დავით გარეჯის ლავრის არქიმანდრიტის კირიონ ონიანის განცხადებით, აგრესიული ლიბერალიზმი და ლგბტ ცხოვრების წესის პროპაგანდა, იდეოლოგიურ, ძლიერ ფინანსირებულ, გამანადგურებელ მექანიზმად გადაიქცა. როგორც არქიმანდრიტი აცხადებს, მას აქტიურად მხარს უჭერენ, საღმრთო სწავლებას განშორებული ე.წ. „პროგრესული“ ადამიანები. მისი თქმით, ძნელია ამ ყოველივესთან გამკლავება, შესაბამისი სიმტკიცისა და გონიერების გამოჩენა, მაგრამ არა შეუძლებელი.
for.ge არქიმანდრიტ კირიონ ონიანს ესაუბრა.
როგორც მთელს მსოფლიოში, ისე ჩვენს ქვეყანაშიც მასიურად მიმდინარეობს ლგბტ ჯგუფის პროპაგანდა, რასაც თავად დასავლეთში უპირისპირდება ტრადიციული საზოგადოება. რა აუცილებლობით არის გამოწვეული ადამიანისთვის ყველაზე ინტიმური, პირადული საკითხის ასე, საჯაროდ აფიშირება და სად გადის დღეს ბრძოლის ხაზი?
არქიმანდრიტი კირიონ ონიანი: დღეს ჩვენი და ჩვენი ერის ბრძოლის ხაზი გადის რწმენისა და ზნეობის, ღირებულებების, ტრადიციებისა და კულტურის წიაღზე, რომლის რთული, ნიუანსობრივად მრავალი ურთიერთბმით და კავშირით ყალიბდება ჩვენი ერის უნიკალური (ამ სიტყვის სწორი მნიშვნელობით) სულიერი ქსოვილი, თვითმყოფადობა და ხასიათი.
დღეს საქართველოში რადიკალური ლიბერალიზმით – იდეოლოგიური მანქანით ცდილობენ დაგვირღვიონ სულიერი ქსოვილი, თვითმყოფადობა და ხასიათი, რათა საუკუნეებით რაფინირებული ჩვენი ეროვნული ინდივიდუალიზმი გაამრუდონ და დავემქვედებაროთ უკულტურო, უზნეო ცნობიერებას, სადაც უარყოფილია ღმერთი, ყოველივე ზოგადსაკაცობრიო ნორმა თუ ღირებულება და ადგილი დაიკავოს ბავშვის ახირებასავით ჭირვეულმა ადამიანმა – მე მაქვს უფლება!
მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ შენი გამოხატვის თავისუფლებით, სხვისი უფლებები არ უნდა დაირღვეს, მით უფრო, როცა საქმე ეხება რელიგიური და ერობრივი გრძნობების შეურაცხყოფის მცნებას...
– საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩემი თავისუფლება და უფლება, ჩემი არჩევანი, არ შეიძლება აიძულებდე სხვას, რომ აღიაროს ჩემი არჩევანი. სწორი არჩევანის სახელით ადამიანების იძულება ქმნის იდეოლოგიზაციის და ცხოვრების ისეთ აგრესიულ ფორმებს, როგორიც ჩვენს უახლოეს წარსულში ფაშიზმი, კომუნიზმი და ათეიზმი იყო. რა შედეგი მივიღეთ კაცობრიობამ ასეთი რადიკალიზმისგან? მილიონობით ტრაგედია, გადაგვარებული ადამიანები და მახინჯი ფორმები.
იგივე პორბლემის წინაშე ვდგავართ დღეს?
– რა თქმა უნდა, დაახლოებით იგივე ამოცანის წინაშე ვდგავართ დღეს. ადამიანები, რომელთა პირად ცხოვრებაში და მათ არჩევანში არავინ არ ერევა, გვაიძულებენ, რომ მათი გამრუდებული ცხოვრების წესი ნორმად ვაღიაროთ. უნდათ, რომ პატივი არა პიროვნულ–პროფესიულ დონეზე, არამედ მათი ცხოვრების წესის გამო მივაგოთ. უნდათ ამ აქტივობებით – „მე მაქვს უფლება!“ - მართლაც, მათი რაიმე არათუ საზოგადოებრივი ან პიროვნული უფლება დაიცვან, არამედ მათი არჩევანი გვაღიარებინონ, დაუშვებელი დასაშვებად მიგვაღებინონ და ირიბად მათი ცნობიერების თანამოაზრედ გაგვხადონ.
რასაც ვაკვირდებით, ლგბტ თემი ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმით ცდილობს, რომ ვაღიაროთ მათი ცხოვრების წესი...
