კრისტიან ერიქსენის მდგომარეობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

კრისტიან ერიქსენის მდგომარეობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

დანიის ეროვნული ნაკრების ექიმმა მორტენ ბოსენმა დაადასტურა, რომ კრისტიან ერიქსენს „ევრო 2020“-ზე, ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა. ამის შესახებ BBC წერს.

ბოსენის თქმით, ამ ეტაპზე უცნობია რამ გამოიწვია ინციდენტი.

„ერიქსენის ტესტების შედეგები კარგია, მაგრამ გამოკვლევების გაგრძელებაა საჭირო. არავინ ვიცით რა მოხდა“, - განაცხადა ექიმმა. კითხვას „რამდენად ახლოს იყო გუნდი ერიქსენის დაკარგვასთან, ექიმმა ასე უპასუხა: „არ ვიცი, დეფიბრილატორის ერთი გამოყენების შემდეგ დავაბრუნეთ. ეს საკმაოდ სწრაფად მოხვდა“.

დანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კასპერ ჰიულმანდმა კი განაცხადა, რომ ერიქსენს უკვე ელაპარაკა. მისი თქმით, ფეხბურთელს ინციდენტის შესახებ ბევრი არაფერი ახსოვს და უფრო თავის თანაგუნდელებზე ღელავს.

„ევრო 2020“-ის რიგით მე-3 მატჩში დანია ფინეთს მასპინძლობდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს დანიელი ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი მიწაზე დაეცა.