საბოლოო ჯამში, მივყავართ დავუდ იბრაჰიმამდე, რომელთანაც 2013 წელს კავშირი დაამყარა მიხეილ სააკაშვილმა. სააკაშვილი ტაილანდის ცნობილ რესორტ ფხუკეტში ჩავიდა – იქ მოხდა მისი პირველი კავშირი დავუდის დანაშაულებრივ ჯგუფთან, რომელიც უკვე მაგ დროისათვის დუბაიში მოღვაწეობდა. დავუდ იბრაჰიმს სჭირდებოდა ტრასა იარაღისათვის და სააკაშვილს სჭირდებოდა ფული.
მათ შორის კავშირი დამყარდა მაშინდელი საგარეო საქმეთა სამინისტროს ფუნქციონერების აქტიური მუშაობით. ამ საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანნი იყვნენ ეკა აკობია და მისი მეუღლე სერგი კაპანაძე. კავშირი დამყარდა – დავუდ იბრაჰიმმა მიიღო იარაღის გადაზიდვის ტრასა და ტერორისტული ბაზები საქართველოში, ხოლო სააკაშვილის წარმომადგენლებმა უდესიანმა და კეზერაშვილმა – ასობით მილიონი დოლარი.
ამ ერთი კომუნიკაციით ამოიწურა მათი კავშირები?
– არა, ეს მუდმივი ბიზნესია. სხვადასხვა ექსპერტები აკვირდებიან სხვადასხვა გადაადგილებებს და პოლიტიკურ მოძრაობებს. ჩვენ უფრო იმ კუთხით ვაკვირდებით, რომ იარაღის გაყიდვა არის დიდი საფრთხე კაცობრიობისთვის და მისი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეს იარაღი არალეგალურად მუდმივად იყიდება. ეს ბიზნესი დღესაც გრძელდება და ისინი ცდილობენ, რომ ყველა ხელისუფლებაში ნახონ მოკავშირეები.
მთელს ამ პროცესს ფინანსური უზრუნველყოფა არაბეთის ემირატების შეიხმა გაუკეთა, საქართველში სასწრაფოდ შეიქმნა გამტარი ორგანიზაციები, მაგრამ იგივე უდესიანის და კეზერაშვილის ჩართულობა ამ ბიზნესში დღესაც გრძელდება?
– რამდენადაც ჩვენ მიგვიწვდება ხელი გარკვეულ ინფორმაციებზე, რა თქმა უნდა, დღემდე არიან ამ ბიზნესში. თუმცა, მხოლოდ ისინი არ არიან, მაგრამ მათაც აქვთ კავშირი.
ინდოეთის პოლიციამ ამას წინათ აღმოაჩინა ასაფეთქებელი ნივთიერებების 4 ტონა, 1,100 დეტონატორი, 500 გრანატი, 63 ავტომატური იარაღი და ათასობით რაუნდის ტყვია-წამალი. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ეს ყველაფერი მორიგი მასიური ტეროროსტული შეტევის მოსამზადებლად იყო გამზადებული. გასულ კვირას ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ჩამოაბრძანა ქეთევან დედოფალის წმინდა ნაწილები, მაგრამ ამ ვიზიტს ჰქონდა პოლიტიკური მოტივიც და არაოფიციალური ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი სწორედ დავუდ იბრაჰიმის კავშირები იყო. თქვენ თუ ფლობთ დამატებით ინფორმაციას?
– ბატონმა მინისტრმა გახსნა მაჰათმა განდის ძეგლი, რომელიც არის მშვიდობისა და არაძალადობის სიმბოლო. აგრეთვე, ცნობილი ფაქტია, რომ ინდოეთის ახლანდელი მთავრობა ძალიან ძლიერად უპირისპირდება ისლამური სახელმწიფოს, ფუნდამენტალისტების და ამ ტერორისტების აქტივობებს აზიაში და ევროპაში. ინდოეთი არის ერთ–ერთი წამყვანი სახელმწიფო ისლამურ ფუნდამენტალიზმთან ბრძოლაში. რა თქმა უნდა, ამას ემსახურება მაჰათმა განდის ძეგლებისა და სასწავლებლების გახსნა მთელს მსოფლიოში. იმედი მაქვს, რომ საქართველოში გაიხსნება მისი სახელობის უნივერსიტეტი, სადაც ადამიანები ისწავლიან არაძალადობის კომუნიკაციას, რადგან ძალადობა და ტერორიზმი ჩვენთანაც ისეთივე პრობლემაა, როგორც სხვა ქვეყნებში.
