51 წლის ჯენიფერ ლოპესისა და 48 წლის ბენ აფლეკის აღდგენილი ურთიერთობა გასული კვირების სენსაცია გახდა მსოფლიო შოუბიზნესში. თუმცაღა მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ ეჭვი ეპარებოდათ წყვილის რომანში, პაპარაცებს სენსაციური ფოტოები აქვთ.
როგორც 14 ივნისს, მალიბუში გადაღებული კადრებიდან ჩანს, წყვილმა დრო ვარსკვლავების საყვარელ რესტორანში Nobu-ში გაატარა და არცთუ ისე მოკრძალებული რომანტიკული მომენტებითაც გაგვანებივრა.