„ევრო 2020“-ის ნახევარფინალისა და ფინალის მატჩებზე „უემბლის“ სტადიონზე 60 000-ზე მეტ გულშემატკივარს დაუშვებენ. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს.
„უემბლის“ სტადიონის ტევადობა 90 ათასს ადამიანს შეადგენს. შესაბამისად, აღნიშნულ მატჩებზე სტადიონი 75%-ით შეივსება.
„მადლობას ვუხდი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას UEFA-სთან თანამშრომლობისთვის, რათა ტურნირის ბოლო მატჩები „უემბლიზე“ დიდი წარმატებით ჩატარდეს“, - განაცხადა UEFA-ს პრეზიდენტმა, ალექსანდერ ჩეფერინმა.
„ევრო 2020“-ის ფინალი 11 ივლისს, ხოლო ნახევარფინალის მატჩები 6 და 7 ივლისს გაიმართება.