უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ სამეფო ოჯახის ახალგაზრდა წევრების – პრინცი უილიამისა და პრინცი ჰარის ოჯახები ერთმანეთთან დისტანცირდნენ, თუმცაღა როგორც აღმოჩნდა 39 წლის მეგან მარკლისა და ჰარის სკანდალური ინტერვიუს მიზანი ძმებს შორის ურთიერთობისთვის წერტილის დასმა ნამდვილად არ ყოფილა.
როგორც სოციალურ ქსელებში სანდო წყაროებზე დაყრდნობით წერენ, მეგანს სურს სამეფო ოჯახთან ურთიერთობის აღდგენა და შესანიშნავად აცნობიერებს, რომ ქეით მიდლტონს ამ ყველაფერზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია.
“მეგანმა საიდუმლოდ დაურეკა ქეიტს, რადგან აცნობიერებს, მისი და ჰარისთვის სამეფო ოჯახთან ურთიერთობის დალაგების ერთადერთი გზა-ეს ქეითის გადმობირებაა,” -აღნიშნავს ინსაიდერი, თუმცა ოჯახებს შორის არსებულ ურთიერთობაზე ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ქეითმა და უილიამმა მეგანსა და ჰარის მეორე შვილის- ლილით დაიანას დაბადება ემოციური პოსტით საჯაროდ მიულოცეს.