„რაკი მაღალი ხარისხის ვაქცინა ცოტა რაოდენობით შემოდის, ალბათ, თავისიანებს ცრიან ამ ვაქცინით“

„რაკი მაღალი ხარისხის ვაქცინა ცოტა რაოდენობით შემოდის, ალბათ, თავისიანებს ცრიან ამ ვაქცინით“

საქართველოში გამქრალ ვაქცინებზე ალაპარაკდნენ, რომლითაც VIP მოქალაქეები აცრეს. პრივილეგირებულთა ასაცრელად სპეციალურად გაქრა „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ 5 ათასამდე დოზა, პრეპარატი კი გაფუჭებულად გამოაცხადეს.

საქართველომ სულ 86 600 ვაქცინა მიიღო. თუმცა გაფუჭებულად გამოცხადებული „ასტრაზენეკას“ 2500 დოზიდან 700 ერთეული დოზა რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხვდა, სადაც, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესი სანდო კადრს ებარა. ამირან გამყრელიძე ადასტურებს, რომ ვაქცინების დანაკარგი 3%-ია, რაც 2580 დოზას შეადგენს.

პულმონოლოგ დავით ნანობაშვილის აზრით, იატაკქვეშა ვაქცინაცია შეიძლება იმით იყოს განპირობებული, რომ, დიდი ალბათობით, ამ ვაქცინებს შორისაა „ფაიზერის“ ვაქცინა, რომელიც მაღალი ხარისხისაა. ახლა ივლისში კიდევ შემოვა უფრო მაღალი ხარისხის ვაქცინა, რომელიც „ფაიზერის“ მსგავსი იქნება, ოღონდ კიდევ უფრო ნაკლებ გართულებებს, უკუჩვენებებს გამოიწვევს და უფრო მაღალი დაცვის მაჩვენებელი ექნება.

„მე ვფიქრობ, სწორედ იმ ვაქცინებზეა მოთხოვნა, რომლებიც უფრო მაღალი დონისაა, „ფაიზერის“ ვაქცინა უფრო ძვირი ღირს, ან იმდენს არ აძლევენ, ეტყობა, ჩვენს ქვეყანას, ამიტომ, რაკი მაღალი ხარისხის ვაქცინა ცოტა რაოდენობით შემოდის, ალბათ, თავისიანებს ცრიან ამ ვაქცინით. დაახლოებით ეს იგივე ვარიანტია, რაც ხდება ტენდერებში, როცა თავისიანებს ამარჯვებინებენ. ეს არის ტენდენცია, ასეთია ჩვენი მთავრობების მიდგომა, მარტო ამ ხელისუფლების კი არა, წინა ხელისუფლების დროსაც იგივე ხდებოდა, ყველა მთავრობა ერთსა და იმავეს აკეთებდა. პირადად მე არა მგონია, ძალიან დიდი სხვაობა და დიდი პრობლემა იყოს ამ ვაქცინებს შორის, საერთოდ, ყველაზე ნაკლებ გართულებას ჩინური და რუსული ვაქცინები იწვევს, როგორც ვიცი, ჩინურ ვაქცინას თითქმის უკუჩვენებები არ აქვს და არც გართულებები ფიქსირდება. თუმცა, სანამ 2-3 და 5 წელი არ გავა და სტატისტიკა არ გვექნება, კაცმა არ იცის, რომელი ვაქცინა რამდენი პროცენტით იცავს ადამიანს და რამდენად უსაფრთხოა. რა გართულებებს მოგვცემს ეს ვაქცინები შემდგომში, ესეც ღმერთმა უწყის. საერთოდ, ნებისმიერი აცრა მაინც თავის რისკებს შეიცავს“,- აცხადებს დავით ნანობაშვილი for.ge-სთან საუბრისას.

პულმონოლოგი ფიქრობს, რომ ეს ვირუსი ხელოვნურად შექმნილია. მისი აზრით, დედამიწა ჰგავს ხეს, რომელსაც პარაზიტი ჰყავს შესეული. თუ არ შეწამლეთ ხე და პარაზიტის უმეტესობა არ დახოცეთ, ცოტა ხანში ხე გახმება და ყველა პარაზიტიც დაიხოცება, ზედ რაც ზის. სავარაუდოდ, ვირუსი გაავრცელეს იმიტომ, რომ, ნაწილობრივ, დედამიწა დაფერთხონ მოსახლეობისგან. ეს გააკეთეს მათ, ვისაც დიდი რესურსი აქვს, ანუ მდიდარი ადამიანების ჯგუფმა. ცხადია, ეს მიუღებელია, მაგრამ ეს ადამიანები ხედავენ, რაც ხდება სამყაროში და, თუ დედამიწა დაიღუპება, ყველა დაიღუპება, ხოლო, თუ ადამიანთა ნაწილს ამოწყვეტენ, დარჩება დედამიწა, რომელიც კიდევ გაქაჩავს რაღაც პერიოდი. წინასწარ ვერავინ გათვლის, რომელი პანდემია, რომელი ინფექცია რამდენ ადამიანს მოკლავს, ამიტომ კორონავირუსის გავრცელებაც ვარაუდით მოხდა, მათი გამავრცელებლები შეხედავენ, უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში რა მოხდება დედამიწაზე და არაა გამორიცხული, კიდევ შექმნან მსგავსი ვირუსი.

