28 წლის ფრანგმა მცველმა, რაფაელ ვარანმა, გადაწყვიტა მადრიდის „რეალთან“ კონტრაქტი აღარ გაახანგრძლივოს - გვამცნობს El Confidencial.
წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელმა საფრანგეთში დაბრუნება გადაწყვიტა. მისით „პარი სენ-ჟერმენი“ დაინტერესებულა და 60 მილიონ ევროსაც იხდის.
ვარანის „რეალთან“ მიმდინარე ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულში გასდის. ესპანეთის ახლადდამთავრებულ ჩემპიონატში მან 31 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.