იმედი მაქვს, რომ ინდოეთისა და საქართველოს მთავრობას ექნებათ თანამშრომლობა დაუდ იბრაჰიმის ქსელის ქართული ნაწილის შემადგენელის გაუნებელყოფასთან დაკავშირებით და ვგულისხობ უდესიანის და კეზერაშვილის ნაწილს. გარდა ამისა არის სხვა ნაწილები, უკეთესად უნდა იქნას შესწავლილი იგივე ბატონი ზვიადაურის მარშრუტები, სად მიაქვს ეს იარაღი. არის ეჭვი, რომ ყარაბახის კონფლიქტის დროს, მახაჩკალის გავლით იარაღი გადატანილი იქნა ყარაბაღში. არსებობს მრავალი კვლევა, ვერსიები, რომელსაც მეცნიერები და მკვლევარები დებენ. აქედან გამომდინარე საჭიროა აქტიური მუშაობა ტერორიზმის წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ტერორიზმი არის სასიკვდილო საშიშროება მთელი პლანეტისთვის და განსაკუთრებით ჩვენნაირი პატარა ქვეყნებისთვის, რაც ჩვენ კარგად ვიგრძენით მას შემდეგ, რაც ყარაბახის კონფლიქტში ჩაბმული აღმოჩნდა ათასობით ტერორისტი და დღესაც ისინი იმყოფებიან კავკასიის ტერიტორიაზე. ასევე, საკმაოდ დიდი რაოდენობით იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე და ემზადებიან იმისთვის, რომ თუ რამე არეულობა მოხდება, ეგრევე დაიწყება მასიური ტერორისტული კამპანია.
ანუ, საქართველოში იმყოფებიან ჯგუფები, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ დავუდ იბრაჰიმის ქსელთან?
– დიახ ასეა. საქართველოში არის მათი წარმომადგენელი და კონკრეტულად ეს არის ზვიადაური. ასევე, არის ინფორმაციები, რომ მათთან დაკავშირებულია უდესიანი და კეზერაშვილი. მაგრამ კიდევ ვინ არიან, ამას სჭირდება სერიოზული კვლევა, ძიება და იმედია ამაზე მუშაობს შესაბამისი სამსახურები. ჩვენი ორგანიზაციებიც მუშაობენ ამ საკითხზე, ჩვენ უნდა გავარკვიოთ სად არის მათი ქსელი. იმიტომ, რომ დღეს ძალიან კრიზისული მდგომარეობა დგება მთელს მსოფლიოში, არის საერთაშორისო კრიზისები, დაპირისპირებები დიდ ქვეყნებს შორის.
გარდა ამისა, ავღანეთში ძალიან მძაფრდება სიტუაცია, თალიბებმა ტერიტორიის თითქმის 85% აიღეს, სადაც მიდის ტერორისტების ძალიან აქტიური მომზადება. შემდგომში მთელს მსოფლიოში გადანაწილდებიან და მათ შორის ლაპარაკია იმაზე, რომ ისინი ჩამოვლენ ჩოხატაურის რაიონში სოფელ ზნოდში. ასევე, მარნეულის რაიონში არის დიდი ბაზები. რა თქმა უნდა, პანკისის ხეობა არ დარჩებათ ყურადღების გარეშე და სხვა ადგილები.
რამდენიმე ადგილი უკვე შერჩეული აქვთ და აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო გამოიყენონ საკუთარი ინტერესებისთვის. ძალიან ბევრია სამუშაო. მსოფლიოში ძალიან რთული პერიოდი დგება, ხელ–ფეხ გახსნილი ტერორისტები ისევ იწყებენ მუშაობას იმისთვის, რომ თავისი მიზნები და ამოცანები შეასრულონ.
რამდენად ინტერნაციონალურია ეს ჯგუფი?
