„სტურუას არ შემოუყვანია რუსის ჯარი და არ უხოხია ტალახსა და ქვიშაში... ქართველებმა რომ გააგდეს სტურუა თეატრიდან, სწორედ, იმ კალიაგინმა დაუძახა რუსულ თეატრში“

„სტურუას არ შემოუყვანია რუსის ჯარი და არ უხოხია ტალახსა და ქვიშაში... ქართველებმა რომ გააგდეს სტურუა თეატრიდან, სწორედ, იმ კალიაგინმა დაუძახა რუსულ თეატრში“

„ქართველი ვარ და ქართველად დავრჩები მაშინაც, როცა თავისუფლების მოედანზე ჩემს ჩამოხრჩობას დააპირებთ“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა რობერტ სტურუა ოპონენტთა იმ ნაწილს, ვინც რუსთაველის თეატრის დასის რუსეთში დაგეგმილი ვიზიტი გააპროტესტა.

მანვე გაუხსენა ნაციონალ ოპონენტებს 26 მაისს ქართველთა დარბევა, ქართველების სისხლის დაღვრა, პროვინციული ფაშიზმი, გამრუდებული სინდისი და „დაბოღმილი ბელადის“ მიერ რუსთაველის თეატრიდან მისი, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელის ჩამოშორება.

მოსკოვი ჩეხოვის ფესტივალს მასპინძლობს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის თეატრალურ დასებთან ერთად საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. ქართველ მსახიობებს „მოსსოვეტის“ სცენაზე ელოდებიან სემუელ ბეტეკის სპექტაკლით „თამაშის დასასრული“. ბილეთის ფასი 500 რუბლიდან 5000 რუბლამდეა. მგზავრობის და მოსკოვში ყოფნის ხარჯებს მთლიანად რუსეთი ფარავს. აღსანიშნავია, რომ რუსთაველის თეატრი წინა წლებშიც ყოფილა მოსკოვში ჩეხოვის ფესტივალზე. იმ პერიოდშიც ამბობდნენ, რომ ჩეხოვის ფესტივალს პუტინის ხელისუფლება პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებდა.

რუსთაველის თეატრის მსახიობები ამართლებენ საკუთარი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ნაბიჯს და ამბობენ, რომ ეს არ არის გასტროლებზე წასვლა, ეს საერთაშორისო ფესტივალია, სადაც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მონაწილეობს, უცხოელებს კი აინტერესებთ, როგორ დადგა რობიკომ ცნობილი დრამატურგის ნაწარმოები. თანაც, რობიკო რუსეთში ისეთ ხალხთან ჩადის, ვინც საქართველოდან ჯარის გაყვანას მოაწერა ხელი.

პარლამენტის ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის ურჩევნია, ბუკინგემში წავიდეს ქართული თეატრალური დასი, ვიდრე მოსკოვში, თუმცა ქართული თეატრის, ჩვენი კულტურის დემონსტრირება რუსეთშიც უნდა მოხდეს.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ თეატრების საქმიანობაში არ ერევა და რუსთაველის თეატრის მოსკოვში გამგზავრებას შემოქმედებითი თავისუფლებით ხსნის.

თეატრმცოდნე ლელა ოჩიაურისთვის ოკუპანტ ქვეყანაში სახელმწიფო თეატრის ჩასვლა მიუღებელია. ის ფიქრობს, რომ უკრაინული დასი არაფრით ჩავიდოდა ოკუპანტთან, რადგან რუსეთის აუდიტორია, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ქართულ ხელოვნებასთან ზიარებას არ იმსახურებს.

ანალიტიკოსი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი აატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ყოველი ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, მოცეკვავეები იქნებიან, თუ მომღერლები. ამიტომ პრინციპულად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან კულტურა და პოლიტიკა, სპორტი და პოლიტიკა.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ადამიანთა დიდი ნაწილი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთმანეთში ურევს პოლიტიკასა და სპორტს, პოლიტიკასა და კულტურას და ყველაფერს უკავშირებს პოლიტიკას.

