პოტერმა, შესაძლოა, „ტოტენჰემი“ გაწვრთნას

პოტერმა, შესაძლოა, „ტოტენჰემი“ გაწვრთნას

„ბრაიტონის“ მთავარი მწვრთნელი, გრემ პოტერი, შესაძლოა, „ტოტენჰემის“ თავკაცი გახდეს - წერს ტვიტერის საკუთარ გვერდზე ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

წყაროს ინფორმაციით, 46 წლის სპეციალისტი „დეზების“ ხელმძღვანელობის ინტერესის სფეროში მოექცა ჟოზე მოურინიუს გათავისუფლების შემდეგ.

საუბარი იყო „ვულვზის“ ყოფილ დამრიგებელ ნუნუ ეშპირიტუ სანტუზეც, მაგრამ შემდეგ ეს ხმები მინავლდა.