ხელისუფლებისგან პასუხის მოლოდინში, მოახლოებული „თბილისი პრაიდის“ კვირეული - რას აპირებს შსს?

ხელისუფლებისგან პასუხის მოლოდინში, მოახლოებული „თბილისი პრაიდის“ კვირეული - რას აპირებს შსს?

1-ელიდან 5 ივლისის ჩათვლით დაგეგმილია „ღირსების მარშის“ კვირეული. „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ხელისუფლებას მათი ვალდებულების შესრულებას სთხოვენ - უზრუნველყონ ღონისძიების მონაწილეთა უსაფრთხოება. მხარეთა შორის პირველი შეხვედრა შედგა, რომელიც ინფორმაციული იყო. „პრაიდის“ ორგანიზატორები ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ელოდებიან პასუხს, როდის შედგება მეორე შეხვედრა, რომ მიიღონ კონკრეტული პასუხი, რას აპირებენ იმისათვის, რომ რადიკალური ჯგუფებისგან „ღირსების მარშის“ წევრები დაიცვან.

გვესმის რადიკალური ფრთის, ამა თუ იმ ძალადობრივი ჯგუფების მოწოდებები, არ მიეცეთ „პრაიდის“ ორგანიზატორებს კვირეულის ჩატარების უფლება. ამასთან, მსგავსი ნარატივი ისმის საეკლესიო პირების მხრიდან, მაშინ, როდესაც ეკლესიას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საზოგადოებაში და დიდი გავლენაც აქვს მათზე.

როდის შეხვდებიან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „პრაიდის“ წევრებს, ამაზე პასუხი არ აქვთ ხელისუფლებაში.

„არავის შევხვედრივართ, ინფორმაცია არ მაქვს“, - თქვა რიმა ბერაძემ For.ge-სთან.

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორი თამაზ სოზაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ჯერ კიდევ ელოდებიან პასუხს. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და „ღირსების მარშში“ მონაწილეები რადიკალური ჯგუფებისგან დაიცვან.

„როგორც ჩანს, შინაგან საქმეთა სამინისტო ხელოვნურად აჭიანურებს ამ შეხვედრას. ზუსტად არ ვიცით, როდის გვექნება მათთან შეხვედრა. პირველ შეხვედრაზე, შსს-ს წარმომადგენელმა თქვა, რომ სხვა ღონისძიებაზე არანაირი პრობლემა არ იქნება, ყველანაირი, მაღალი სტანდარტებით დაიცავენ უსაფრთხოებას, „მარშზე“ კითხვის ნიშნები ჰქონდათ.

არ ვიცი რას იზამ შსს, მაგრამ გეტყვით, რას ვიზამთ ჩვენ: მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, გამოიყენოს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ მიიღოს ზომები, „ღირსების მარშის“ ჩასატარებლად.

ჩვენ იგივე კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა აქტორებთან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ველაპარაკებით, ასევე ძალიან ბევრ ადამიანს. რადიკალური ჯგუფების განცხადებები ხშირად სცდება კანონის ფარგლებს და შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს. შსს-მ  წინასწარ, პრევენციულად უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები იმისთვის, რომ შემდეგ უკვე გვიანი არ იყოს“, - თქვა თამაზ სოზაშვილმა For.ge-სთან.

„თბილისი პრაიდის“ წევრის, ანა სუბელიანის ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა, სავარაუდოდ, 29 ივნისს გაიმართება.

„ჯერჯერობით არ ისმის მათგან ხმა, ველოდებით, რომ მოიწერონ და გვითხრან, თუმცა, შემხვედრი ნაბიჯები მათგან არ ყოფილა. ყველა ვარიანტში, დღეს ან ხვალ მაინც უნდა ვიცოდეთ, რა ხდება. როგორც ვიცი, აპირებენ ამ შეხვედრას, უბრალოდ დროში ძალიან გაიწელა“, - თქვა სუბელიანმა For.ge-სთან.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 28 ივნისს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, 28 ევროპარლამენტარმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, „დაიცვას თბილისი პრაიდის აქტივისტები და უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უნივერსალური უფლების დაცვა“.

