ევროპის ჩემპიონატზე, ბელგია-რუსეთის მატჩში, რუსეთის კარში ბელგიის ყოველი გოლის შემდეგ უკრაინის ქალაქ ლვოვში უფასო ლუდს დაარიგებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ლვოვის ფან-ზონა Lviv Fan Festival-ი ავრცელებს.
მათი განცხადებით, ბელგიელების ყოველი გოლის შემდეგ ფან-ზონის სტუმრები უფასოდ 100 კათხა ლუდს მიიღებენ.
ბელგიისა და რუსეთის ნაკრებების მატჩი 12 ივნისს, სანკტ-პეტერბურგში, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.