„ამერიკის მხრიდან საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი არარეალურია და ეს არასდროს მოხდება“

„ამერიკის მხრიდან საქართველოსთვის სანქციების დაწესებაზე საუბარი არარეალურია და ეს არასდროს მოხდება“

რამდენად არის შესაძლებელი, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 5-6 ივლისის მოვლენებზე სანქციები დაუწესოს? თემაზე საუბარი საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველო კიდევ ერთხელ ახსენა და ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერებს და სამართალდამცავ ორგანოებს პასუხისმგებლობისკენ მოუწოდა, რომ ყველას კონსტიტუციური უფლება დაიცვან. სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ აქტორს, საჯაროდ დაგმონ ძალადობა. კითხვა ბრიფინგზე ქართველმა ჟურნალისტმა დასვა.

ანალიტიკოსები for.ge-სთან ამბობენ, რომ ეს განცხადება არანაირად არ მიანიშნებს, რომ ამერიკა საქართველოსთვის რაიმე სახის სანქციების დაწესებას აპირებს. მით უმეტეს ამას წინასაარჩევნოდ არ გააკეთებს, რათა ქვეყანაში დაპირისპირების წახალისება არ მოხდეს. მაშინ ამერიკამ საქართველოზე, როგორც პარტნიორ ქვეყანაზე უარი უნდა თქვას და არაღიარების პოლიტიკაც შეწყვიტოს, მსგავსი რამ კი არასდროს მოხდება.

განცხადებაში კი, რომელიც ვაშინგტონში გაკეთდა, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ დემოკრატიის სანდოობისთვის მნიშვნელოვანია როგორც თავდამსხმელების, ასევე იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც ძალადობა წაახალისა.

„უპირველესად, რა თქმა უნდა, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ ლექსო ლაშქარავას ოჯახს, საყვარელ ადამიანებს და მის კოლეგებს. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ცნობებს მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე შეიწირა ტრაგიკულად ერთი სიცოცხლე, ამ შემთხვევაში – თქვენი კოლეგის სიცოცხლე. ყველა ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და საქართველოში დემოკრატიის სანდოობა მოითხოვს, რომ ყველა პირი, რომელიც 5-6 ივლისს თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს, ასევე ისინი, რომლებმაც წააქეზეს ძალადობა, იქნენ იდენტიფიცირებულები, დაკავებული და კანონის სრული სიმკაცრით გასამართლებული.

ჩვენ საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცავ უწყებას შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. ჩვენ შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ჟურნალისტები და მედიის თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველს, მათ შორის ხელისუფლებას, საჯაროდ დაგმონ ასეთი ძალადობა, რომელსაც არ აქვს ადგილი დემოკრატიაში. ჩვენ ამაყად განვაგრძობთ მთელ მსოფლიოში ლგბტქ+ საზოგადოების ძალადობისგან, კრიმინალიზაციისგან, დისკრიმინაციისგან და სტიგმისგან დაცვას. ვცდილობთ, გავაძლიეროთ ლგბტ-მოძრაობები და ადამიანები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტ-ჯგუფების მიმართ, და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვგმობთ სასტიკ ძალადობას თქვენი ყოფილი კოლეგის მიმართ, რომელიც გარდაცვლილია“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

მისივე თქმით, აქვთ სხვადასხვა იარაღი, რათა პასუხი აგებინონ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე მსოფლიოში და ერთ-ერთი ასეთი იარაღია სანქციები, რაზეც წინასწარ არ სუბრობენ.

„რაც შეხება პრემიერ-მინისტრს და მის მომავალს, რა თქმა უნდა, ეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა იარაღი, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე მსოფლიოში. სანქციები ერთ-ერთი ასეთი იარაღია. როგორც იცით, სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე არ შემოვიღებთ მას, მაგრამ სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. გვინდა, დავინახოთ, რომ ყველამ, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი აგოს. რაც შეეხება საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებთ ჩვენს მოწოდებას – ზედმიწევნით გამოიძიონ ეს საქმე და შედეგად, ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სამართლის წინაშე პასუხი აგონ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, ასეთი ცხადად მითითებული ტექსტი, რომ პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერ-მინისტრს, მას ბოლო პერიოდში არ მოუსმენია:

