ნიუ-იორკის ერთ-ერთ აუქციონზე გაიყიდება დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, უინსტონ ჩერჩილის მიერ შესრულებული ნახატი, რომელიც მან მაგნატ არისტოტელე ონასისს აჩუქა. ამის შესახებ Al Jazeera იუწყება.
პეიზაჟი ჩერჩილმა 100 წლის წინ, 1921 წელს დახატა და 40 წლის შემდეგ არისტოტელე ონასისს აჩუქა.
ნახატი აუქციონზე 23 ივნისს გაიყიდება. სპეციალისტების პროგნოზით, ლოტის ფასი 1,5-2 მილიონი დოლარი იქნება.
რამდენიმე თვის წინ ანჯელინა ჯოლიმ უინსტონ ჩერჩილის ნახატი რეკორდულ თანხად გაყიდა. უცნობმა კოლექციონერმა ლოტში 8,28 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადა.