ბრაზილიელმა სპორტსმენმა, UFC-ს ჩემპიონმა ამანდა ნუნიესმა ტელევარსკვლავი კიმ კარდაშიანი ბრძოლაში გამოიწვია, მას შემდეგ, რაც UFC-ს პრეზიდენტმა დეინა უაიტმა განაცხადა, რომ ასეთი ბრძოლა შესაძლოა დიდ მოვლენად იქცეს. ამის შესახებ TMZ წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთ ინტერვიუში უაიტმა ჟურნალისტს შესთავაზა წარმოედგინა რა მოხდებოდა კიმ კარდაშიანი ამანდა ნუნიესთან ბრძოლას რომ დათანხმდეს. UFC-ს ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენა იქნებოდა, კიმი კი ისეთ ფულად მოგებას მიიღებდა, რომელიც არც კი დასიზმრებია.
ამის შემდეგ ნუნიესმა ტვიტი გამოაქვეყნა, რომელშიც კარდაშიანს რინგზე შეხვედრა ხუმრობით შესთავაზა.
„ჰეი, კიმ, მოდი გავაკეთოთ ეს“, - დაწერა სპორტსმენმა. კარდაშიანს გამოწვევაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.