ქანიე უესტი 44 წლის გახდა: ამერიკელი რეპერის სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

ქანიე უესტი 44 წლის გახდა: ამერიკელი რეპერის სტილის ევოლუცია კარიერის დასაწყისიდან დღემდე

ქანიე უესტი ამერიკელი წარმოშობის ბიზნესმენი, პოლიტიკოსი, დიზაინერი, ჩანაწერების პროდიუსერი, რეპერი და მომღერალია, რომელმაც XXI საუკუნის მეინსტრიმ ჰიპ ჰოპის, პოპულარული მუსიკისა და ზოგადად პოპულარული კულტურის განვითარებაზე ერთ-ერთი უდიდესი ზეგავლენა მოახდინა.

ვესტმა 2004 წელს სადებიუტო ალბომი The College Dropout გამოუშვა და დააარსა ჩანაწერი ლეიბლი GOOD Music. მის შემოქმედებას ეკუთვნის ისეთი გამორჩეული ალბომები, როგორებიც არის Late Registration (2005), Graduation (2007), 808s & Heartbreak (2008), Yeezus (2013), The Life of Pablo (2016), Ye (2018), Jesus Is King (2019) და სხვები.

დიდებული ამერიკელი შემოქმედი დღეს 44 წლის გახდა.