„ჩემნაირი ადამიანები ამ მხრივ უმცირესობაში არიან. სინამდვილეში, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სახელმწიფო თეატრია, თუ დამოუკიდებელი თეატრი, კულტურა კულტურაა და კულტურას თავისი წესები აქვს, ყველაფერში რომ პოლიტიკას ვურევთ, ამიტომაა, რომ ვერაფერს ვერ ვაგვარებთ. უნდა მიეცეთ საშუალება ამ დარგის წარმომადგენლებს, თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, წავიდნენ თუ არ წავიდნენ მოსკოვში. ნებისმიერ მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. როცა ინგლისისა და არგენტინის გუნდები თამაშობენ ფეხბურთს, იქაც პოლიტიკაა. ინგლისშიც და არგენტინაშიც არის ხალხი, ვინც თვლის, რომ პოლიტიკა არ უნდა აურიოს სპორტში, მაგრამ არის ხალხი, ვინც თვლის, რომ უნდა აურიოს და ისინი უმრავლესობაში არიან. პოლიტიკა ყველგან და ყველაფერშია. თუ ჩვენ მოვახერხებთ პოლიტიკის გამოტანას კულტურიდან, სპორტიდან, უფრო იოლად მოგვარდება პრობლემები, მაგრამ ჩვენ გვინდა, პოლიტიკა ყველგან იყოს. ეს სერიოზული გამოწვევაა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. როცა აშშ-ის ნაკრები ეთამაშება ირანს ფეხბურთში, ასეთივე ვნებათაღელვაა როგორც ამერიკაში, ისე ირანში“, - აცხადებს პაატა ზაქარეიშვილი.

ანალიტიკოსი მათ აზრსაც პატივს სცემს, ვინც ისეთ მკაცრ იარლიყებს არ იშურებს ასეთი ფაქტებისთვის, როგორიცაა „თამაში ოკუპანტისთვის“, ან კიდევ „ცეკვა ოკუპანტისთვის“. მისი აზრით, როცა სპორტსმენი თამაშობს რუსულ კლუბში, ეს ამ სპორტსმენის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. ჩვენ თუ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, კეთილი ვინებოთ და პატივი ვცეთ ადამიანის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, სად უნდა ითამაშოს და რა გააკეთოს მან, მაგრამ ჩვენ არ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ არ ვცემთ პატივს ადამიანს და მის ნებას. ჩვენ ვართ ბოლშევიკური სახელმწიფო, სადაც ჩვენ უკეთესად ვიცით, ვინ სად ითამაშოს, ვინ სად იმღეროს და იცეკვოს. პაატა ზაქარეიშვილის თქმით, რომელიღაც რეგვენს, რომელსაც აზრები აწუხებს, შეუძლია, წამოწვეს ტახტზე და ფეისბუქიდან დედა შეაგინოს მომღერალს ან მოცეკვავეს და მიუთითოს, სად უნდა წავიდეს, რა იმღეროს და რა იცეკვოს. ეს არ არის ნორმალური მდგომარეობა.

თეატრმცოდნე გიორგი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ თეატრალური დასის გამგზავრება მოსკოვში თითიდან გამოწოვილი პრობლემაა, რადგან უამრავი სხვა პრობლემის წინაშეა საქართველო.

„მიუხედავად ჩემი უარყოფითი დამოკიდებულებისა იმ პოლიტიკის მიმართ, რაც უკვე საუკუნეებია, აქვს რუსეთს საქართველოს მიმართ და არაერთხელ მოუხდენია ანექსია, არ მიმაჩნია, რომ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე თეატრი თუ არ წავიდა, ამით ტერიტორიებს დავიბრუნებთ?! თეატრიც უნდა წავიდეს მოსკოვში, ორკესტრიც და ანსამბლიც და ამის გადაქცევა შოუდ, რომ ვიღაც პატრიოტია, ვიღაც არა, არ შეიძლება. რობერტ სტურუა მაშინ იყო საქართველოს პატრიოტი, როცა გასუსული იყო საქართველოში ყველა და ხმას არ იღებდა. იმის გამო, რომ რუსი დამპყრობელია, ჩეხოვის წიგნს არ ვაგდებ და ვკითხულობ, ასევე, დოსტოევსკის წაკითხვაზე უარს არ ვამბობ, მთელი მსოფლიოც ასეა. ეს არის ბნელი კამპანია, თეატრი და ხელოვნება ყველანაირ პოლიტიკაზე მაღლა დგას. რა შუაშია, სახელმწიფო თეატრს მეტი პასუხისმგებლობა მართებს? სტურუაა, დიდი ავტორიტეტი აქვს და რუსთაველის თეატრი მიიწვიეს ჩეხოვის საერთაშორისო ფესტივალზე. ვინც ჩვენი ტერიტორიები დაკარგა 2008 წელს, მაინცდამაინც ისინი რატომ ყვირიან? ტალახსა და ქვიშაში ჩვენი ყოფილი მთავარსარდალივით“,-აღნიშნა გიორგი ცქიტიშვილმა for.ge-სთან საუბრისას.

