იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი „იუვენტუსიდან“ „პარმაში“ გადავიდა. 43 წლის ბუფონმა მშობლიურ კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ბუფონი „პარმას“ ღირსებას თავისი კარიერის დასაწყისში, 6 წლის განმავლობაში იცავდა. პირველი მატჩი „პარმას“ შემადგენლობაში მან 17 წლის ასაკში, 1995 წელს გამართა. 1999 წელს „პარმასთან“ ერთად ბუფონმა უეფას თასი, იტალიის თასი და სუპერთასი მოიგო.
2001 წელს ბუფონი „პარმადან“ „იუვენტუსში“ გადავიდა, სადაც 19 სეზონი ჩაატარა და იტალიის ჩემპიონატი ათჯერ მოიგო, 2018-2019 წლების სეზონი კი „პარი სენ-ჟერმენში“ გაატარა, სადაც საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.
უახლოეს სეზონს „პარმა“ სერია ბ-ში გაატარებს.