ტაილანდში 11 წლის გოგო ზოოპარკის ბინადრებისთვის კონცერტებს მართავს

ტაილანდში 11 წლის გოგო ზოოპარკის ბინადრებისთვის კონცერტებს მართავს

ტაილანდში 11 წლის გოგო სეენლადა სუპატი ყოველ კვირას ბანგკოკის ზოოპარკის ბინადრებისთვის სინტეზატორზე უკრავს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გოგოს მიაჩნია, რომ ცხოველებს მკაცრი კოვიდრეგულაციების გამო ადამიანებთან ურთიერთობა ენატრებათ, მისი კონცერტები კი მათ მარტოობის შეგრძნების დაძლევაში ეხმარება.

ხშირად ცხოველები სუპატთან ძალიან ახლოს მიდიან და დაკვრის დროს კლავიშებზეც დასეირნობენ, რაც პატარა მუსიკოსს ძალიან ახარებს.