ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობასა და ჩაშლილ „ღირსების მარშს“ უცხოური მედია ეხმაურება

ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობასა და ჩაშლილ „ღირსების მარშს“ უცხოური მედია ეხმაურება

„თბილისი პრაიდის“ კვირეული ჟურნალისტების ცემით დასრულდა. 5 ივლისს, რუსთაველის გამზირზე “ღირსების მარშის“ პარალელულად, საპატრიარქოსა და ლგბტ-ის მოწინააღმდეგეების კონტრაქცია გამართა. სწორედ ამ აქციის დროს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმებისას, მედიის 55-მდე წარმომადგენელი დაშავდა.

5 ივლისის მოვლენამ საერთაშორისო მედიის ყურადღებაც მიიპყრო. ჟურნალისტების ცემის ფაქტს არაერთი ცნობილი გამოცემა გამოეხმაურა და გუშინდელი მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები გააშუქა.

„თბილისი პრაიდი“ ძალადობის ფონზე გაუქმდა“, - ამ სათაურთ ეხმაურება 5 ივნისის მოვლენებს „ბიბისი“.

„საქართველოში ლგბტ აქტივისტებმა ღონისძიება მას შემდეგ გააუქმეს, რაც მათ ოფისში აქციის მონაწილეები შეიჭრნენ. ამის გარდა აქტივისტები საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. „ჩვენ არ შეგვიძლია საფრთხის ქვეშ დაავაყენოთ ადამიანის სიცოცხლე და გამოვიდეთ ქუჩებში, რომლებიც სავსეა ძალადობრივი თავდამსხმელებით“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მედიაზე თავდსხმა არაერთმა საელჩომ დაგმო და ხელისუფლებას მოუწოდეს ძალადობა შეჩერონ.

გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობის დროს სულ მცირე 50-მდე ჟურნალისტი დაშავდა, ხოლო აქციის მონაწილეებმა ლგბტ ცისარტყელას დროშა დაწვეს.

ასევე, ორშაბათს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის და რიგი სხვა დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ „სწრაფად იმოქმედონ მათ წინააღმდეგ, ვინც სიტყვის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებები დაარღვიეს, ასევე დაიცვან ჟურნალისტები, პრესა და ძალადობა საჯაროდ დაგმონ“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მანამდე მოუწოდა ორგანიზატორებს, უარი ეთქვათ „ღირსების მარშის“ მსვლელობაზე უსაფრთხოების გამო. ხოლო პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ეს ღონისძიება „მიუღებელია ქართული საზოგადოების დიდი ნაწილისთვის“.

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მკაცრად ეწინააღმდეგება ლგბტ აქტივისტებს, ასევე მოუწოდა საზოგადოებას ლოცვისკენ და „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო ღონისძიების ჩაშლისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სქესობრივი ორიენტაციის დისკრიმინაცია კანონით აკრძალულია, ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპასა და დასავლეთ აზიას შორის მდებარეობს, კვლავ კონსერვატიული რჩება“, - ვკითხულობთ „ბიბისის“ მირ გამოქვეყნებულ მასალაში.

„ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ“, - განაცხადა ლგბტ საზოგადოების წარმომადგენელმა, საქართველოში მათი ოფისებზე თავდასხმის შემდეგ“, - ამ სათაურით იწყებს მასალას „სიენენი“.

„საქართველომ დაიწყო გამოძიება ლგბტ და ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტზე, მას შემდეგ, რაც ორშაბათს მომიტინგეები შეიჭრნენ ლგბტ წარმოამდგენლების ოფისში.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აქტივისტები გაფრთხილებულნი იყვნენ მარშის წინ, რომ შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ძალადობას და მოუწოდა აქტივისტებს არ მიიღონ მონაწილეობა ღონისძიებაში.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გმობს ძალადობით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის, ნებისმიერი ფორმის ძალადობას მედიის წარმომადგენლებზე.

„ჩვენ მოვუწოდებთ დედაქალაქის ქუჩებში შეკრებილ მოქალაქეებს დაიცვან კანონი და წესრიგი, დაიცვან პოლიციის სამართლიანი მოთხოვნები და გააპროტესტონ ნებისმიერი საკითხი კანონის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, რომ გამოძიება მედიის წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობისა და მათ პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ჩარევის გამო დაიწყო.

„თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციიდან გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ძალადობენ ჟურნალისტებზე. კადრში ჩანს, სკუტერზე ამხედრებული მამაკაცი, რომელმაც ადგილობრივი ჟურნალისტზე იძალადა.

„თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა გასულ ხუთშაბათს დაიწყეს ხუთდღიანი დღესასწაული, ხოლო დედაქალაქის ცენტალურ გამზირზე ორშაბათს „ღისების მარშის“ ჩატარებას აპირებდნენ“, - ვკითხულობთ „სიენენის“ მიერ გავრცელებულ მასალაში.

„ანტი-ლგბტ აქციაზე საქართველოში ჟურნალისტებს თავს დაესხნენ და ზიანი მიაყენეს“, - ამ სათაურით აქვეყნებს მასალას „ვაშინგტონ პოსტი“.

„ლგბტ წარმომადგენლების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია, საქართველოს დედაქალაქში ორშაბათს ძალადობრივი აღმოჩნდა, რადგან დემონსტრანტები თავს დაესხნენ მედიის წარმოამდგენლებს და დაახლოებით 50-მდე ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„თბილის პრაიდი“, რომელიც საქართველოს დედაქალაქის მთავარ გამზრიზე უნდა გამართულიყო, საღამოს გაუქმდა, რადგან ხელისუფლებამ ლგბტ წარმოამდგენლების უსაფრთხოება ვერ უზრუნველყო.

მარშის მოწინააღმდეგეებმა დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს, სცემეს ჟურნალისტები, რომლებიც აქციას აშუქებდნენ, ესროდნენ ჯოხებსა და ბოთლებს. ჟურნალისტების გარდა აქციის მონაწილეებმა პოლონელი ტურისტი დაჭრეს.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დაგმო ძალადობა, მაგრამ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მსვლელობა ორგანიზებული იყო „რადიკალური ოპოზიციური“ ძალების მიერ და მას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა.

ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, საქართველო ერთ-ერთია სადაც სექსუალური უმცირესობების მიმართ მტრობა ძლიერია“, - წერს „ვაშინგტონ პოსტი“ საქართველოში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე.

შეგახსენებთ, 5 ივლისს რუსთაველის გამზირზე „თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, რუსთაველის გამზირზე „ღირსების მარში“ უნდა გამართულიყო. მათ საწინააღმდეგოდ კი საპირისპირო აქცია გაიმართა, რა დროსაც აქციის მონაწილეებმა მედიის წარმომადგენლების მიმართ იძალადეს, დაშავდა 53 ჟურნალისტი, მათ შორის ოპერატორები და ფოტოგრაფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტები დაზარალებულად ცნო. ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე შსს-მ რამდენიმე პირი დააკავა.

Aburjga Tasmanieli ქეთი ამ გათახსირებული ქვეყნების გათახსირებული მედია რას დაწერდა და რას იტყოდა თავიდანვე ცხადი იყო. არც არის დიდად საინტერესო. ჩვენ უფრო გვაინტერესებს რას ამბობს ჩვენი უშუალო მეზობლების მედია, ჩრდილოეთ კავკასია, აზერბაიჯანი, სომხეთი, ირანი, თურქეთი?!
3 წლის უკან