„სააკაშვილის დროს რატომ არ ტარდებოდა „პრაიდები“? „პრაიდი“ არის ძალაუფლების უზრუპაციის მექანიზმი ნაციონალების ხელში. სწორედ 2013 წლიდან გაჩნდა „პრაიდების“ ჩატარების მოთხოვნილება და არ არის გამორიცხული, ამის უკან რუსეთი და ნაციონალები ერთობლივად იდგნენ“, - აცხადებს for.ge- სთან საუბრისას „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე.
შეიძლება თუ არა, ვიფიქროთ, რომ „პრაიდის“ სცენარი, სინამდვილეში, ეფესბეს სცენარია და მომხდარი დაძაბულობის უკან სწორედ რუსები დგანან? ამავდროულად, გვესმის, რომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და საპატრიარქოს აკისრია. რაც შეეხება მესამე ვერსიას, მომხდარის უკან სააკაშვილი დგას. თქვენ შემთხვევითობად არ მიგაჩნიათ, რომ „პრაიდები“ სააკაშვილის დროს არ ტარდებოდა. რა როლი უნდა ჰქონდეს სააკაშვილს ლგბტ- ეების თემის გააქტიურებაში?
- ჩვენ შეგვიძლია პირველი და ბოლო ვერსია გავაერთიანოთ, ვინაიდან „პრაიდი“ იყო „ნაცმოძრაობისთვის“ ერთ-ერთი მექანიზმი ძალაუფლების ხელში ასაღებად. ამავდროულად, არ არის გამორიცხული, ამ ყველაფრის უკან იდგა რუსეთი. უდავოა და არ იწვევს კითხვის ნიშნებს, რომ ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაორგანიზებული აქცია, სწორედაც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ გაჩნდა 2013 წელს „პრაიდის“ ჩატარების მოთხოვნილება, ამიტომ არ არის გამორიცხული, ამის უკან რუსეთიც და ნაციონალებიც ერთობლივად იდგნენ. ნაციონალები ხომ რუსეთის დაკვეთას ასრულებენ. რაც შეეხება საპატრიარქოს თემას, „ნაცმოძრაობის“ ლიბერალური ფრთა ისეთ კომენტარებს აკეთდა, თითქოს მათთვის აღმოჩენა და გაუგებრობა იყო, რომ ეკლესიისთვის ჰომოსექსუალიზმი და მთლიანად ლგბტ-ეობა უმძიმესი ცოდვა იქნებოდა. საპატრიარქო გმობს არა ადამიანებს, არამედ თვითონ ქმედებას- ცოდვას. რა აღმოჩენა იყო ამაში, რომ საპატრიარქო ამის წინააღმდეგი იქნებოდა, ჩემთვის გაუგებარია. აბა, საპატრიარქო ამის მომხრე და „პრაიდის“ ორგანიზატორი ხომ არ იქნებოდა „ნაციონალებთან“ ერთად? საპატრიარქო იდგა იქ, სადაც პროტესტი და ცოდვის პროპაგანდის დაუშვებლობაა. საპატრიარქო ცოდვის რეკლამირებას, ცოდვის წახალისებას არ დაუშვებს, ცოდვისკენ მოწოდება დანაშაულია.
თავდაპირველად განზრახული იყო, რომ სამღვდელოება მდუმარე აქციას მოაწყობდა და მდუმარებით გააპროტესტებდა მომხდარს, თუმცა მედიაში გახმიანდა, თითქოს ცალკეული სასულიერო პირები მოითხოვდნენ, ლგბტ-ეებისთვის რქები დაემტვრიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ლგბტ-ეები თავად მოამტვრევდნენ ჩვეულებრივ ადამიანებს რქებს. აგრესიული მოწოდებები იქნებოდა საპატრიარქოს ინტერესში?
- საპატრიარქოს პოზიციაა ის, რასაც საპატრიარქო ოფიციალურად თავის ვებ-გვერდზე დებს, რასაც ხელს აწერს პატრიარქი, ან საპატრიარქო. ყველა დანარჩენი შეიძლება განვიხილოთ პირად ინიციატივად, მღვდელი იქნება, თუ ეპისკოპოსი, ყველას აქვს ინდივიდუალური გამოხატვის უფლება. ათი ათასზე მეტ მარტო სასულიერო პირს ითვლის ეკლესია, როგორ შეიძლება, ათი ათას ადამიანზე აიღოს პასუხისმგებლობა რომელიმე ორგანიზაციამ?
თუმცა მღვდლები უმეტეს შემთხვევაში მოუწოდებდნენ მრევლს ლოცვისკენ და არა დარბევისკენ.
- დიახ, ლოცვისკენ მოუწოდებდნენ და, ასევე, მოუწოდებდნენ „პრაიდის“ ორგანიზატორებს, არ ჩაეტარებინათ ეს ღონისძიება, ვინაიდან ეს იყო მართლმადიდებლური ქვეყანა და ამას შეიძლება პროვოკაციები მოჰყოლოდა, მაგრამ მათ ეს არ ისმინეს, მათთვის ღვთის სიტყვა არაფერს ნიშნავს და პროვოცირება მოახდინეს.
