დიდი ბრიტანეთის პრინცს, ჰარის და მის მეუღლე მეგანს ქალიშვილი შეეძინათ. ამის შესახებ BBC წყვილის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
გოგო პარასკევს, სანტა ბარბარაში დაიბადა. დედა და შვილი თავს კარგად გრძნობენ. ბავშვს ლილიბეტ „ლილი“ დაიანა დაარქვეს, დედოფალ ელისაბეტისა და პრინცესა დაიანას პატივსაცემად.
წყვილისთვის ეს მეორე შვილია. მათი ვაჟი არჩი 2 წლისაა.