იტალიური „რომას“ მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს სერხიო რამოსის დატამება სურს. ადგილობრივი მედიის ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი ესპანელ მცველს, რომელთანაც „რეალში“ უმუშავია, დაუკავშირდა.
„რომა“ მზადაა რამოსს 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმოს და სეზონში 7.5 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა თავად ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს და საუკეთესო წინადადების არჩევას აპირებს.
რამოსს ფრანგულ „პარი სენ ჟერმენსაც“ უკავშირებენ, რომლის მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო ესპანელთან მუშაობის სურვილს გამოთქვამს.
შეგახსენებთ, სერხიო რამოსი „რეალში“ 2005 წლიდან თამაშობდა და გუნდს 1 ივლისს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. გასულ სეზონში მან „სამეფო კლუბის“ რიგებში 21 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.