– ზნეობრივი კუთხით მრუშობა ცოდვაა – სირცხვილია, მაგრამ ვინაიდან იგი სწორი ბიოლოგიური ფორმით აღესრულება, ზოგიერთისთვის ის მსუბუქ სირცხვილად, დასაშვებად ან თავისმოსაწონ საქმედ აღიქმება. მიუხედავად ადამიანებში მრუშობის დიდი მასშტაბისა, განა ვინმე ჭკუაზე მყოფი ითხოვს მის ლეგალიზებას, ან ნორმად აღიარებას?!
მრუშობა შედარებითობით უფრო მსუბუქი უარყოფითი ფორმაა, ვიდრე პედოფილია, მამათმავლობა, ლესბოსელობა და სხვა მათი გვარი. დღეს უკიდურესად სასირცხვილო ცხოვრების წესით მცხოვრებ პირებს: მამათმავლებს, ლესბოსელებს და სხვა+ პირებს, სურთ მათი გამრუდებული ცხოვრების წესი იდენტობის მცნებით გაამართლონ, პროპაგანდირება გაუწიონ და ბუნებრივ ბიოლოგიურ სინამდვილედ გვაღიარებინონ.
ყალბი იდენტობის გავრცელება, ორგანიზებული თავდასხმა რელიგიაზე, ეკლესიაზე, პატრიატქზე, ამან გააჩინა სიძულვილის უდიდესი განცდა საზოგადოებაში და ეს აგრესია მატულობს. ვხედავთ, რომ ამ ლიბერალური ძალების მიერ არასწორი მიმართულებით იქნა გამოყენებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, თითქოსდა უმცირესობების უფლებებს იცავენ და სინამდვილეში მიზანი არის უმრავლესობაზე გაბატონება, ეს ხდება აშკარა პროვოკაციის, გამოწვევის, უმრავლესობის რელიგიური და ეროვნული გრძნობების შეურაცხყოფის ხარჯზე, რასაც ძალიან მძიმე რეაქცია მოჰყვა 5 ივლისს. მამა კირიონ, ამ მდგომარეობიდან გამოსავალი რა არის?
– არავინ არ შევცდეთ, სიძულვილი დაუშვებელია ადამიანის მიმართ! რაც არ უნდა მიუღებელის მიმართ უარყოფითად განვეწყოთ, ადამიანი მისგან უნდა გავმიჯნოთ და მისდამი ლმობიერი გული და სიკეთე უნდა გვქონდეს. ამიტომ ძნელი ამოცანაა ქრისტიანის, ქართველის წინაშე - გძულდეს ცოდვა და არა ადამიანი. ამავე დროს, ადამიანის მიმართ კეთილგანწყობის გრძნობამ არ მოგადუნოს, არ გახდე ინფანტილური და არ დაუშვა შენი ცნობიერების და ეროვნული თვითმყოფადობის ნგრევა.
ფაქტია, რომ თანამედროვე ლიბერალიზმი, რომელიც სინამდვილეში ყალბად გაგებული თავისუფლებაა, მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში გამოსავალი არის ანტიდისკრიმინაციულ კანონში კორექტირებები, რომელიც შეუძლებელს გახდის ლგბტ თემის აგრესიული დღის წესრიგის დამკვიდრებას ქვეყანში?
– მსოფლიო მძიმე გამოწვევის წინაშე დგას. ადამიანი განეშორა ღმერთს, მაგრამ მის უდიდეს უმრავლესობაში ჯერ კიდევ მოქმედებს ზოგადსაკაცობრიო ზნეობისა და მორალის, კულტურისა და ღირსების ნორმები. ღმერთთან კავშირის გარეშე, მხოლოდ ამ ნორმებს, დროის ხანგრძლივობაში არ ძალუძთ დაიცვან ადამიანები გაუკუღმართებისგან. დღეს არსებული მძლავრი პროპაგანდა, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში, ნელ–ნელა დაათმობინებს ადამიანებს მათ სწორ აღქმებს და განცდებს აგრესიული ლიბერალიზმის – ცოდვის სირცხვილისგან გათავისუფლების სასარგებლოდ.
მხოლოდ ჭეშმარიტ რწმენას, ღმრთისმოსაობას ძალუძს გადაარჩინოს ადამიანი და კაცობრიობა ამ გარდაუვალი დეგრადირებისგან. ვინაიდან ყოველივე ჭეშმარიტი სიკეთის წყარო ღმერთია, და თუკი სათავეს დავხშავთ ჩვენში – კაცობრიობაში ნელ–ნელა დაიწრიტება ჭეშმარიტი ზნეობისა და ღირებულელების, კულტურისა და ტრადიციების დინებები. მოხდება ადამიანის სულიერი გაუდაბნოება, დაცემა, უმაღლეს ინტელექტუალურ ცხოველად გადაქცევა და შემდეგ ვერავინ მივხვდებით, რომ ადამიანები დაცემული დემონები გავხდით. მაიმუნი მაიმუნის ვერანაირ ზნეობრივ, ღირებულებრივ და კულტურულ ნაკლოვანებას ვერ ამჩნევს!
