არჩილ თალაკვაძე:  მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა საქართველო და მისი ხელისუფლება დაინახეს მედიატორად, სომხეთ-აზერბაიჯანის ამ რთული პრობლემის მოსაგვარებლად

არჩილ თალაკვაძე:  მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა საქართველო და მისი ხელისუფლება დაინახეს მედიატორად, სომხეთ-აზერბაიჯანის ამ რთული პრობლემის მოსაგვარებლად

მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა სწორედ საქართველო და მისი ხელისუფლება დაინახეს მედიატორად, სომხეთ-აზერბაიჯანის ამ რთული პრობლემის მოსაგვარებლად, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით ისტორიული როლი შეასრულა რეგიონში მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშესაწყობად.

„საქართველოს მზადყოფნა აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთად, მშვიდობიანი და უსაფრთხო რეგიონის უზრუნველყოფაში დასავლეთმა სათანადოდ შეაფასა. მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულმა პარტნიორებმა სწორედ საქართველო და მისი ხელისუფლება დაინახეს მედიატორად, ამ რთული პრობლემის მოსაგვარებლად”- აცხადებს თალაკვაძე.

ცნობისთვის, სომხეთმა აზერბაიჯანს გადასცა მთიან ყარაბაღში აგდამის რაიონში დანაღმული ტერიტორიების რუკა, რის სანაცვლოდაც, ქართული მხარის ჩართულობით, აზერბაიჯანმა სომხეთს 15 დაკავებული პირი გადასცა.