UEFA-მ მიუნხენის Allianz Arena-ს გერმანია-უნგრეთის მატჩის დროს სტადიონის ცისარტყელის ფერებში განათება აუკრძალა.
მანამდე მიუნხენის მერმა, დიტერ რაიტერმა განაცხადი შეიტანა უნგრეთის ლგბტ საზოგადოების სოლიდარობის ნიშნად სტადიონის ცისარტყელის ფერებში განათების ნებართვის მისაღებად.
UEFA განმარტავს, რომ წესდების თანახმად, პოლიტიკურად და რელიგიურად ნეიტრალური ორგანიზაციაა და იძულებულია, განაცხადი მისი პოლიტიკური კონტექსტის გამო არ დააკმაყოფილოს.
15 ივნისს უნგრეთის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც სკოლებსა და საბავშვო ტელეარხებში ლგბტ მასალებს კრძალავს. ახალი კანონის მიხედვით, სასკოლო სახელმძღვანელოებსა და საბავშვო ტელეარხებში ასიკრძალება ისეთი სიტყვების გამოყენება, როგორიცაა ლგბტ თემი, სექსუალური უმცირესობა და ა.შ.