„ჩინური ვაქცინების დამზადების მეთოდიკა მაინც ძველია და არ აქვს ისეთი მაღალი აქტივობა ვირუსის მიმართ, როგორც „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერს“

„ჩინური ვაქცინების დამზადების მეთოდიკა მაინც ძველია და არ აქვს ისეთი მაღალი აქტივობა ვირუსის მიმართ, როგორც „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერს“

21 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 3847-მა ადამიანმა გაიკეთა. კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით ქვეყანაში სულ 238220 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ამის ფონზე, საუბარია იმაზე, რომ ესა თუ ის ვაქცინა უფრო ეფექტურია ვირუსის წინააღმდეგ, ზოგი კი, შედარებით სუსტი.

მაგალითად, „სინოვაკით“ აცრილ ადამიანებში უფრო ხშირია დაინიფიცირების შემთხვევები, ვიდრე სხვა ვაქცინებით აცრილებში. სპეციალისტების განმარტებით, ეს იმით არის განპირობებული, რომ „სინოვაკი“ ძველი მეთოდით არის დამზადებული, დანარჩენი ვაქცინები კი თანამედროვე.

ექიმი-ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე For.ge-სთან ამბობს, რომ ზოგადად, თანამედროვე მეთოდით დამზადებული ვაქცინა უფრო ეფექტურია:

„მეთოდიკა მაინც ძველია. თვითონაც აღნიშნეს, რომ არ აქვს ისეთი მაღალი აქტივობა ვირუსის მიმართ, როგორც მაგალითად „ასტრაზენეკას“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს. გარკვეული ასაკობრივი ჯგუფებისთვის არის „სინოვაკი“ და „სინოფარმი.“ თანამედროვე მეთოდიკით დამზადებული ვაქცინა ბევრად უფრო ეფექტური არის, ვიდრე ძველით, რომელიც თავის დროზე კარგი იყო, მაგრამ ამჯერად ასე არ არის.

საუბარია, რომ ვირუსი ხელოვნურად ხომ არ შექმნეს - გარკვეული ინფორმაციებიც არსებობს, რომ თვითონ ჩინეთში ხომ არ შეიქმნა ეს ვირუსი. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ ჩინეთში დამზადებული ვაქცინა ისეთი ეფექტური არ იყოს, როგორიც თანამედროვე მეთოდებით დამზადებული ვაქცინები.

ნებისმიერი ვაქცინით აცრილი ადამიანი არ არის 100%-ით დაცული დაინიფიცრებისგან. ვიცით, „ასტრაზენეკათი“ აცრილი ადამიანები, რომელთაც დაემართათ კოვიდი და 100%-იანი დაცვა არ არსებობს. აცრის შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლეს ნაკლები საფრთხე ემუქრება, ასევე არის დიდი შანსი, რომ არ მოუწიოს მას ჰოსპიტალიზაცია და ა.შ. ამისთვის არის პირველ რიგში ვაქცინა და არა იმისთვის, რომ 100%-ით დაიცვას კაცი ინფექციისგან“, - თქვა ხმალაძემ For.ge-სთან.

საუბარია იმის შესახებაც, რომ ევროპაში „სინოვაკით“ აცრილი პირი ვერ იმოგზაურებს, რაზეც ხმალაძემ აღნიშნა:

„ყოველდღე ვიღაც რაღაცას ცვლის და ამიტომ, ყველა ქვეყანას აქვს თავისი მოთხოვნილებები“, - დასძინა მან.

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, აკაკი ზოიძე For.ge-სთან ამბობს, რომ „სივოვაკით“ აცრილები მძიმე შედეგისგან დაცულები არიან.

„ნებისმიერ შემთხვევაში, მძიმე შემთხვისგან 100%-ით გვიცავს ეს ვაქცინა. ესაა, რაც ვიცით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერთა საბჭოსგან და იმ კვლევებისგან, რაც გვაქვს“, - თქვა ზოიძემ.

რაც შეეხება ევროპაში მოგზაურობის საკითხს, ზოიძემ აღნიშნა, რომ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ამ კუთხით, მიღებული არ არის, თუმცა, მისი თქმით, არის ქვეყნები, რომელიც კონკრეტული ვაქცინით აცრას ითხოვენ.

„ესპანეთი იღებს ისეთი ვაქცინით აცრილებს, რომლებიც ავტორიზებულია ჯანმოს მიერ. შესაბამისად, ეს ეხება „სინოვაკსა“ და „სინოფარმს.“ მოსალოდნელია, რომ წამლების სააგენტო ასევე ავტორიზაციას გაუკეთებს იმ ვაქცინებს, რომელთაც ჯანმომ მისცა აღიარება.

ასე რომ, როდესაც ქვეყნები საზღვრებს გახსნიან, ესპანეთის გარდა, რომელმაც უკვე გახსნა, დიდი ალბათობით, იქ პისიარ ტესტით მოხვდებიან. თუმცა, ვფიქრობ, რომ „სინოვაკით“ და სინოფარმით“ აცრილებსაც მიიღებენ ეს ქვეყნები“, - აღნიშნა ზოიძემ For.ge-სთან.

ამასთან უნდა აღინიშნოს ისიც, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისულმა მოქალაქეებმა, წინასწარ შეთანხმებულ დროს, „ასტრაზენეკას“ პრეპარატით ვაქცინაცია ვერ ჩაიტარეს. მიზეზი, ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, ვაქცინის მწარმოებელი კომპანიაა, რომელმაც საქართველოსთვის დამატებითი დოზების მოწოდება დააგვიანა.

უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს დღეებში მსგავსი პრობლემა ისევ შეიქმნას, თუმცა დედაქალაქში მარაგს რეგიონებში არსებული ვაქცინებით შეავსებენ.

იმუნიზაციის პარალელურად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ქვეყნის მასშტაბით ორთვიან კვლევას იწყებს, რომელმაც უნდა დაადგინოს მოსახლეობის რა ნაწილს აქვს კორონავირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები. სწორედ ქვეყნის იმუნური ფენის მოკვლევის საბოლოო შედეგებზე იქნება დამოკიდებული, როგორ და რა ფორმით გაგრძელდება ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები.

„ორ კვირაში შემოვა მილიონი დოზა ვაქცინა და ჩვენ დავიწყებთ ინტენსიური ვაქცინაციის პროცესს“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ამასთან, დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება პირბადეების ღია სივრცეში ტარება.

ღარიბაშვილის თქმით, პირბადის ტარება სავალდებულო იქნება ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეში.

„დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება პირბადის ღია სივრცეში ტარება. მხოლოდ ტრანსპორტისა და დახურული სივრცეებისა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.