ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მცველმა პატრიკ ვან ანჰოლტმა შესაძლოა კარიერა "ლაციოში" გააგრძელოს. როგორც Sky Sports-ი იუწყება, იტალიური კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდნენ და მოლაპარაკებები დაიწყო.
ვან აანჰოლტს "კრისტალ პალასთან" კონტრაქტის ვადა 30 ივლისს ეწურება და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. პატრიკს შემოთავაზებები ასევე აქვს თურქეთიდან, კერძოდ "გალათასარაიდან" და "ფენერბაჰჩედან". ამჟამად ვან ანჰოლტი ეროვნულ ნაკრებია გამოძახებული და ევროპის ჩემპიონატზე იღებს მონაწილეობას.
ვან აანჰოლტი "არწივებს" 2017 წელს "სანდერლენდიდან" შეუერთდა. გასულ სეზონში პატრიკმა 23 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.