„სექსუალური სფერო უნდა იყოს ასეთი მასობრივი განხილვის საგანი - ყველამ, ჩვენ ჩვენი სექსუალობა შევინახოთ ჩვენთვის“

„სექსუალური სფერო უნდა იყოს ასეთი მასობრივი განხილვის საგანი - ყველამ, ჩვენ ჩვენი სექსუალობა შევინახოთ ჩვენთვის“

„ნებისმიერ აზრს აქვს არსებობის უფლება. სექსუალურ უმცირესობაში გაერთიანებულ ადამიანთა ეს ჯგუფი არ არის ავადმყოფი, ეს ტერმინი ამოღებულია დაავადებების ნუსხიდან“, - ამის შესახებ ფსიქოლოგმა ნანა მამულაშვილმა For.ge-ს განუცხადა და ამით, თბილისში, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ჩატარებული „თბილისი პრაიდის“ კვირეული და მიმდინარე პროცესები შეაფასა.

საზოგადოება განსხვავებულ სექსუალურ ორიენტაციას რატომღაც დაავადებად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს „გადამდებია“. რამდენად სწორია ის მიდგომა და მოსაზრება, რაც საზოგადოებაში არსებობს?

- ეს გადამდები არ არის და დიდი ხანია ამოღებულია ამ კლასიფიკაციიდან, ეს დაავადება არ არის, მაგრამ მიმბაძველობა რასაც ჰქვია, ეს თავისთავად შესაძლებელია. საზოგადოებაში უამრავი განწყობა არსებობს და ეს მოდის ინფორმაციული ვაკუუმიდან.

ზოგადად, არ შეიძლება ისეთი ტიპის ქცევების აფიშირება, რომელიც თავისთავად გავლენას მოახდენს ადამიანზე. მიმბაძველობის კუთხით, ინტერესი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ნაადრევ ასაკში სექსუალური მომწიფება ხდება, მოზარდს აინტერესებს ზოგადად სექსოლოგია, სექსუალობა და მისი გამოვლინებები. ამ დროს ადამიანები ინტერესს იჩენენ.

სექსუალური სფერო ოდითგანვე იყო ინტიმური და ამის, ასეთი სახით აფიშირება, ჩემთვის, როგორც ფსიქოლოგისთვის, სწორი არ მგონია, თუმცა, ჰომოსექსუალობაც არის ჩვეულებრივი და არა ავადმყოფური ქცევა.

ინფორმაცია მათთვის [რადიკალური ჯგუფებისთვის] არ არის ხელმისაწვდომი და პირველ რიგში, იმისათვის, რომ ადეკვატური აზრი იყოს ამ ჯგუფებისა თუ სექსუალური უმცირესობების მიმართ, ეს ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

როგორ ფიქრობთ, სექსუალური განათლება უნდა ისწავლებოდეს თუ არა სკოლებში?

- სკოლებში არა, მაგრამ ინსტიტუტებში უნდა ისწავლებოდეს აუცილებლად იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია მივიდეს ადამიანების ყურამდე. თუკი მე ამას მომაწვდი ცალსახად, როგორც დაავადებას, გარყვნილებას, შესაბამისად, მექნება ასეთი აზრი.

თუმცა, ვერ დავეთანხმები იმ თვალსაზრისით, რომ სექსუალური სფერო უნდა იყოს ასეთი მასობრივი განხილვის საგანი. ყველამ ჩვენ ჩვენი სექსუალობა შევინახოთ ჩვენთვის. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ადეკვატური ინფორმაცია არ უნდა მქოდეს ნებისმიერი სექსუალური ქცევის შესახებ.

ამისთვის უკვე საჭიროა, რომ საგანმანათლებლო და სამედიცინო სისტემა (ტარდებოდეს ლექციები, სემინარები), უნდა მივიდეს ადამიანებამდე, რა არის ეს და შემდეგ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი, გვინდა თუ არა ამ სფეროს გარეთ გამოფენა.

თქვენი აზრით, „თბილისი პრაიდის“ კვირეული არ უნდა ჩატარებულიყო?

- ასეთი დონის მოუმზადებლობისა და არაინფორმირებულობის ფონზე, ეს არის ზედმეტი აგრესიის გამოწვევა, ყოვლად უწყინარი ადამიანების მიმართ. თუ ეს დაავადება არ არის და მე ეს არ ვიცი, მიჩნდება ამ ქცევის მიმართ აგრესია. ასეთი ტიპის მანიფესტაციების ჩატარება ყოვლად მიუღებელია. რა გააკეთეს იმისათვის, რომ მათ ჰქონოდათ სწორი ინფორმაცია?

5 ივლისს, საპატრიარქოს მოწოდებით, „თბილისი პრაიდის“ კონტრაქციაზე მისული მრევლისა და საეკლესიო პირების მხრიდან ჟურნალისტებზე ძალადობრივი თავდასხმები განხორციელდა, მათ დაარბიეს კარვები, ასევე, ქვები დაუშინეს და დაარბიეს „სირცხვილიას“ ოფისი, ამის შემდეგ კი ჰომოფობიური ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ ოფისში შეიჭრნენ და აივნიდან გადმოფენილი LGBTQ+ დროშა გაანადგურეს. საბოლოოდ კი, 5 ივლისს „ღირსების მარში“ არ ჩატარდა. ამ რადიკალურ ჯგუფების ქცევაზე რას მეტყვით?

- ზოგადად, რადიკალიზმი და აგრესიული ქცევა ნებისმიერი, განსხვავებული ქცევისა თუ აზრის მიმართ, არასწორია. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ და რა ორიენტაციის იქნება. რადიკალიზმი ჩემთვის, როგორც ფსიქლოლოგისთვის, მიუღებელია.

amo გვინდა არ გვინდა საჭირო ხდება საზოგადოებრივი (როგორც ერთი ისე მეორე მხარის) შემეცნების ამაღლება, ევოლიციურად ანუ არა ფორსირებულად. სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს (და დასავლეთს ) უნდა ესმოდეთ, რომ აქ კავკასიაა და მსგავსი პრაიდები ჯერჯერობით ადრეა და ალბათ მაგის დროც დადგება. უმრავლესობაში მყოფთ მეტი თავშეკავება, შემწყნარებლობა, თანადგომა სჭირდება თავიანთი სისხლისა და ხორცის მიმართ. როგორ უნდა მოხდეს შემეცნების ამაღლება? ამაზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს.
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ქალბატონო ნანა მამულაშვილო, რადგან რაღაც ნუსხიდან ამოიღეს ამიტომ ვსი?! აღარ არიან ავადმყოფები?! ))) მაგარი ლოგიკაა! თქვათ რაღაცნაირად მოხერხდა და იმ სიაში ისევ შეიტანეს, მაშინ, მაშინ იქნებიან ავადმყოფები?! ჰომოსექსუალიზმი არის შიზოფრენიის ძალიან მძიმე ფორმა ანუ უკურნებელი დაავადება! მიუხედავად იმისა იქნება მსოფლიოს ჟანმოს სიაში ჩაწერილი თუ არა! თანაც სოციალურად ძალიან მავნებელი დაავადებაა! განსხვავებით კიბოთი ან ჭლექით დაავადებულებისაგან ეს შიზოფრენიკები მიილტვიან, იბრძვიან იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გასინჯოს ის .... და გახდეს მათი მსგავსი! ეს უკიდურესად საშიში მოვლენაა! ამ ავადმყოფებისათვის უნდა შეიქმნას რეზერვაციები, სამედიცინო პერსონალით, საყარაულო სამსახურით!
3 წლის უკან