ვიყოთ ფრთხილად!

ვიყოთ ფრთხილად!

ადამიანთა დღევანდელ მოდგმას, რომელსაც ლათინურად Homo sapiens („ბრძენი ადამიანი“) გვეწოდება, ისტორიაში გვისწრებდა სხვა მოდგმები, რომლებიც ხარისხობრივად ჩვენზე დაბლა იდგნენ. ასეთები იყვნენ მაგალითად, ნეანდერთალელი მოდგმა (მისი ნიმუში ნაპოვნია გერმანულ სოფელ ნეანდერთალში) და მასზე ბევრად უფრო მაღალხარისხოვანი კრომანიონელი მოდგმა (მისი ნიმუში აღმოჩენილია საფრანგეთში სოფელ კრომანიონში). მეცნიერების განვითარების პროცესში არის ტენდენცია ადამიანის „გახნოვანებისა“, „გაასაკოვნებისა“. ასი წლის წინ ადამიანის „ასაკი“ რამდენიმე ასიათასი წელიწადი ეგონათ. დღეს საქართველოში დმანისის რაიონში ნაპოვნი ნიმუშები (მათ „ზეზვა და მზია“ დაარქვეს). 1,7-1,8 მილიონი წლით თარიღდება. ფორმულირება „ადამიანი მაიმუნისგან წამოიშვა“ ზუსტი არ არის: მაიმუნი ადამიანის ნათესავია, მაგრამ არა წინაპარი.                                  

დღეს მოწმენი ვართ უაღრესად უხეში გამოწვევისა ადამიანის ხსენებული თვისების - sapientia-ს (სიბრძნე) წინააღმდეგ „პრაიდების“ პროცესში - დიპლომატების მომცველი საარბიტრო თუ რეგულატორი ჯგუფი ცალკე ზის და ცდილობს აუხსნას ჯორივით გაჯიუტებულ ქართულ საზოგადოებას, რომ მამათმავლობა საზოგადოების ცხოვრების სავსებით მიაღები ფორმაა. ამ ფონზე გაჩენილია (ცდუნების სახით) ასეთი იდეა: ხომ არ ვთხოვთ „პრაიდების“ პროცესში ჩართვა ზემოხსენებულ დიპლომატებსაც მაგალითად, მანდილოსან დიპლომატს - სტოური მოთმინების ილუსტრირება მისი ყურის ბიბილოზე ბწკენით, ხოლო მელოტ მამაკაც დიპლომატს - ზომიერი ძალის წკლიპურტით მის თავის ქალაზე. პრაქტიკულად, ასეთი სიახლის შემთხვევა ჯერ-ჯერობით არ ვიცით (თუნდ ჰუმორის ეშხით მაინც). პრაქტიკულად, მიმდინარე პროცესები ძალიან დიდად არ გვაღელვებს, რადგან, რამდენადაც ვიცით, თვითხსენებულ „პრაიდების“ პროცესში უკვე გაირკვა ცალსახად და საჯაროდ, რომ მომხდარი ექსცესები რუსული აგენტურის ნახელავია და, ამგვარად, არანაირი ლოგიკით, მასში არანაირი ანტიდასავლური ტენდენცია არ ვლინდება. ცალსახაა, მაგალითად, ის, რომ ევროკავშირის დროშა რუსმა აგენტურამ  გაანადგურა იმიტომ, რომ საქართველოს პირველი ნაბიჯი, მისი დასავლური ინტეგრაციის პროცესში, სწორედ ევროკავშირში შესვლისკენაა დაგეგმილი.                        

რაც შეეხება ჩვენს 17 მაისის პულბლიკაციას მამათმავლური დემონსტრაციის წინააღმდეგ, რომელიც გამოვაქვეყნეთ გაზეთში, მისი ლოგიკა შემდეგია: პირველი (თუმცა, რა თქმა უნდა, არა ერთადერთი) რასაც მოითხოვს დემოკრატიულად განწყობილი კაცის გუნება და გონება არის „მინდა ვთქვა, რაც სათქმელი მაქვს“. (და არა „მინდა ვქმნა, რისაც ქმნა მსურს“). აქედან დასკვნა: მე რომ ვამბობ, „ძირს გეიპარადი, იმიტომ, რომ დედას შვილი ჰკითხავს რა ხდება? რას შვებიან? - დედა პასუხს ვერ მისცემს და არ მისცემს და ეს პედაგოგიურად აუნაზღაურებადი კატასტროფა იქნება. პედაგოგიკა კი მომავლის საფუძველია.

ჩვენთვის ბევრი რამ ცნობილია, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი რამ, მაინც უცნობია. თვალის მოხუჭვის ფუფუნება არასდროს გვექნება.

პროფესორი ნოდარ ნათაძე

პროფესორი პაატა კოღუაშვილი

საქართველოს დამოუკიდებლობის

აღდგენის აქტზე ხელმოწერები

romani სამუდამოთ, და, საწყისშივე, ავადმყოფურად აკვიატებული აზრის გამო (რომელმაც ადამიანი შეიძლება ჭკუიდან გადაიყვანოს) ბ-ნი ნოდარი, ყველა ჩვენს უბედურებას რუსულ აგენტურას აბრალებს, რამაც, სამწუხაროდ, ხელი შეუშალა ამ, უდაოდ ნიჭიერი კაცის, სერიოზულ პუბლიცისტად და სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბებას. და, მეორე, უკვე მერამდენედ, შევხვდი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერები. ცოტა უხერხულია, მამა დამფუძნებლებად იგრძნეს თავი თუ განსაკუთრებულების გრძნობა ეუფლებათ თანდათან. ხელმომწერთა შორის უამრავი შემთხვევითი, ბედის ირონიით და დროის უკუღმართობით აღზევებული ადამიანია. ვფიქრობ, არ არის ეს ლამაზი, მოვეტონია, ორივეს გააჩნია საკმარისი რეგალიები უბრალო ხელისმოწერის განსამტკიცებლად.
3 წლის უკან