ევროპარლამენტარების შეფასებით, „პრაიდის კვირეულის“ გაუქმების თაობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ცოტა ხნის წინანდელი განცხადება „ამ უნივერსალურ უფლებებს ეწინააღმდეგება“.

მათ მხედველობაში კობახიძის 17 ივნისს განცხადება ჰქონდათ, სადაც მან აღნიშნა, რომ „პრაიდის კვირეულის“ ორგანიზატორებს „უარი უნდა ეთქვათ ამ ღონისძიების ჩატარებაზე“ და რომ „ეს იქნებოდა პასუხისმგებლობით გამსჭვალული გადაწყვეტილება“.

„გასულ წლებში ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ იყენებდნენ ლგბტ-ფობიური ჯგუფები ამ ღონისძიებებს თავიანთი სიძულვილის გასაძლიერებლად და ლგბტ მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმისთვის“, – განაცხადეს ევროპარლამენტარებმა.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით, რიგი ვალდებულებები აიღო ქალების, ლგბტ პირთა, ასევე ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიზნით.

ინფორმაციისთვის, ულტრამემარჯვენე ჯგუფები და ახალ პოლიტიკურ მოძრაობასთან – „ერთობა, რაობა, იმედი“ დაკავშირებული პირები 5 ივლისს პრაიდის აქტივისტების „ღირსების მარშის“ პარალელურად კონტრაქციის მოწყობას გეგმავენ.

Katana . "ევროპარლამენტარების შეფასებით, „პრაიდის კვირეულის“ გაუქმების თაობაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ცოტა ხნის წინანდელი განცხადება „ამ უნივერსალურ უფლებებს ეწინააღმდეგება“.
?
ევროპარლამენტარებმა საკუთარ ტ...ებს მიხედონ!

არ შეიძლება აბსოლუტური უმრავლესობის(sic!) უფლებების იგნორირების ხარჯზე, უმცირესობის უფლებების დაცვა!
უმრავლესობას კი მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა ნებისმიერი ფორმით, მათ შორის - ამგვარი "პრაიდებით", მიუღებელია საქართველოში, სადაც სოდომური ცოდვის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს!

თუ ლგბტ-ს მიაჩნია, რომ "პრაიდი" მისთვის აზრის გამოხატულების თავისუფლებაა, ნუ გაუკვირდებათ, რომ საპირისპირო აზრის მქონეთაც აქვთ საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება და რა ფორმას აირჩევენ ამ აზრის გამოსახატავად, თვითონ გადაწყვეტენ!..
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli სიკვდილი, სიკვდილი კოლექტიურ დასავლეთს, ვაშინგტონს და ბრიუსელს! სიკვდილი!!! ვინც თითონ ლგბტ თემის წევრი არ არის და ფულის ან შინაგანი დაცემის გამო მხარს უჭერს ლგბტ მოძრაობას საქართველოში, სიკვდილი ყველა ამ უნამუსოს!!! სიკვდილი! ვინც ჩვენს მართლმადიდებლურ რწმენას ებრძვის, ვინც ებრძვის ჩვენს ეკლესიას და პატრიარქს, ვისაც უნდა გააუქმოს ჩვენში ღვთის ნაკარნახევი ჭეშმარიტება- მოველი აღდგომასა მკვდრეთით დაცხოვრებასა მას მერმისასა, ამინ! ანუ სიკვდილი მას ვისაც სურს დაგვიხშოს იმედი სულის უკვდავებისა!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ....საუკუნოსასა....
3 წლის უკან
trampi ჩოპრა

იცოდე შენ დასავლეთი მაგ წყევლა კრულვისთვის სანქციებს დაგადებს და მერე მაგ გურიიდან აღარც გამოგიშვებენ
იძახე მერე ჩემსავით ქუნემ კოლუმბი---თქო
ისე კი იმედი მაქვს, რომ ის ყინული საცააა ბოლომდე დადნება და გვეშველება კიდეც..
ასე რომ ცოტაცა...... ცოტაცააა
ექვსი იმპერია მივასიქტიმეთ ........................ ამასაც გადავაგორებთ.....
3 წლის უკან
DDDzia პაპა!!!

