ნიკა სიჭინავა კარიერას უკრაინულ გუნდში გააგრძელებს

ნიკა სიჭინავა კარიერას უკრაინულ გუნდში გააგრძელებს

ქართველი ფეხბურთელი ნიკა სიჭინავა „კოლოსის“ ფეხბურთელია. 26 წლის შემტევმა უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

სიჭინავა ბოლოს „ინჰულეცის“ ღირსებას იცავდა, სადაც გასულ სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 22 შეხვედრა ჩაატარა და მის ანგარიშზე 6 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემაა.

ნიკას „ინჰულეცის“ გარდა „ვიტ ჯორჯიაში“, ფოთის „კოლხეთში“ და „ვოლგარში“ უთამაშია. რაც შეეხება მის ახალ კლუბს, „კოლოსმა“ 2020-2021 წლების სეზონი ქვეყნის ჩემპიონატში მე-4 პოზიციაზე დაასრულა და კონფერენსლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.