ცალკეული პოლიტიკოსები თითქოს შესაბამის დროს ელოდებოდნენ და მოთხოვნილებაც წამოაყენეს- „საპატრიარქოს დასჯის დროა“. რისთვის სჭირდებათ საპატრიარქოს დასჯა?
- გარდა მართლმადიდებლობისა, საპატრიარქო არის ის ინსტიტუტი, რომელიც იცავს ძირძველ ქართულ ტრადიციებს, რაზედაც დგას ქართველი ერი და მთლიანად ჩვენი სახელმწიფო. ვინაიდან „ნაცმოძრაობა“ მიიჩნევს, თუ ჩვენ არ ვართ ხელისუფლებაში, მაშინ წყალს წაუღია ყველაფერი, ვინაიდან ისინი მოწოდებულნი არიან სახელმწიფოს ნგრევისკენ, ფასეულობების ნგრევისკენ, ისინი უპირისპირდებიან იმ ინსტიტუტს, რომელიც ამ ყველაფერს იცავს. თუ გაიხსენებთ სააკაშვილის მმართველობას, მაშინ რატომ არ ლანძღავდნენ საპატრიარქოს, მაშინ რატომ იყო კარგი პატრიარქი და რატომ პოზირებდა პატრიარქთან ერთად ზოგჯერ კაიფში, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი და იშვიათად ფხიზელი სააკაშვილი, თუ საპატრიარქო და პატრიარქი ცუდი იყო? როდესაც მათ სჭირდებოდათ ეკლესია და ეკლესიის იმიჯი, ამას იყენებდნენ და ახლა, როდესაც მათ სჭირდებათ სახელმწიფოს ნგრევა და პატრიარქი ყველაფერს აკეთებს, რომ გადაარჩინოს ნგრევისგან ქვეყანა, ახლა ესენი უპირისპირდებიან საპატრიარქოს. იდეოლოგიურ ნიადაგზე კი არ ხდება საპატრიარქოსთან დაპირისპირება, არამედ ხდება ძალაუფლების ნიადაგზე. საპატრიარქო უფრთხილდება სახელმწიფოს, ნაციონალები კი ძალაუფლების მოპოვებას ვარაუდობენ მხოლოდ სახელმწიფოს ნგრევით. სააკაშვილის დროს რატომ არ ტარდებოდა „პრაიდები“? ეს არის ძალაუფლების უზურპაციის მექანიზმი მათ ხელში, რათა ძალადობრივი გზით ხელში ჩაიგდონ ძალაუფლება.
„ქრისტეს სახელით სცემენ ადამიანებს“ - ხშირად ამ სიტყვებს იშველიებენ „პრაიდის“ მომხრეები. სინამდვილეში, ქრისტიანი ამ ცოდვას სოდომ-გომორად აღიქვამს და არც ისაა გამორიცხული, ლგბტ თემს მოყვასად კი აღარ თვლიან, არამედ მტრებად, მტრების მიმართ ლმობიერებას კი არც ქრისტიანობა არ ქადაგებს. თქვენი აზრით, ლგბტ თემს ჩვენი მოსახლეობა გზასაცდენილ მოყვასად აღიქვამს, თუ მტრად?
- ქრისტეს სახელით არავინ არ სცემს ადამიანებს. ჯერ ერთი, სად იყო იქ მცემელი საპატრიარქო? პირიქით, მოძღვრები აშველებდნენ, ამიტომ ეს არის ცილისწამება დისკრედიტაციის მიზნით. ვერც ერთ კადრს ვერ მოიტანენ ეგენი, თითქოს მამაოები სცემდნენ ხალხს. ჯერ ერთი, გამონაკლისის სახით ასეთი რამ რომც მომხდარიყო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინსტიტუცია მოუწოდებდა ხალხს ამისკენ. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი მოფიქრებულია იმ ინსტიტუტის დისკრედიტაციისთვის, რომელზედაც დგას ქართული სახელმწიფო, ჩვენი ეროვნულობა, ჩვენი რწმენა და ქართველობა. ეს მცნებები უცხო სხეულია „ნაცმოძრაობისთვის“. ამდენად, მათი დაპირისპირება საპატრიარქოსთან ბუნებრივი პროცესია მათივე ბუნებიდან გამომდინარე.
