სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, ჯერ კიდევსანამ კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის განქორწინების პროცესი კვლავაც მიმდინარეობს, ონლაინ სივრცე მოულოდნელმა ინფორმაციამ მოიცვა კანიესა და 35 წლის სუპერმოდელის – ირინა შეიკის რომანის შესახებ. სოციალურ ქსელებში წერდნენ რომ ვარსკვლავებს შორის რომანტიკული ურთიერთობაა, თუმცა აქამდე ამის დამადასტურებელი რეალური ფაქტი არ არსებობდა.
ახლა კი, 9 ივნისს გადაღებული პაპარაცული ფოტოები, რომლებშიც კანიე და შეიკი ერთად სეირნობის დროს ფიქსირდებიან, საზოგადოებისთვის მათი ურთიერთობის დამადასტურებელი აღმოჩნდა.
ფოტოები საფრანგეთშია გადაღებული, სადაც როგორც Daily Mail-ის ოფიციალური გამოცემა წერს, 44 წლის კანიე და 34 წლის ირინა ბუტიკის ტიპის სასტუმროში Villa La Coste-ში იმყოფებიან.
აღსანიშნავია, რომ 8 ივნისს კანიე იუბილარი გახლდათ, შესაძლოა, ეს თარიღი ვარსკლავებმა სწორედ ერთად აღნიშნეს.