„ეს გაკეთდა იმისთვის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ადამიანის ფუნდამენტური უფლება სიცოცხლის, უსაფრთხოების და მცდელობა აქვს ხელისუფლებას, რომ რაღაცა ჯგუფმა განსაზღვროს, რა მოგვწონდეს, რა უნდა გავაკეთოთ, რა უნდა ჩავიცვათ, ვინ უნდა გვიყვარდეს“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, სანქციები წესდება მაშინ, როდესაც მტკიცდება, რომ ხელისუფლება ადამიანის უფლებებს სისტემატურად არღვევს, კავშირშია არაფორმალურ ძალადობრივ ჯგუფებთან და მათ იყენებს საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის:

„თუ ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას დაუმტკიცდა, ბუნებრივია, იქნება სანქციები, უბრალოდ, ეს რომ დაუმტკიცდეს, ამას მიტინგები კი არ უნდა, ამას უნდა გამოძიება, მათ შორის მედია გამოძიება“, - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

განსხვავებული მოსაზრება აქვთ მმართველ პარტიაში. „ქართული ოცნების“ წევრი, პარლამენტის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ მომხდარ ძალადობასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოს ხელისუფლების პოზიციებს შორის განსხვავება არ არის. რაც შეეხება სანქციების თემას, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით კითხვა ზოგად კონტექსტში იყო დასმული, იყენებს თუ არა აშშ სანქციებს როგორც მექანიზმს და პასუხიც იყო ზოგადი. ამასთან, დეპუტატი სანქციების დაწესებას არ ელოდება.

„სამართლის აღსრულების ის მეთოდი, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა - დაგიჭერ და რასაც მინდა, იმას გიზამ, სასამართლო ნოტარიულად დაამტკიცებდა პროკურატურის მოთხოვნას, ასე არ არის - ჩვენი ხელისუფლების პირობებში გამოძიება და სასამართლო კანონის შესაბამისად წარიმართება და ყველა სასჯელს კანონის შესაბამისად მიიღებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ქვეყანაში კანონის აღსრულება ასე მოხდეს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერის განცხადებაში საუბარი არ არის არანაირ სანქციებზე. კითხვა დასმული იყო ზოგად კონტექსტში, ამერიკა იყენებს თუ არა სანქციებს და მისი პასუხი იყო ზოგადი - ამერიკა სანქციებს იყენებს სხვადასხვა ვითარებაში, სხვადასხვა პირების წინააღმდეგ და ამ თვალსაზრისით ახალი არაფერი თქმულა. რაც შეეხება საქართველოს, არანაირ სანქციებზე ამერიკის მხრიდან საუბარი არ არის. თუ ჰიპოტეტურად გვიხარია, რომ საქართველო როდესმე ისეთ მდგომარეობაში ჩავარდეს, რომ რომელიმე ქვეყანამ სანქცია დაუწესოს, რა თქმა უნდა, ვიღაცებს შეიძლება ასეთი ავადმყოფური აზრები აწუხებდეთ, იმათ ვისაც ქვეყნის წინსვლა და წარმატება არ უხარიათ, მაგრამ დღეს არანაირი სანქცია არ გვემუქრება“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

ანალიტიკოსი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ გამორიცხულია ამერიკამ საქართველოს რაიმე სახის სანქციები დაუწესოს, მით უმეტეს არჩევნების წინ. ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ქვეყანაში რამე პროვოკაციის ან დაპირისპირების მიზეზი არასდროს გახდება. ასევე არ მისცემს საბაბს დაინტერესებულ ჯგუფებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს. თუმცა ამერიკა კულუარებში, შიდა საუბრებში და საელჩოების დონეზე უკმაყოფილებას გამოთქვამს, მაგრამ ამის საჯარო გახმაურებას მოერიდება. თუ ამერიკა საქართველოსთვის სანქციების დაწესებას გადაწყვეტს, ეს იქნება კატასტროფა, რადგანაც მაშინ ის ხელს აიღებს არაღიარების პოლიტიკაზე, რომლის მიხედვითაც სხვა ქვეყნებთანაც მუშაობს, რომ საქართველოს ოკუპაცია აღიარონ; არ მოხდეს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარება. ეს კი, რა თქმა უნდა, არ მოხდება, რადგანაც მაშინ ამერიკამ საქართველოზე, როგორც პარტნიორ ქვეყანაზე უარი უნდა თქვას.

