მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპის მატჩები სამ ჯგუფში უკვე ჩატარდა და რამდენიმე მერვედფინალისტი უკვე ცნობილია.
იტალია ავსტრიას და დანია უელსს შეხვდება, ხოლო ბელგია და ნიდერლანდები მეტოქეებს ელოდებიან. თავის მხრივ, მას მერე, რაც ბელგიამ ფინეთი დაამარცხა, ერთბაშად ხუთმა ნაკრებმა ისე გაინაღდა მერვედფინალის საგზური, რომ მესამე ტური ჯერ არც ჩაუტარებიათ.
ინგლისი, ჩეხეთი, საფრანგეთი, შვეიცარია და შვედეთი პლეი-ოფში უთამაშებლად გავიდნენ. შვეიცარია მესამეადგილოსნებში ფინეთსა და უკრაინას უკვე სჯაბნის და საუკეთესო ოთხ მესამეადგილოსანში ნამდვილად მოხვდება.
ინგლისის, ჩეხეთის, საფრანგეთისა და შვედეთის შემთხვევაში კი ისაა გასარკვევი, რომელი ადგილებით ითამაშებენ მერვედფინალურ ეტაპზე.