დავით, ეს კაცი მოკლეს დასავლეთის სპეცსამსახურების შაბლონის მიხედვით შემუშავებული გეგმით! მსხვერპლი სჭირდებოდათ ხალხის გრძნობებზე ზემოქმედებისათვის, რომ მორიგი არეულობა მოეწყოთ და მორიგი შეტევა საზოგადოების ნორმალურ ნაწილზე, მორიგი გააფთრებული შეტევა ეკლესიაზე და მედიის სრული რევანში ქართულ ტრადიციულ საზოგადოებაზე, რომლის წევრიც შენ ხარ და რომელმაც არ დაუშვა 5 ივლისს გეი აღლუმი (?!) ანუ ლგბტ საზოგადოების მიერ ქართული ტრადიციული მორალისა და ეთიკის დემონსტრაციულად ფეხქვეშ გათელვა! ამიტომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების რეკომენდაციით ანტისახელმწიფოებრივი მედიების ბოსებმა ამოარჩიეს - შეარჩიეს ნარკოდამოკიდებული ანუ მოწყვლადი, შედარებით სიმპათიური ადამიანი. მათ იცოდნენ რა მისი სისუსტე ნარკოტიკების მიმართ. როგორც ვითომდაც კომპენსაცია 5 ივლისს მისი გმირული ბრძოლისა მედიაკორპორაციული ინტერესებისათვის, მისცეს პრემია ანუ საკმარისზე მეტი ფული, იმდენი რაც მანამდე არ ჰქონია, რაღა თქმა უნდა რაღაც ბიძგიც მისცეს, „ნაკოლი“ - მისამართი სადაც უპრობლემოდ შეძლებდა ნარკოტიკის აღებას, შეიძლება ეს მისამართი თითონაც კარგად იცოდა! ამის შემდეგ რადგან ფული ჰქონდა ამ საბრალო კაცმა -ზვარაკმა იმოქმედა ისე, როგორც მოსალოდნელი იყო, წავიდა და შეიძინა იმდენი ნარკოტიკი, რამდენი ბატალიონსაც ეყოფოდა. მიიღო რა რამდენჯერმე გაძლიერებული დოზა, დაკარგა რეალობის შეგრძნება და კაიფში გაიპარა, როგორც ძალიან ხშირად ხდება ხოლმე! აი ეს იყო რევანშს მოწყურებული ლიბერალური მედიის ბოსების გათვლა. შეიქმნა რეალობა, ნაცემი კაცი გარდაიცვალა ანუ ის ცემის გამო მოკვდა!!! და არ დაახანა, კაცი გაციებული არ იყო, რომ აბღავლდა ლიბერალური მედია " ჩვენი ლექსო, ჩვენი ჟურნალისტი ეკლესიის მოწოდებით მოძალადეებმა რომ გალახეს 5 ივლისს, ცემით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალააა! მოკლეს, მოკლეს ჯალათმა ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ეშმაკის მსახურმა მღვდლებმა! არაფერი ექსპერტიზა ამას არ უნდა, ეს ისედაც ცხადია! მორჩა ჩვენ ვთქვით, რადგან ვთქვით "ზნჩიტ" ასეა საჭიროვო!“ გაუთავებლად გაჰკიოდნენ ოფოფი გვარამია და უტუხი ინგა! და ბევრი სხვა უცხო ქვეყნებისაგან დაფინანსებული აგენტები- მეგრანტეეების ასოციაცია, ლგბტ, ე.წ. პოლიტიკური ოპოზიცია და კიდევ იმათი ნათესავ მეგობრები, ასევე ბევრი გულუბრყვილო გამოტვინებული! მიზანი მიღწეული იქნა. დასავლეთის სპეცსამსახურების მოწყობილი ამ საზიზღარი პროვოკაციის შედეგად საქართველოში დაიწყო მორიგი პოლიტიკურ კრიზისი, გაქაჩვა, ღრენა, ფურთხება, ცემა. თავგასული მედია კიდევ ერთხელ გადავიდა ეკლესიის და მართლმადიდებლობის საწინააღმდეგო იერიშზე! სახელმწიფოსთან მებრძოლმა და გარყვნილთა მხარდამჭერმა მედიამ ითავა კონფრონტაციის ორგანიზება. მათ სიამოვნებით შეუერთდნენ ე.წ. ოპოზიციური პარტიები გაერთიანებულნი მოთხოვნით დაუყოვნებლივ, უპირობოდ გადადგეს პატრიოტულად მოაზროვნე ღარიბაშვილი და ქართული ოცნების მთავრობა! ამ კრიზისის შემოქმედმა დასავლეთმა, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა, საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ აჩვენა, რომ თუ კიდევ გაბედავენ და არ განახორციელებენ მათ უზნეო თუ უაზრო მოთხოვნებს "მაიდანი" - დამხობა არ ასცედებათ, განა მარტო „მაიდანი“ მერე კიდევ უარესიც მოელით, როცა მათ უკვე საკნებში მიაკითხავენ გეი აქტივისტები!
ასე რომ დავით, გაუძელი. უმრავლესობამ ყველაფერი ვიცით, კი კაცი შემოგელახა, მაგრამ არავითარი მკვლელი შენ არ ხარ! ამ ერთი ქართველი ადამიანის უშუალო მკვლელი არის ის ლიბერალური ჭირი რომელიც საქართველოს შეეყარა და რომლისგან განკურნების წამალი დღისით- მზისით სანთლით საძებარი გაგვიხდა!