„სანქციების დაწესება, როგორც წესი, პრემერზე და პარლამენტის თავმჯდომარეზე არ ხდება. ანუ ამერიკა ორი სახის სანქციებს აწესებს, ესაა სექტუალური და პიროვნული. სექტუალურის შემთხვევაში სანქციებს ვერ დაგვიწესებს, რადგან საქართველოს ღვინო და სხვა პროდუქტი ამერიკაში არ გადის. პიროვნულს რაც შეეხება, ესეც სიმბოლურია, როცა მაგალითად, რომელიმე პოლიტიკოსს, ან დამნაშავე პირს ამერიკაში და სხვა ქვეყნებში შესვლას უკრძალავენ. ასევე ქვეყანას დახმარებას ან უნახევრებენ ან საერთოდ უწყვეტენ. თუ ამერიკამ საქართველოს, ასე ვთქვათ, დასჯა გადაწყვიტა, ეს იქნება კატასტორფა, რადგან მაშინ მან თავისი ქვეყნის კანონიდან მუხლი უნდა ამოიღოს, რომლის მიხედვითაც ყველა ქვეყანას, რომელსაც ის ფინანსურად ეხმარება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების ვალდებულება აღარ ექნება. ანუ ეს არაღიარების პოლიტიკაზე უარის თქმა გამოვა. ეს კი, რა თქმა უნდა, არ მოხდება. მაშინ ამერიკამ საქართველოზე საერთოთ, როგორც პარტნიორ ქვეყანაზე, უარი უნდა თქვას. რაც შეეხება სახელწმიფო დეპარტამენტის კრიტიკას, როცა ასე საჯარო განცხადება კეთდება, დარწმუნებული იყავით, რომ ამაზე მწვავე საუბარი დახურულ კარს მიღმა მიდის. საელჩოების დონეზე ჩვენს ხელისუფლებას უფრო მწვავედ ესაუბრებიან. თუმცა წინასაარჩევნო პროცესია და ამერიკიდან რამე სერიოზულ გადაწყვეტილებებს არ ველი. ისინი, როგორც წესი, ქვეყნის შიგნით რაიმე დაპირისპირების და კონფლიქტის მიზეზი არ ხდებიან“, - ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე კი ამბობს, რომ ამერიკიდან გაკეთებული განცხადება არ იყო იმ დონის სიმწვავის და კრიტიკული, რომლის საფუძველზეც შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ სანქციების დაწესებას აპირებენ. შარაშენიძე for.ge-სთან ამბობს, რომ თუკი მთავარობა მოძალადეებს არ დასჯის და იმის გაკეთებას გააგრძელებს, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოს და მის ხელისუფლებას არ შეშვენის, მაშინ ამერიკის მხრიდან წამოსული კრიტიკა უკვე კონკრეტული გადაწყვეტილებებით იქნება გამყარებული.

„ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ იმის, რომ ამერიკამ შესაძლოა, რაიმე სახის სანქციები დაგვიწესოს. რადგან ამერიკამ ასე საჯაროდ, ბრიფინგზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ კონკრეტული პრეტენზიები გამოთქვა, დამერწმუნეთ, რომ პირადი საუბრების დონეზე უფრო მწვავე განცხადებები იქნება გაკეთებული. დახურულ კარს მიღმა ვაშინგტონსა და საქართველოს შორის 5-6 ივლისის მოვლენებზე ინტენსიური საუბრები მიდის. ამერიკას საქართველოს ხელისუფლებისგან აქვს მოლოდინი, რომ დამნაშავეებს მკაცრად დასჯის და მათი ხელმძღვანელების მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ამერიკისგან თითის დაქნევა ნამდვილად არ უნდა გვინდოდეს იმაზე, რომ მთავრობამ 5 ივლისის საშინელი დანაშაული გამოიძიოს. უბრალოდ, ამის ძალიან მკაცრი მონიტორინგი მოხდება და ეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი არის, რადგანაც ცოტა გამოფხიზლება გვჭირდება. ამიტომ ამერიკის მხრიდან რაიმე სანქციებზე საუბარი არარეალურია“, - ამბობს შარაშენიძე for.ge-სთან.

