ფრანგმა კაცმა პენსიაზე გასვლამდე 1955-დან 2005 წლამდე 251 ქვეყანაში იმოგზაურა. მისი ხარჯი დღეში $1 შეადგენდა. მოგზაურთან ინტერვიუ ონლაინ გამოცემა Brut-მა ჩაწერა.
ფრანგმა პენსიონერმა ანდრე ბრიუჟირუმ, რომელიც 83 წლისაა, გამოცემას უამბო, რომ თავისი მოგზაურობის მარშრუტის განვითარება 17 წლისამ დაიწყო. მან სამსახური მიატოვა და შოტლანდიაში გაემგზავრა. ამ დროს მას ფინანსური სირთულეები ჰქონდა, ამიტომ დღეში მხოლოდ $1 ხარჯავდა.
ანდრე ბრიუჟირუ ავტოსტოპით გადაადგილდებოდა, არ ჩერდებოდა სასტუმროში და არ სტუმრობდა რესტორნებს. მან 251 ქვეყანაში იმოგზაურა და ავტოსტოპით 400 ათასი კილომეტრი დაფარა.