– ეს არის საერთაშორისო ტერორისტთა ქსელი და არა რომელიმე ერთი ნაციონალისტური ჯგუფი. ეს არის საერთაშორისო ტერორისტთა სინდიკატი, რომელიც მილიარდობით დოლარს აკეთებს წლების განმავლობაში. ერთ–ერთი უდიდესი და უბინძურესი ჯგუფია, რომელიც წლების განმავლობაში ბიძნური მეთოდებით, ადამიანების მკვლელობით აკეთებს ფულს. არ არის გამორცხული, რომ ნებისმიერ გახმაურებულ და საეჭვო მკვლელობაში ჩვენ ვიპოვოთ მათი წარმომადგენლები.
იარაღის ტრანზიტის მარშრუტი როგორია? მესმის, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე ვერ ისაუბრებთ, მაგრამ რომელი ქვეყნიდან რომელ ქვეყანაში მიდის? საქართვლოზე რომ გადის ეს გზა თქვენი საუბრითაც დასტურდება...
– ბუნებრივია, მარშრუტები არის ჩრდილოეთიდან სამხრეთით, აღმოსავლეთიდან დასავლეთით და პირიქით და ა.შ. ყველანაირი მარშრუტია. ყველა ამ მარშუტის და აქტივობებს ხელმძღვანელობს ბატონი ზვიადაური, რომელიც დიდ საფრთხეს შეიცავს ქვეყნისთვის. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ ვიტყვი აქ რომელი ქვეყნიდან რომელ ქვეყანაში მიდის. საქართველოზე რომ გადის, ეგ ზუსტად ვიცით. ნაცები აგრძელებენ იარაღით ბარიგობას და მერე ამით აფინანსებენ თავის „აქტივისტებს“. ბატონი უდესიანი, რომელიც საზღვარგარეთაა გადახვეწილი, სათავეში უდგას ამ მაფიას.
მარშრუტიც ვიცით ზუსტად და ის მასალები, რომლებიც დააქვთ. ეს არის ქვეყნის ღალატი და სიკვდილით ვაჭრობა – ყველაზე ბინძური საქმე მსოფლიოში. არაბეთის ემირატების შეიხის ნაკმიას ფული იგზავნება უდესიანთან იარაღის საყიდლად და ტერორისტების მოსამარაგებლად. ამას არც ერთი პატიოსანი კაცი არ გააკეთებს. დეტალებზე ვილაპარაკებთ გამოძიების წარმომადგენლებთან. ყველა დეტალს დავდებთ.
ამ დანაშაულის აღმოჩენაში დაგვეხმარნენ, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები, ასევე სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები. ნაცისტური პარტია ამ ბინძური ფულით იკვებება. მე, როგორც ამერიკის მოქალაქე, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მკვლელი და იარაღის ბარიგა უდესიანი და კეზერაშვილი არიან დასაჭერები! ხელისუფლებას კი მოეთხოვება ამ საქმის გამოძიება!
კეზერაშვილი, უდესიანი და ზვიადაური, ამ სამეულს აკლდება სააკაშვილი?
– მინუს–პლუს სააკაშვილი თუ კიდევ თემურ ალასანია, ეს უკვე არის გამოძიების დასადგენი. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ზვიადაური დაკავშირებულია ამ ჯგუფთან. გარდა ამისა, გამოსაკვლევია რვაფეხას სხვადასხვა ნაწილები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ არის პოლიტიკური და პარტიული საქმე, ეს ბევრად უფრო ფართო კრიმინალია, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პარტია. იარაღით ვაჭრობა არის კაცობრიობის მთავარი მტერი. საუბარია საერთაორისო ულტრანაციონალურ ქსელზე, რომელიც მოქმედებს იმისთვის, რომ დაიწყოს გლობალური განადგურება.
მერამდენედ ვსკდები გულზე, რომ ვერ მოახერხა ამ ნაცძირალების ექსტრადირება ახალმა ხელისუფლებამ! - სამარცხვინო ჩაფლავებაა ეგ...
აბა, ნაცები ყოფილიყვნენ მაგათ ადგილზე, თუ ყურით არ ჩამოათრევდნენ სათითაოდ!..
.სხვათა შორის მაშინ ამ თემაზე ჯეფრი სილვერმანიც აქტიურად წერდა...