განსაკუთრებით 21–ე საუკუნეში ადამიანმა თავი თითქოსდა თვითკმარ არსებად ჩათვალა, აღარ ეყრდნობა ღვთაებრივ სწავლებას, ზოგჯერ სრულიად განეშორება მას და ილუზიური თავისუფლების წადილით, ბრუტალურ, სახიფათო არსებად გადაიქცა. ჩვენ და უფრო არასრულწლოვანებს, რომელთაც ცხოვრების ღრმა გამოცდილება არ გააჩნიათ, ჰგონიათ, რომ ტაბუირებული თემების გახსნით თავისუფლებას მოიპოვებენ, თითქოსდა თავისუფალ გარემოს ქმნიან. არ იციან, რომ სინამდვილეში, ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში დამწყვდეულ ტიტანებს ათავისუფლებენ და ეს მათ – კაცობრიობას სულიერ და ფიზიკურ ქაოსს, პიროვნულ განადგურებას მოუტანს. ნუ შეიცოდებთ და ნუ მოიწონებთ ჩვენში დაბმულ და დამწყვდეულ ტიტანებს! ნუ ახსნით მათ, თორემ გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანთ საკუთარ თავს.
აგრესიული ლიბერალიზმი და ლგბტ ცხოვრების წესის პროპაგანდა, იდეოლოგიურ, ძლიერ ფინანსირებულ, გამანადგურებელ მექანიზმად გადაიქცა. მას აქტიურად მხარს უჭერენ, საღმრთო სწავლებას განშორებული ე.წ. „პროგრესული“ ადამიანები. ძნელია ამ ყოველივესთან გამკლავება, შესაბამისი სიმტკიცისა და გონიერების გამოჩენა, მაგრამ არა შეუძლებელი.
შეუძლებელი კაცთაგან შესაძლებელია ღმრთის მიერ. მუდამ უნდა გვახსოვდეს, როგორც ბიოლოგიური ხრწნის მიკრობი, მანამდე მოქმედებს, ვიდრე სხეულს სრულად არ გახრწნის და მიწად და ნაცრად არ გადააქცევს, ასევეა ლგბტ ცნობიერება, ტიტანების ეს მოდგმა.
თუ არ დავიცავთ რწმენას და თვითმყოფადობას უნდა ვიცოდეთ, რომ ცნობიერების ხრწნის ეს მიკრობი არ ჩერდება, ვერ გაჩერდება, ვიდრე ყველაფერ წმინდას და ღირებულს არ გახრწნის, ვიდრე ყველა ზნეობრივ და მორალურ ნორმას მიწად და ნაცრად არ გადააქცევს.
- ლ გ ბ ტ - ს რომელი უფლებების დასაცავად ტერდება ეს "პრაიდები", ამხელა თავისტკივილის მიზეზად რომ ექცევა ხოლმე ქვეყანას ყოველწლიურად?
რა არის ისეთი, რისი უფლებაც ჰეტეროსექსუალებსა გვაქვს, ხოლო ჰომოსექსუალებს ეკრძალებათ?
სასწავლებლებში მიღებაზე ეუბნებიან უარს მათი მიდრეკილებების გამო? - არა!
ვინმე სამსახურიდან ყრით მათი ორიენტაციის გამო? - არა!
საარჩევნო უფლებები ეზღუდებათ? - არა!
ვინმე უკონტროლებთ, რა ხასიათის ურთიერთობები აქვთ ერთმანეთში? - არა!
საერთოდ, ვინმეს აინტერესებს, რას აკეთებენ თავიან ლოგინებსა თუ ბუნაგებში? - არა!
ცისარტყელას ფერებიანი დროშით ქუჩაში გამოვარდნის და გეი-აღლუმების ჩატარებას თუ უშლიან, ჩვენ - სექსუალური უმრავლესობა - გამოვდივართ და ვატარებთ მსგავს აღლუმებს?! - არა!
აბა, რაში დავჩაგრეთ?
გამოდის, მათი უფლებები რომ ჩვენი უფლებების მხოლოდ თანატოლია და არა უფრო მეტი, ამას აპროტესტებენ?!
და მთელი ჩვენი "ბომონდიც" ამის გამო იჭრის ვენებს მათ მხარდასაჭერად?
არა, ჩვენ კი ვხვდებით, რა მუცლის გვრემაცა სჭირთ, მაგრამ ყველას რომ პირზე აკერია სექსუალური უმცირესობის "უფლებების დაცვა", ვინმემ ხომ უნდა თქვას ნათლად და გასაგებად - კერძოდ, რის უფლებაზეა საუბარი?
მიდით, აბა, ჩამოაყალიბეთ ვინმემ, რისი უფლების მოსაპოვებლად იბრძვის ლგბტ?