მისი თქმით, ორი წლის წინაც ატყდა ერთი ამბავი, სუხიშვილები რომ წავიდნენ მოსკოვში. ახლა კი ავადმყოფი ხალხი სტურუას დასდევს, ჩეხოვის ფესტივალზე წავა თუ არა. პუტინს ვერ ვიტანთ თუ არა, ეს არ ნიშნავს, კონტაქტები არ იყოს თეატრებს შორის.

თეატრმცოდნე თვლის, რომ არასწორი დამოკიდებულებაა, როცა ერზე ვლაპარაკობთ ერთი ნიშნით, კარგი და ცუდი ყველგანაა, კალიაგინია იქ კარგი მსახიობი, არიან სხვა რეჟისორებიც და ეს კონტაქტები არსებობს. ქართველებმა რომ გააგდეს რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრიდან, ზუსტად იმ კალიაგინმა დაუძახა რუსულ თეატრში.

„ჩვენმა კულტურის მინისტრმა მოხსნა სტურუა და რუსმა დაუძახა თავის თეატრში. ამიტომ არ შეიძლება ბუზიდან სპილოს წარმოჩენა. ომები აქვთ ქვეყნებს და მოლაპარაკების მაგიდასთან სხდებიან. თუ არ ჩავალთ რუსეთში, რუსს გული გაუსკდება და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებს?!“

 

Katana . მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს ქვეყანას არასოდეს აკლდა სწორად მოფიქრალი ხალხი და სწორედ ასეთი ადამიანების მცირე ნაწილს ვხედავთ აქ, ჩვენი თეატრის და მისი დიდი რეჟისორის ქომაგებად.

რაც შეეხებათ "პატრიოტებს", რომლებმაც აგვისტოს ომი იშოვეს ( სულ ერთია, შეგნებულად თუ სიბრიყვით!)), უკუპირებულ ტერიტორიებს საკუთარი ნებითაც დაუმატეს ორი რეგიონი, საქართველოდან ძლივს გასული რუსული ჯარი უკან დააბრუნეს, მთელი ქართული ენერგეტიკა (და არა მხოლოდ) რუსებს გადაულოცეს, დე'ფაქტო დაკარგული დე'იურე დაკარგულად აქციეს... იმათ - თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად! - სხვა რა დარჩენიათ საკუთარი მოღალეტეობის გადასაფარავად, გარდა იმისა, რომ დედა აგინონ პუტინს და მოღალატე აქეთ უძახონ ყველა ქართველს, ვინც რუსეთში ან იმღერებს, ან იცეკვებს, ან სცენაზე ითამაშებს - ისევ საქართველოს სასახელოდ!..
ანდაზაც ხომ გვაქვს: კახპას ვერავინ დაასწრებს, რომ სხვას კახპა დაუძახოსო.
3 წლის უკან
Ninja ჩემი სათქმელიც ეგაა.
3 წლის უკან
Maverick "ჩვენ თუ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, კეთილი ვინებოთ და პატივი ვცეთ ადამიანის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, სად უნდა ითამაშოს და რა გააკეთოს მან, მაგრამ ჩვენ არ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენ არ ვცემთ პატივს ადამიანს და მის ნებას. ჩვენ ვართ ბოლშევიკური სახელმწიფო, სადაც ჩვენ უკეთესად ვიცით, ვინ სად ითამაშოს, ვინ სად იმღეროს და იცეკვოს. პაატა ზაქარეიშვილი..."

უკაცრავად, ბოლშევიზმი არაფერ შუაშია!

შუაშია ლიბერასტების დადგენილი ორმაგი სტანდარტების მსოფლიო წესი!

ეს წესი, ისე როგორც ბოლშევიზმა, კომუნისტურმა რეჟიმმა გამოხრა სსრკ და მარტივ მამრავლებად დაშალა, ასევე ანალოგიურს დამართებს ამ გაუკუღმართებული წესით მოთამაშე სახელმწიფოებს!

მეგობრები, მოდით და რობიკო სტურუას, რუსთაველის თეატრის დასის შემოსავლები შევადაოთ გია ვოლსკის და ყველა "რუსოფობის" შემოსავლებს, დამფინასებლებს და მერე ვნახავთ WHO IS WHO!
3 წლის უკან
Maverick Katana, ძმობილო, მე კიდევ ეგ ანდაზა სხვაგვარად ვიცი... "კახპამ ნიუფხავის ამოცმა თუ დაგასწრო, კახპას ვერ დოუუძახებ!"-ო
3 წლის უკან