შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით ხმა არ მისცა, რაც არის 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა

შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციამ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით ხმა არ მისცა, რაც არის 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა

ოპოზიციამ „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით ხმა არ მისცა, რაც არის 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, იმედია, მესამე მოსმენისთვის მოემზადებიან და პასუხისმგებლობას გაათვითცნობიერებენ, რომ ხელშეკრულებას ხელს რომ აწერენ, ის უნდა შესრულდეს კიდეც. ჩვენი პროექტი სრულ შესაბამისობაშია 19 აპრილის შეთანხმების შინაარსთან და არსთან. ოპოზიციის ვერსია პირდაპირ ეწინააღმდეგება შეთანხმებაში მოყვანილ სიტყვა – ყველას. ამნისტია ეხება ყველა დარღვევას, რომელიც დაკავშირებული იყო 20-21 ივნისის მოვლენებზე. შესაბამისად, ვისაც არ აქვს წინააღმდეგობა, რომ ამნისტია არ შეეხოს, ყველას შეეხება და ეს არის 19 აპრილის შეთანხმების იდეა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.