დავით ნანობაშვილის აზრით, სადაც შიდსის ვირუსი შეიქმნა, სადაც ებოლა შეიქმნა, არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს. ეტყობა, ებოლა მთლად კარგად არ გამოუვიდათ, რადგან სიკვდილიანობა 90% ჰქონდა და თვითონაც შეეშინდათ, ტესტირების შედეგად რომ დაინახეს, რაც მოხდა. მაშინვე გააჩერეს ეს პროცესი. არადა, ებოლას ტიპის პანდემია რომ დაიწყოს, ორი კინკილა ადამიანიღა დარჩება დედამიწაზე. ასეთ გაურკვეველ ვითარებაში ყველაზე კარგია ადამიანმა ჯანმრთელობაზე იზრუნოს. როცა ადამიანი ჯანმრთელია, მისი იმუნური სისტემა გაუძლებს შემოტევას.

„პრაქტიკულად, ყველაზე კარგად მაინც ჩვენი იმუნური სისტემა გვიცავს. საქართველოში მოსახლეობა თანხას ხარჯავს გასართობ ბიზნესში, კაზინოში, ტოტალიზატორში, ამ დროს კი იმუნური სისტემის გასაძლიერებლად არაფერს აკეთებენ. ძალიან ბევრ რესურსს ხარჯავს თითოეული ჩვენგანი, მხოლოდ ერთი ადამიანი დღე-ღამეში 15-დან 20 ათას ლიტრამდე ჰაერს იყენებს, ანუ რომ წარმოვიდგინოთ, 2-3 დიდ ცისტერნას. წარმოიდგინეთ, რას აკეთებენ ეს მცენარეები ასეთს, განსაკუთრებით, პლაქტონი, რომელიც 25-30%-ს გვაძლევს, რომ ამდენ ჟანგბადს გვაძლევენ, ამდენს ვხარჯავთ და კიდევ გვყოფნის, რომ არ ვიხრჩობით უჰაერობა-უჟანგბადობით. დედამიწაზე რესურსები მილევადია, დედამიწა ზომაში არ იზრდება, ადამიანთა რაოდენობა იმატებს, მაგრამ დედამიწის რესურსი იგივე რჩება, ხმელეთი, ზღვა იმავე ზომისაა. ერთი მილიარდი ადამიანი რომ ცხოვრობდა და ახლა 8 მილიარდი ვართ, დედამიწა მაინც ზომაში იგივე დარჩა. ამიტომ შეიძლება დადგეს მომენტი, როცა უჟანგბადობით დავიხრჩოთ. ამიტომაც მოსახლეობის გამოხშირვა გადაწყვიტეს და ისეთი მოდელი შექმნეს, რომელიც, პირველ რიგში, ხანდაზმულებს, დაავადებულებს დაერია. მაგრამ გამოშვებულ ვირუსს ვეღარ აჩერებენ, მისი მუტაცია გასაკონტროლებლად ძალიან ძნელია და საბოლოოდ ინდური ვერსია წარმოიშვა, რომელმაც სამხრეთ აფრიკულს აჯობა და ახალგაზრდებსაც ემართებათ. ხშირი შემთხვევა მაქვს, როცა ახალგაზრდა მამაკაც პაციენტებს ერექციის პრობლემა აქვთ კოვიდის გადატანის შემდეგ. ეს გასაკვირი არაა, სხვათა შორის, სხვა ქვეყნებშიც აღნიშნეს ამ პრობლემის შესახებ“, - აცხადებს დავით ნანობაშვილი.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ- ერთი ლიდერი ერგო ჩიხლაძე მიიჩნევს, რომ იატაკქვეშა ვაქცინაცია ჩვეულებრივი პოლიტიკაა, რასაც აგრძელებს „ქართული ოცნება“.

„ქართულ ჯიგრულ პონტში არა მარტო ფულს აკეთებენ, არამედ ვაქცინაციასაც ნათესავებში, ახლობლებში ატარებენ. მართალია, ჩვენმა ხელისუფლებამ არ იცის მართვა, არც დათვლა იცის და არც განაწილება, მაგრამ 43 ათასში 5 ათასი დოზის დაკარგვა, ანუ 12%, ოროსნებისთვისაც კი ძალიან დიდი რიცხვია. ამიტომ უნდა ვეძებოთ მიზეზები, სად გაიტანეს ვაქცინები, ვის გაუკეთეს ისეთ ადამიანს, ვისაც არ ეკუთვნოდა. შესაძლებელია, ეს გაკეთდა კომერციული ან ფინანსური მოგების მიზნით, რაც გამოძიების დასადგენია. ნებისმიერ შემთხვევაში, საქმე გვაქვს ადამიანის არაკომპეტენტურობასთან, ცუდ მენეჯმენტთან, რაც მინიმუმ, ითვალისწინებს თანამდებობრივ პასუხისმგებლობას. თუ დამტკიცდა, რომ აცრაც ქართული ჯიგრული პონტის კრიტერიუმებით ხდება, აქ უკვე იკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები“, - აცხადებს სერგო ჩიხლაძე for.ge- სთან საუბრისას.

amo კარგით რა. გულისამრევია ეს ყველაფერი. ვინც სინოფარმით ავიცერით გოიმები ვართ? ახლა თქვენთან ერთად კაცი დაზვერვაში უნდა წავიდეს? ასეთი ხალხის მაგიერ მრცხვენია. ვისაც ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს მისი მესმის, მაგრამ კაცი რომ ხარივითაა და მაინდამაინც ფაიზერს ეპოტინება, რომელიც იმ გაჭირვებულ ხალხს არ ჰყოფნის ამას რა ჰქვია. ტფუ!
3 წლის უკან