Aburjga Tasmanieli რა სანქციები ბიჯო?! რის სანქციები?! აშშ და ევროკავშირი ყურებით გვყავს დაჭერილი!!! ცოტა უფრო ჭკვიანი ხელისუფლება რომ გვყავდეს მაგ ახვრებს როგორც გვინდა ისე მოვიხმართ!!!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ზაქარეიშვილი კი როგორც ყოველთვის ჯორზე უკუღმა ზის და მითოხარიკობს!!! აი რას ამბობს ეს "ჭკუით დაყურსული" - ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ქვეყანაში რამე პროვოკაციის ან დაპირისპირების მიზეზი არასდროს გახდება. "" აბა ვინ იყო ივლისის დასაწყისის არეულობების მოთავე?! ვინ შეაქეზა ლგბტ და სხვა მათთან გათანაბრებული გარყვნილნი არეულობის მოსაწყობად?! აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებმა პირდაპირ მოუწოდეს პრაიდის ჩატარებისაკენ და გახსნაში უშუალო მონაწილეობაც კი მიიღეს!!! რა, არ იცოდნენ რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისათვის პედერასტიის მხარდაჭერა მიუღებელი იქნებოდა??! მშვენივრად იცოდნენ და სპეციალურად ცდილობენ საქართველოს დასუსტებას შიდა არეულობების საშუალებით. უნდათ შექმნან ისეთი ილიუზია, რომ მათი ერთი ნართაული (რა მაგარი ენაა ქართული!!!) და ხელისუფლებას დაამხობენ და ბოკერია ჩერგოლეიშვილების შეურაცხად წყვილს მოიყვანენ ხელისუფლებაში! ამათ ჩვენ უკრაინელებივით ბრიყვები ვგონივართ! ზელიონები! ))) ქაჯები არიან, ქაჯები! ფულის მონები! გამოართვით ხელიდან ის საბეჭდი "ფულის სტანოკი" და ამერიკას ნახავთ 2 თვეში რკინიგზაზე გულაღმა აბარძღულს! ევროპას კი პუტინის კოხტა ტუფლებთან მხოხავს!
3 წლის უკან
Katana . ე.ი. არ იქნება სანქციებიო?.. ააფსუს!..
არადა, რა ბედნიერი იყო ოპოზიცია, - სიტყვა "სანქციების" გაგონებაზე სულ სიხარულის ჟრუანტელი უვლიდათ...
(თქვენც, ეგრევე ცივი წყალი რომ არ გადაგესხათ, არ იქნებოდა?! შეარგეთ, რა, ცოტა ხანი!).
3 წლის უკან
Ninja კარგი იყო. ????
3 წლის უკან
tngh წინა საუკუნის (70-80)-ან წლებში ღრმად პატივცემულ რ. გოცირიძეს "მუშტაეთის" პარკსი უყვარდა ხოლმე შემოვლა. ერთმა შესანიშნავმა "პლეხანოველმა" კაცმა "ყლიფონა" დაარქვა. რა ზუსტად გაარტყა...
3 წლის უკან
tngh წინა საუკუნის (70-80)-ან წლებში ღრმად პატივცემულ რ. გოცირიძეს "მუშტაეთის" პარკსი უყვარდა ხოლმე შემოვლა. ერთმა შესანიშნავმა "პლეხანოველმა" კაცმა "ყლიფონა" დაარქვა. რა ზუსტად გაარტყა...
3 წლის უკან
tngh წინა საუკუნის (70-80)-ან წლებში ღრმად პატივცემულ რ. გოცირიძეს "მუშტაეთის" პარკსი უყვარდა ხოლმე შემოვლა. ერთმა შესანიშნავმა "პლეხანოველმა" კაცმა "ყლიფონა" დაარქვა. რა ზუსტად გაარტყა...
3 წლის უკან
tngh წინა საუკუნის (70-80)-ან წლებში ღრმად პატივცემულ რ. გოცირიძეს "მუშტაეთის" პარკსი უყვარდა ხოლმე შემოვლა. ერთმა შესანიშნავმა "პლეხანოველმა" კაცმა "ყლიფონა" დაარქვა. რა ზუსტად გაარტყა...
3 წლის უკან