რიო დე ჟანეიროში ალიგატორმა პოლიციელებს კაცის ცხედარი მოპარა

რიო დე ჟანეიროში ალიგატორმა პოლიციელებს კაცის ცხედარი მოპარა

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში ალიგატორმა კაცის ცხედარი მოიპარა და გამოძიებას ხელი შეუშალა. ამის შესახებ Daily Mirror წერს.

პოლიციელები და მეხანძრეები მდინარის ნაპირთან მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ, რომელთაც წყალში ადამიანის გვამი შენიშნეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ სამართალდამცველების მისვლამდე ცხედართან ალიგატორი მიცურდა, რომელიც თვითმხილველმა ვიდეოზე აღბეჭდა.

მომხდარის შემდეგ, პოლიცია კაცის ცხედარს წყალში 24 საათი ეძებდა. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ალიგატორს გვამი არ დაუზიანებია და კაცის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაიტანეს.