ბელგიის ნაკრების ლიდერმა, კევინ დე ბრუინმა, საერთო ჯგუფში დაიწყო ვარჯიში - გვამცნობს Daily Mail.
ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო „ჩელსის“ წინააღმდეგ (0:1). მას ცხვირის მოტეხილობა და მარცხენა თვალის ყვრიმალის დაზიანება დაუდგინეს.
ევრო 2020-ის პირველ მატჩში ბელგიელებმა რუსეთის ეროვნული გუნდი 3:0 დაამარცხეს. მეორე შეხვედერას ისინი 17 მაისს გამართავენ დანიელების წინააღმდეგ.