შემწვარი ხორცი ყველით და ბეკონით

შემწვარი ხორცი ყველით და ბეკონით

ხორცის მოგრძო ნაჭერი დაჭერით თითის სისქეზე, ისე რომ ბოლომდე არ ჩახვიდეთ და ძირში ერთმანეთზე იყვნენ გადაბმულები. განაჭრებში ჩააყარეთ, მდოგვი, ბლომად პილპილი და ცოტა მარილი.

 

ასევე ჩადეთ ორ–ორი ყველის ნაჭერი,  შუაზე გადაკეცილი ბეკონი, და 1-2  სალბის ფოთოლი. შემდეგ შეკარით ძაფით. ჩადეთ ღუმელისთვის განკუთვნილ ჭურჭელში, დააყარეთ მარილი და პილპილი, დაასხით ცოტა ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ ცოტა სალბის ფოთლები.

 

მოამზადეთ სოუსი ღვინოში შეურიეთ  ორი სუფის კოვზი მდოგვი და 4 სუფის კოვზი ნაღები ან არაჟანი. ნაწილი ჩაუსხით ქვეშ, ნაწილი ასხით ზემოდან წვის პროცესში დროდადრო. შეწვით 200°-ზე წინასწარ გახურებულ ქურაში 45 წუთის განმავლობაში

 

ღუმელიდან გამოღების შემდეგ, ფრთხილად დაჭერით სიგრძეზე, რომ არ დაიშალოს.

გარნირად კარგია კარაქში გადაზელილი მოხარშული ყვითელი კარტოფილი

 

ინგრედიენტები:

 

1 კგ ღორის (არც ძალიან მსუქანი) ან ხბოს ხორცი,

12 ნაჭერი ბეკონი,

12 ნაჭერი ყველი ჩედარი ან სხვა,

დაცეხვილი მდოგვი,

მდოგვი,

12 სალბის ფურცელი,

მარილი,

პილპილი,

1 ჭიქა თეთრი ღვინო,

ძაფი.

 

მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: წარაფების რქაწითელი