რუბიკის კუბებისგან შექმნილ დალაი ლამას პორტრეტს აუქციონზე გაყიდიან. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
გამოცემის ცნობით, პორტრეტს აუქციონის სახლი Artcurial-ი 5 ივლისს გაყიდის. ნამუშევარი ფრანგი ქუჩის მხატვრის, ინვეიდერის მიერ არის შექმნილი. ამისთვის მან 225 რუბიკის კუბი გამოიყენა.
სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ტიბეტის სულიერი ლიდერის უჩვეულო პორტრეტი შეიძლება 365 ათას დოლარად გაიყიდოს.