"ექვსი იმპერია მივასიქტიმეთ"-ო წერ.
იმიტომ მივასიქმოტეთ, რომ ჩვენი ქვეყნის უსტაბაშებს უნდოდათ ასე.
ახლა კი, პირიქითაა.
მაყუთზე გაიყიდნენ.
ვინც იმ იმპერიების მისიქმოტებაში დაგვეხმარა, ის მტერია საუკუნოვანი და ვინც ჩვენ გვასიქმატებდა, ის მეგობარი გახდა.
აირია მონასტერი და არაა გარანტია, რომ ახლაც გაგვიმართლებს.
ხომ იცი, ღვინით ჭიქას რომ ავსებ, ივსება, ივსება, მერე თავიც მოებმება (კახეთში ბურთს ეძახიან) და დადგება მომენტი, რომ თუ არ გაჩერდი, მხოლოდ ერთი წვეთია საკმარისი, რომ ის ბურთი მთლიანად ჩამოიღვაროს.
ასევეა აქაც.
თუ არ გავჩედით, გათავდება ყველაფერი.
ჯერ ისედაც გათავებულია.~
ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა.
3 წლის უკან
trampi ძია

ლოგიკურად მართალს ამბობ

ძალიან ხშირად მეც შენ ჭკვაზე ვაარ ხოლმე, ლამისააა ხელიც ჩავიქნიო ხოლმე,....... მაგრამ მერე გულში (თავში) რაღაცა შეფრთხიალდება და ეგეთი ავი აზრები უცბად გამეფანტება ხოლმე და იმედიან ხასიათზე ვდგები .....
არ ვიცი რის საფუძველზე, არ ვიცი რის იმედზე მაგრამ....უცებ ტანკის ღონე მომეცემა ხოლმე -----ამდენი საუკუნე აქამდე იმიტომ არ მოვედით რომ ეხლა გადაგვიარონ...
..არა ..... უდანაკარგოდ რომ ვერ გამოვალთ დღევანდელი სიტუაციებიდან ეგ იასნია, მაგრამ ამ ფანდარასტების დამქაშებს მაინც მოვერევით....


მარიკა ლორთქიფანიძე ამბობდა ხოლმე(ჩემი სიტყვებით ვიტყვი)...... ფიზიკურად ბევრჯერ დღევანდელზე მძიმე პერიოდები გვქონია, მოსახლეობა ლამის გაწყდებოდა ხოლმე, მაგრამ საქართველო ფერფლიდან მაინც აღდგებოდა ხოლმეო....იმიტომ რომ ყველანაირი გაჭირვების მიუხედავად ერი ენას, ზნეობას, მორალს, მენტალობას, ცნობიერებას ინარჩუნებდა ხოლმეო....(ერის ძირითადი განმსაზღვრელი თვისებები )...
ეხლა კი ეს ყველაფერი ერში მოშლილია და ძალიან, ძალიან დიდი განსაცდელის წინაშე ვდგევართო..............როგორ გამოვალთ ამ მდგომარეობიდან ძნელი საკითხავიაო(ისე კი მაინც იმედოვნებდა---- ეს ქარცეცხლიც გადაივლისო)

ხოოდა აი ამ მეც ეგრე ვფიქრობ ხოლმე

ისე კი მიხარია ჩემი ლოზუნგი ,,ქუნემ კოლუმბი,,ეხლა რომ უკვე საყოველთაო გახდა და არავინ აღარ ერიდება მავანთა დედის პრჭჭჭჭ ის გინებას
........რატო, რატო ეს დედამიქინძული საელჩოები 2007--2012 წლებში ჩვენ უფლებებს არ იცავდნენ რატო?
აფსუსსსსს ..........რატო სადმე ანგარიშგასაწევ თანამდებობაზე არა ვმუშაობ, რომ ამ საელჩოებს ლექცია წავუკითხო ხოლმე....აფსუსსსსსსსსს
არ მოვისვენებდი, არ გავჩერდებოდი სუ პრესკონფერეციებს ჩავატარებდი.... არ გავჩერდებოდი მანამ სიმართლეს შუბლში არა გვგლიჯავდი
.. არგუმენტირებულად სუ თავზე დავაქაქებდი... სუ კუდ ამოძუებულები გაიქცეოდნენ აქედან
3 წლის უკან