ქენდალ ჯენერი და სპორტსმენი დევინ ბუკერი საზოგადოებაში ერთად იშვიათად ჩნდებიან, თუმცა უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ ვარსკვლავური წყვილი ერთად არის და ამ რომანს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც ირკვევა, წყვილის ურთიერთობას ერთი წლისთავი შეუსრულდა, რის აღსანიშნავადაც, ქენდალ ჯენერმა სოციალურ ქსელებში დევინთან ერთად გადაღებული უსაყვარლესი კადრი გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს წყვილი ერთად მაშინ დაფიქსირდა, როდესაც დევინმა ქენდალის ფოტოები საკუთარ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა.